მესუთ იოზილმა ინგლისის პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა ინგლისის პრემიერ ლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა.

21 ნოემბერს, “ვესტ ბრომვიჩმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა იოზილმა გაუკეთა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა საგოლე გადაცემის გაკეთება ინგლისის პრემიერ ლიგის ზედიზედ შვიდ მატჩში შეძლო, ასეთი შედეგი კი აქამდე არავის ჰქონია.

მესუთ იოზილის ახალი ბუტსები (სურათი)

„არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა სოციალურ „სელ „ინსტაგრამზე“ თავისია ხალი ბუტსების სურათი გმაოაქვეყნა.

„ჩვემი ახალი ბუტსები იდეალურად არიან. ახლა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურისთვის ბოლომდე ვარ მზად“, – დაწერა იოზილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლონდონელები „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებენ.

2

ვენგერი: „იოზილი ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდება“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ნახევარმცველი მესუთ იოზილი შეაქო, რომელიც გუნდის გულშემატკივართა ვერსიით, აპრილის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

„ვფიქრობ, გუნდის რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ სეზონის მეორე ნახევარში უკეთესად თამაში დაიწყო. ერთ-ერთ მათგანი იოზილიცაა. ნელ-ნელა ის გუნდის ლიდერად ყალიბდება, რომელიც თამაშს გააკონტროლებს“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ევროპის 15 საუკეთესო ნახევარმცველი დღესდღეობით

2015 წელს ჩატარებული გამოკითხვით, კომპანია CIES-მა საუკეთესო ნახევარმცველი გამოავლინა.

არჩევა მოხდა შემდეგი პრინციპებით: სიჩქარე, დისციპლინა, გამძლეობა, პასები და დარტყმის სიძლიერე.

mESUT

ოზილი: “შანსი გვაქვს”

“არსენალის” ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა “მონაკოსთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრის პირველ მატჩში “არსენალი” საკუთარ კედლებში ფრანგულ გუნდთან 1:3 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის საქმე საკმაოდ გაირთულა.

“მნიშვნელოვანი იქნება გოლის საწყის წუთებში გატანა, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვიბრძოლებთ პირველიდან ბოლო წუთამდე,”-განუცხადა გერმანელმა “მეთოფეთა” ოფიციალურ საიტს.

“ჩვენი მიზანი ამ შეხვედრის მოგებაა. ჩვენ უნდა გავიტანოთ სამი გოლი ისე, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მივიღოთ”.

“დარწმუნებული ვარ, რეალური შანსი გვაქვს წინსვლისთვის. სამი გოლის გატანა ძალიან რთული იქნება, თუმცა ორგანიზებული ფეხბურთით ყველაფერია შესაძლებელი,”-დაასრულა ოზილმა.

იოზილი: „ვენგერის გეგმის მიხედვით ვთამაშობდით“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ინგლისის თასის 1/4-ფინალური მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 2:1 მოიგო.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ შეცდომებს უშვებდა. ამ სიტუაციით ვისარგებლეთ კიდეც. გარდა ამისა, ბურთის გარეშე მუშაობაზე ვიყავით კონცენტრირებულები და არსენ ვენგერის გეგმის მიხედვით ვთამაშობდით“, – განაცხადა მესუთმა.

სქოულზი: „არსენალში“ გადასვლის შემდეგ იოზილს ტიტულების მოგების შანსები დაეკარგა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა „არსენალში“ მესუთ იოზილის ტიტულების მოგების შენსები შეაფასა.

„წინა წლებში ვიეირას, ანრის, ფაბრეგასისა და ვან პერსის სახით, „არსენალიდან“ ამბიციური ფეხბურთელები მიდიოდნენ. მათ ესმოდათ, რომ ამ გუნდს ჩემპიონატის მოგება არ შეუძლია.

ვფიქრობ, იოზილმა „არსენალში“ გადასვლის უფრო ადვილი ვარიანტის მოძებნა გადაწყვიტა. მესუთის ნიჭში ეჭვი არაფერის ეპარებოდა, თუმცა ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ იგი მოედანზე მხოლოდ იმიტომ დარბის, რათა ეს დაფარულ მანძილად ჩაეთვალოს.

მას ლიდერი სჭირდება, რომელიც მოტივაციას მისცემს. „რეალში“ მესუთს ტიტულების მოგება შეეძლო, „არსენალში“ კი ეს ვერ გამოუვა“, – განაცხადა სქოულზმა.

იოზილი “ტოტენჰემს” დაემუქრა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურშზე თანაქალაქელი “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გასამართ მატჩს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“დანიშნულების ადგილი: “უაით ჰართ ლეინი”. სამოქმედო გეგმა: სამი ქულის მოპარვა” – დაწერა იოზილმა სოციალურ ქსელში.

მატჩი “ტოტენჰემსა” და “არსენალს” შორის დღეს, თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.

Ozil Tweet

ვენგერი: „იოზილის დაბრუნების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა რთული იქნება“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდება.

„ჯერჯერობით ჩვენი რიგებიდან არავინ მიდის. იანვარში მოედანზე მესუთ იოზილი დაბრუნდება, რის შედეგადაც, გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლა გაიზრდება“, – განაცხადა ფეხბურთს ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო იოზილს ოქტომბრიდან არ უთამაშია.

იოზილი გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა მუხლის ტრავმა ჯერ კიდევ ოქტომბერში მიიღო, რის გამოც მიმდინარე სეზონში მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა.

ასეა თუ ისე, ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნება უკვე დეკემბრის დარჩენილ პერიოდში იგეგმება.

„მე ყოველდღე ვმუშაობ, რათა ოპტიმალური ფორმა დავიბრუნო. ახლა სწორ გზაზე ვიმყოფები. ეს ბევრ დროს არ წამართმევს. იმედია, ვარჯიშს მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდები“, – განაცხადა „მეთოფეთა“ მოთამაშემ.

იოზილი კიდევ შვიდ კვირას გამოტოვებს

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი მესუთ იოზილი ტრავმის გამო კიდევ შვიდ კვირას გამოტოვებს.

„ტრავმის გამო უკვე ხუთი კვირა გამოვტოვე. თამაშს კიდევ შვიდი კვირის განმავლობაში ვერ მოვახერხებთ. რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი პერიოდია.

სამწუხაროდ, მუხლის ტრავმის გამო თამაშის მიღმა ვრჩები. თუმცა, ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება. ვიმუშავებ, რათა პროგრესს მივაღწიო“, – განაცხადა მოთამაშემ.

იოზილი ბაიერნში?

მესუთ იოზილი, რომელიც წლის დარჩენილ ნაწილს ტრავმის გამო გამოტოვებს, ლონდონის “არსენლის” დატოვებას აპირებს.

გერმანიის ნკრების ფეხბურთელისადმი ინტერესს მიუნხენის “ბაიერნი” იჩენს. ბუნდესლიგის ბინადარი მზად არის ნახევარმცველში 30 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.

ცნობილი ხდება, რომ ტრანსფერი წინააღმდეგი არც ლონდონური კლუბია, რომელმაც თავის დროზე იოზილში 42.5 მილიონი გადაიხადა.