“მილანმა” წარუმატებელი სერია “კატანიასთან” შეწყვიტა

1 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში, “კატანიამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო. “როსონერიმ” ხუთმატჩიანი წარუმატებელი სერია სწორედ დღეს დაასრულა.

ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა, “მილანის” საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, სიტუაციაში კი ყველაზე პირველი მასპინძელთა ნახევარმცველი კასტრო გაერკვა, რომლის დარტყმულის მოგერიება ბონერამ სცადა, თუმცა ბურთი საბოლოოდ “როსონერის” კარის ბადეში მოექცა.

სტუმრებმა საპასუხო გოლის გატანა ექვს წუთში მოახერხეს, როდესაც ურბი ემანუელსონის ჩაწოდებულ ბურთს რიკარდო მონტოლივო ერთი შეხებით გამოეხმაურა.

63-ე წუთზე, ბალოტელიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა – 1:2.

შეხვედრაში საბოლოო შედეგი კი ბრაზილიელმა კაკამ დასვა, რომელმაც “კატანიას” მეკარეს ძლიერი დარტყმის შემდეგ შანსი არ დაუტოვა – 1:3.

“კატანია” – “მილანი” 1:3
13000 მაყურებელი

“კატანია”: ანდუხარი, სპოლი, მონცონი (კეკო 61′), პერუცი, ბირაგი, როლინი, პლაშილი, ბარიენტოსი (ლეტო 88′), ტაკციდისი, კასტრო (გუარენტე 68′), ლოპესი.
მთავარი მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.

“მილანი”: გაბრიელი, ბონერა, სილვესტრე, კაკა, ბირსა (ელ შაარავი 74′), დე იონგი, ემანუელსონი, მონტოლივო, ნოჩერინო, პოლი, ბალოტელი (მატრი 83′).
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: კასტრო 13′ – მონტოლივო 19′, ბალოტელი 63′, კაკა 81′.
გაფრთილებები: პლაშილი 59′, ბარიენტოსი 74′ – პოლი 25′, სილვესტრე 31′, კაკა 80′.
გაძევება: ტაკციდისი 64′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.