„ბაიერნი“ იოზილის გადაბირებას ცდილობდა

ესპანური გამოცემის „El Confidencial“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალის“ ექს-ნახევარმველის მესუთ იოზილის შეძენას ცდილობდა.

ბავარიელები მზად იყვნენ, შესაძლო ტრანსფერის სანაცვლოდ 42,5 მილიონი ფუნტი გადაეხადათ. აღსანიშნავია, რომ შარშან „არსენალს“ მესუთის ტრანსფერი სწორედ ამდენი დაუჯდა.

წყაროს მტკიცებით, მოთამაშის გაშვება „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა იუარა.

მესუთ იოზილი სამ თვემდე იუქმებს

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა გერმანიის ნაკრების ბოლო ვარჯიში გამოტოვა, რისი მიზეზიც ტრავმა აღმოჩნდა.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ მესუთმა მუხლი დაიზიანა, რის გამოც 10-12 კვირის გამოტოვება მოუწევს. ამის შესახებ „ბუნდესტიმის“ ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა.

აღსანიშნავია, რომ იოზილის გარდა, „მეთოფეთა“ ლაზარეთში ამჟამად ოლივიე ჟირუ, აარონ რემზი, მიკელ არტეტა და თეო უოლკოტიც იმყოფებიან.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა ლონდონური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში რვა მატჩი ჩაატარა.

მესუთ იოზილი “ადიდასის” რეკლამაში

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი “ადიდასის” რეკლამაში გადაიღეს.

როგორ გაამასხარავა ფალკაომ იოზილი (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეული რადამელ ფალკაო ინგლისის პრემიერლიგაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გამასხარავებაში უკვე შემჩნეულია.

2011 წლის მარტში კოლუმბიელი თავდამსხმელის “მსხვერპლი” მესუთ იოზილი გახდა. მართალია, მაშინ ერთი “პორტუს” ღირსებას იცავდა, მეორე კი – მადრიდის “რეალის”, თუმცა ფაქტი გასახსენებლად ღირს.

“იოზილს სიმპსონების მსგავსი თვალები აქვს”, – დაწერა მაშინ სოციალურ ქსელში ფალკაომ.

 

კოლუმბიელი ფეხბურთელი პირველი არ გახლავთ, რომელმაც იოზილის გარეგნობაზე ყურადღება გაამახვილა. ინტერნეტსივრცეში გავრცელებულია ვიდეო, რომელშიც “ბოკა ხუნიორსის” 13 წლის ქომაგი გონსალო გალვანი საუბრობს. საინტერესო ისაა, რომ ბიჭს ძალიან ამსგავსებენ მესუთ იოზილს.

მიშელ პლატინიმ მესუთ იოზილს მაისური სთხოვა

13 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ მესუთ იოზილს მაისური სთხოვა.

BsdOUFSIEAAtXeg

მესუთ იოზილის მშვენიერი ფინტი “ნიუკასლთან” მატჩში

28 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “არსენალსა” და “ნიუკასლს” შორის გამართულ მატჩში (3:0), მესუთ იოზილმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მშვენიერი ფინტით მოატყუა.

არტეტა: „იოზილი გვაკლდა“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ „ნიუკასლთან“ მოგებული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს წინა შეხვედრებში მესუთ იოზილი აკლდა.

„იოზილი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. როდესაც იგი ტრავმირებული იყო, ძალიან გვაკლდა. მიმდინარე სეზონში ბევრმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი მატჩები გამოტოვა. მიხარია, რომ იოზილი ახლა კვლავ ჩვენთან არის და კარგ ფეხბურთს აჩვენებს“, – განაცხადა ესპანელმა შუახაზელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

იოზილმა საერთო ჯგუფთან ივარჯიშა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი მესუთ იოზილი სრულყოფილ ვარჯიშს დაუბრუნდა.

„როგორც იქნა, თანაგუნდელებთან ერთად ვივარჯიშე. უკვე ყველაფერი გამომდის.

მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც მოედანზე დავბრუნდები“, – დაწერა მესუთმა თავის ფეისბუქის გვერდზე.

ალექსანდრე მატევოსოვი

არსენ ვენგერი იოზილს იცავს

ლონდონის არსენალის თავკაცი არსენ ვენგერი მესუთ ოზილს იცავს და ამბობს რომ ის არის ”განსაკუთრებული ფეხბურთელი”.

არსენალის ლივერპულთან განადგურების შემდეგ მედიაში ბევრი რამ იწერებოდა მათ შორის კი უმეტესად იოზილს აკრიტიკებდნენ,ამაზე კი ვენგერმა თქვა რომ იოზილი ლივერპულთან მატჩში არ გამოიყურებოდა ყველაზე ცუდად და ის ეძებს დასაყრდენს ინგლისურ ფეხბურთში.

შეგახსენებთ რომ მესუთ იოზილი ლომდოდის არსენალმა მადრიდის რეალიდან € 50 მილიონად შეიძინა.

სტიუარტ რობსონი: „ვენგერმა იოზილი სათადარიგოთა სკამზე უნდა გაამწესოს“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი სტიუარტ რობსონი კლუბის მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს მოუწოდებს, რომ მესუთ იოზილი სათადარიგოთა სკამზე გაამწესოს.

„მგონია, რომ იოზილმა არ იცის, რა როლი აკისრია „არსენალში“. გერმანელი ჟურნალისტებისგან შევიტყვე, რომ ჩვენი კლუბის გერმანელ ფეხბურთელებს არც აქაური საწვრთნელი პროცესი და არც ის როლი მოსწონთ, რომელიც „არსენალში“ აკისრიათ.

რაც შეეხება საკუთრივ იოზილს, მას ჯერ კიდევ ვერ გაუგია, თავდამსხმელების უკან უნდა ითამაშოს თუ – ფლანგზე. მან არც ის იცის, რა მოვალეობა აკისრია დაცვაში. ახლა იოზილი დაღლილი ჩანს და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს არ იმსახურებს“, – ციტირებს რობსონის სიტყვებს Tribalfootball.com-ი.

ბექა დოგრაშვილი

იოზილმა მოიბოდიშა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა სოციალური ქსელის მეშვეობით კლუბის ქომაგებს მოუბოდიშა. ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ გამართული მატჩის (3:6) შემდეგ 25-წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ლონდონური კლუბის გულშემატკივრებს აპლოდისმენტები არ დაუკრა, რის გამოც თანამემამულე პერ მერტეზაკერისგან შენიშვნაც დაიმსახურა.

„ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა არ გადავუხადე.

ჩემთან შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ და ვიცი, რომ გრძელი გზა გამოიარეთ და ბევრი ფულიც დახარჯეთ იმისთვის, რომ ჩვენთვის გექომაგათ. დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებული ვიყავი და ვიცი, რომ თქვენთან მადლობის გადასახდელად მაინც უნდა მოვსულიყავი. ვიცი, რომ ეს „არსენალის“ განსაკუთრებული ტრადიციაა და მნიშვნელობა არ აქვს, მოვიგებთ, ფრედ ვითამაშებთ თუ დავმარცხდებით“, – ნათქვამია იოზილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბექა დოგრაშვილი

იოზილმა მსაჯს თურქულად შეაგინა

14 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში, კამერებმა ერთი საინტერესო მომენტი დააფიქსირეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ლონდონელთა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა შეხვედრის მთავარ არბიტრს მარტინ ატკინსონს თურქულ ენაზე შეაგინა.