„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მის კლუბს „მონაკოს“ ნახევარმცველის ჯოფრი კონდოგბიას დამატება გაუჭირდება.
„ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კონკურენციამ იმატა, რამაც მისი სატრანსფერო ფასიც გაზარდა. ახლა მისი მინიმალური ფასი 35 მილიონი ევროა. გამორიცხული არ არის, თანხა 40 მილიონამდე გაიზარდოს. თავად კონდოგბია კონტრაქტის გაფორმებისთვის, სავარაუდოდ, ერთ მილიონ ევროს მოითხოვს“, – განაცხადა გალიანიმ.
ცნობისთვის, „მილანის“ გარდა, კონდოგბიასთვის ასევე „ინტერი“ იბრძვის.