“მილანი” მზადაა, მორატას სანაცვლოდ 60 მილიონი გადაიხადოს

იტალიური “მილანის” ხელმძღვანელებმა “რეალთან” ალვარო მორატას ტრანსფერი შეათანხმეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Sky Sports ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “მილანის” სპორტული დირექტორი, მასიმილიანო მირაბელი უკვე უელსში იმყოფება, სადაც ის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს უნდა დაესწროს, სადაც ალვარო მორატა “მილანის” უშუალო კონკურენტს, “იუვენტუსს” შეუტევს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “როსონერის” ახალი მფლობელები ჰყავს, რომლებმაც მათ ხაზინას საკმაოდ დიდი თანხა შემატეს.

გეტყვით იმასც, რომ “მილანის” სამიზნეთა სიაში იმყოფება “ტორინოს” თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტიც, რომლის გადაბირებაც დაახლოებით 80 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.

კეისუკე ჰონდა “მილანს” ტოვებს

იტალიური “მილანის” იტალიელი ფეხბურთელი, კეისუკე ჰონდა ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამ სეზონის ბოლოს ის “როსონერის” რიგების დატოვებას აპირებს.

“ჩემო ძვირფასო “მილანის” გულშემატკივრებო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. “მილანში” გატარებული პერიოდი აღსავსე იყო უამრავი გამოწვევით, რაც პიროვნულ ზრდაში ძალიან დამეხმარა.

მაგრამ, ახლა წასვლისთვის შესაფერისი დროა. “მილანს” სეზონის დასრულების შემდეგ დავტოვებ.

აქ აუცილებლად დავბრუნდები, შეიძლება, მაშინ ფეხბურთელი არ ვიყო, მაგრამ ერთმანეთს მაინც შევხვდებით. Forza Milan!” – ვკითხულობთ მის გამოსამშვიდებელ წერილში.

მოდრიჩი და მორატა “მილანში”?

იტალიურ პრესაში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიხედვით, “როსონერის” ხელმძღანელები მადრიდის “რეალის” დუეტის, ალვარო მორატასა და ლუკა მოდრიჩის ტრნასფერით არიან დაინტერესებულნი.

როგორც Tuttosport-ის ჟურნალისტები იუწყებიან, “მილანის” ხელმძღვანელებმა მადრიდელთა ესპანელი თავდამსხმელი, რომელსაც “სამეფო კლუბში” ადგილის დამკვიდრება უჭირს, ზაფხულის მთავარ სამიზნედ გაიხადეს.

Don Balon-ის ცნობით კი, მონტელას ყველაზე მეტად ლუკა მოდრიჩის გადაბირება სურს, რომლის ჩამნაცვლებელიც უკვე ჰყავთ მადრიდში მატეო კოვაჩიჩის სახით.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “ტოტენჰემიდან” “ბერნაბეუზე” გადასვლის დღიდან, მორატამ 212-ჯერ მოირგო მადრიდელთა მაისური და მის გარშემო არსებულ სიტუაციას მიუნხენის “ბაიერნიც” აკვირდება.

“მილანმა” რიკარდო როდრიგესის ტრანსფერი შეათანხმა

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიური “მილანის” ხელმძღვანელებმა “ვოლფსბურგის” კუთვნილებაში მყოფი რიკარდო როდრიგესის ტრანსფერი შეათანხმეს.

როგორც ცნობილი ხდება, 24 წლის მარცხენა მცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა, სატრანსფერო ფასად კი 18 მილიონი ევრო სახელდება.

SportItalia-ს ცნობით, როდრიგესის კონტრაქტში მის გამოსასყიდ ტანხად 22 მილიონი ევრო იყო მითითებული, თუმცა გერმანელები ამ შემთხვევაში დათმობაზე წავიდნენ.

რაიოლამ დონარუმა “ინტერს” შესთავაზა?

Corriere dello Sport-ისა და Tuttosport-ის მიერ გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ მინო რაიოლამ ჯანლუიჯი დონარუმა “მილანის” მოსისხლე მტერს, “ინტერს” შესთავაზა.

იტალიის სამი უმსხვილესი გამოცემიდან ორი გვარწმუნებს, რომ დონარუმას აგენტმა პირადად მიმართა “ნერაძურის” ხელმძღვანელობას და 18 წლის იტალიელის ტრანსფერზე მუშაობისაკენ მოუწოდა.

სავარაუდოდ, რაიოლას მიერ განხორციელებული ეს “ბინძური სვლა”, ტაქტიკურ ხასიათს ატარებს და მიზნად “როსონერის” ხელმძღვანელობაზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავს.

როგორც იცით, უკვე კარგა ხანია, რაც დონარუმასა და “მილანს” შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბოლო ცნობების მიხედვით, იტალიური გრანდი მეკარეს 3.5 მილიონ ევროს სთავაზობს წელიწადში კაპიტნის სამკლაურთან ერთად.

დე შილიოს ტრანსფერისთვის “ბაიერნიც” იბრძოლებს

იტალიური “მილანის” მცველი, მატია დე შილიო მიუნხენის “ბაიერნის” ინტერესთა სფეროშიც მოექცა. ამ ინფორმაციას Sky Italia ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, 24 წლის იტალიელი ფეხბურთელის გადაბირების სურვილს ბავარიელებთან ერთად ევროპის სხვა დიდი კლუბებიც გმოთქვამენ.

აქამდე კი ჟურნალისტების საკმაოდ აქტიურად წერდნენ, რომ დე შილიოს ტურინულ “იუვენტუსში” სურდა კარიერის გაგრძელება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მცველსა და მილანურ კლუბს შორის არსებული კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში იწურება.

ინძაგი: “ბოლო წლებში “მილანისთვის” ჩემზე მეტი არავის გაუკეთებია”

ფილიპო ინძაგის აზრით, ბოლო წლებში “მილანისთვის” მან უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე სხვა რომელიმე მწვრთნელმა.

როგორც იცით, ინძაგიმ “მილანის” შემდეგ “ვენეცია” ჩაიბარა და ლეგა პრო კოპა იტალიას მოგების შემდეგ, სერია ბ-შიც გადაიყვანა საკუთარი გუნდი.

“უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ამით ვცხოვრობ.

მწვრთნელის კარიერა ფეხბურთელისაზე გაცილებით უფრო რთულია, მაგრამ კარგი ისაა, რომ წარმატება უფრო მეტად გსიამოვნებს. ბოლო გამარჯვება კი ყოველთვის ყველაზე ლამაზი რამ არის.

“მილანში” მუშაობისას ბევრი სირთულეების გადალახვა მომიწია. საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ ბოლო წლებში “მილანისთვის” ჩემზე მეტი არავის გაუკეთებია.

აქ მუშაობით დიდ სიამოვნებას ვიღებ, დღეში 20 საათი სწორედ ამაზე ვფიქრობ და ბედნიერი ვარ. ვიცოდი, რომ თუ შანს მომცემდნენ, ამას აუცილებლად გამოვიყენებდი,” – აცხადებს ინძაგი.

“მილანი” დონარუმას 3,2-მილიონიან ხელფასს სთავაზობს, “რეალი” – 7,5-მილიონიანს

იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა, მინო რაიოლამ “მილანის” ხელმძღვანელებთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

როგორც ცნობილი ხდება, “როსონერის” ახალი ხელმძღვანელობა 18 წლის ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, იტალიელი მეკარის ხელფასი 3,2 მილიონი ევრო იქნება წელიწადში (160 000-ით მეტი ამჟამინდელ ხელფასზე).

ეს ყველაფერი კი მაშინ, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედის”, “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან, დონარუმას წელიწადში 7,5 მილიონი ევრო შესთავაზონ.

“ემპოლიმ” “მილანს” სტუმრად მოუგო – მჭედლიძემ გაიტანა! (ვიდეო)

დღეს იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო. ამ უკანასკნელში ქართველი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე გამოდის, რომელმაც შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. ანგარიში სწორედ “მჭედლომ” გასხნა. მან თავური დარტყმით აიღო ჯანლუიჯი დონარუმას კარი.

მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე სუსომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ანგარიში ვერ გაათანაბრა. ზუსტად რვა წუთში მამე ბაბა თიამმა ორამდე გაზარდა სხვაობა. მილანელთა მხრიდან ერთი გოლი ჯანლუკა ლაპადულამ 72-ე წუთზე გაქვითა.

საბოლოოდ, 1-2 “ემპოლის” სასარგებლოდ.

ამ წაგების შემდეგ “მილანი” 58 ქულით მეექვსე პოზიციაზეა. “ემპოლის” 29 ქულა აქვს და მე-17 საფეხურზე იმყოფება, მას გასავარდნ ზონასთან ხუთი ქულა აშორებს.

 

 

 ” alt=”” />

ფლორენტინო პერესმა ადრიანო გალიანი “რეალში” მიიწვია

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა “მილანის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი “რეალში” მიიწვია.

როგორც ცნობილი ხდება, პერესი გალიანის საკმაოდ კარგ თანამდებობას სთავაზობდა.

თუმცა, Mundo Deportivo-ს ცნობით, 72 წლის იტალიელმა “სამეფო კლუბის” ტექნიკური დირექტორის პოსტზე უარი განაცხადა. იტალიელს მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ გალიანი 31 წლის მანძილზე მუშაობდა “მილანში” და სილვიო ბერლუსკონისთან ერთად განაგებდა კლუბს.

ასევე არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ გალიანიმ სერია ა-ს პრეზიდენტის პოზიციაც ჩაიბაროს.

დეულოფეუმ “ბარსელონას” ულტიმატუმი წაუყენა

ინგლისური “ევერტონის” ნახევარმცველი ჟერარ დეულოფეუ, რომელიც იჯარის წესით “მილანშია” განათხოვრებული, საკუთარ მომავალზე სერიოზულად დაფიქრდა.

როგორც იცით, ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებით კატალონიური “ბარსელონაა” დაინტერესებული, რომლის რიგებშიც ერთხელ უკვე თამაშობდა დეულოფეუ.

Sport.es-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 23 წლის ესპანელი მზადაა, “ბარსელონაში” გადავიდეს, თუ ისინი მას ძირითადში ყოფნის გარანტიას მისცემენ.

12 მილიონ ევროდ შეფასებულმა დეულოფეუმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.

კარიკატურა: მილანური დერბი (ფოტო)

ხვალ, მილანში “ჯუზეპე მეაცაზე” დერბი შედგება: “ინეტრი” “მილანის” წინააღმდეგ! ერთმანეთს იტალიური ფეხბურთის ორი გრანდი დაუპირისპირდება.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.