ლარი სანდერსი ახალ სეზონში „Goggle“-ს დამცავი სათვალით ითამაშებს

„მილუოკი ბაქსის“ ცენტრი ლარი სანდერსი მოახლოებულ სეზონში თამაშს „Goggle“-ს დამცავი სათვალით გეგმავს. ამის შესახებ კალათბურთელმა თავისი ტვიტერის მიკრობლოგზე დაწერა.

შეგახსენებთ, რომ სანდერსმა 2013/14 წლების სეზონში თვალების ოპერაცია გაიკეთა.

ფაჩულიამ NBA-ში რიგით მე-11 სეზონი დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ და მისმა “მილუოკიმ’ NBA-ს მორიგი სეზონი დაასრულეს. მილუოკელთათვის ეს გახლდათ არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი, რომელშიც მათ 67 მარცხი განიცადეს და მხოლოდ 15 შეხვედრა მოიგეს.

სეზონის ბოლო შეხვედრა “მილუოკიმ” ფაჩულიას ყოფილ გუნდ “ატლანტასთან” შინ გამართა. მასპინძლები მატჩის დასაწყიდსიდან, მესამე მეოთხედამდე იგებდნენ. მათ ძალიან სურდათ სეზონის მოგებით დასრულება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ატლანტელებმა შეხვედრა 111:103 მოიგეს და პლეი ოფში აღმოსავლეთ კონფერენციიდან გასასვლელი ბოლო ადგილი დაიკავეს.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში – 21:36 წუთი ითამაშა პირად ანგარიშზე 7 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი ჩაიწერა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანიდა 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელთაგან საუკეთესო ბრენდონ ნაითი გახლდათ, რომელმაც 31 ქულა დააგროვა, 19 ქულა ჰქონდა ჯონ ჰენსონს.

ფაჩულიასთვის სეზონი დასრულებულია, საქართველოს ნაკრების კაპიტანს დასვენების საკმარისი დრო აქვს, რის შემდეგაც, ეროვნულ გუნდს ევროპის ჩმპიონატის შეარჩევ ტურნირში დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ფაჩულიას გასულ სეზონში ნაოპერაციევი ფეხის გამო საქართველსო ნაკრების მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.

GBF.GE

ზაზა ფაჩულიას გუნდმა ანტირეკორდი დაამყარა

გამთენიისას „მილუოკი ბაქსი“, რომლის რიგებშიც ზაზა ფაჩულია გამოდის, „ტორონტო რეპტორსს“ შეხვდა.

აღნიშნულ შეხვედრაში „ირმები“ ანგარიშით 98:102 დამარცხდნენ.

ხსენებული მარცხი „ბაქსისთვის“ მიმდინარე ეზონში 63-ე აღმოჩნდა. რაც შეეხება მოგებული მატჩების რაოდენობას, იგი 77 შეხვედრას შეადგენს.

სათქმელია, რომ „მილუოკი ბაქსს“ თავისი არებობის ისტორიაში მსგავსი შედეგი აქამდე არ ჰქონია.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფაჩულიას”მილუოკიმ” ნიუ-იორკში წააგო, “ჩიკაგომ” კი “საკრამენტო” დაამარცხა

დღეს, გამთენიისას, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართელის გუნდმა და ტრადიციული სცენარი გათამაშდა: ზაზა ფაჩულიას გუნდი დამარცხდა, თორნიკე შენგელიას “ჩიკაგომ” კი იმარჯვა, ოღონდ ქართველი ფორვარდის დაუხმარებლად.

“მილუოკიმ” სეზონის 53-ე წაგება “მედისონ სკვერ გარდენში”, “ნიუ იორკ ნიქსთან” განიცადა. ფაჩულიას გუნდმა ამჯერად ისე წააგო, ბოლომდე იბრძოლაო, ვერ ვიტყვით. ნიუიორკელებმა პირველი ტაიმი 18ქულით მოიგეს და საფინალო სირენამდე ისე მივიდნენ, სტუმართაგან საფრთხე არ დამუქრებიათ – 115:94 იმარჯვეს.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე 19:33 დაჰყო. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ჯამში 4 ქულა დააგროვა და ამას 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. საერთოდ, მილუოკელებმა შედეგიანობა ვერ გამოავლინეს. ყველაზე მეტი – 15 ქულა – ნეიტ ვოლტერსმა დააგროვა.

“მილუოკი” მომდევნო მატჩს ხვალ, შინ “შარლოტთან” გამართავს, რის შემდეგაც დასავლურ ტურნეში გაემგზავრება. რაც შეეხება “ჩიკაგოს”, შენგელიას გუნდმა დასავლეთის ერთ-ერთ მაჩანჩალა “საკრამენტოს” უმასპინძა და გვარიანი გაჭირვებით – 94:87 დაამარცხა.

შენგელია განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა. ჩიკაგოელებს დიდად წაადგათ ჟოაკიმ ნოას თითქმის სამმაგი დუბლი – 23 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი. ასევე ტაჯ გიბსონის 27 წუთში მოხვეჭილი 19 ქულა და 9 მოხსნა.

37 მოგებით და 29 მარცხით “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 საპატიო ადგილზეა და რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ 16 მატჩში მთავარ მიზნად ოდნავწინ მყოფი “ტორონტოს” გადასწრება აქვს. შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 18 მარტს, “შინ, “ოკლაჰომასთან” გამართავს.

GBF.GE

ფაჩულია ატლანტაში ყოფილ გუნდთან დამარცხდა

ზაზა ფაჩულიამ მორიგი მატჩი ატლანტაში ითამაშა, სადაც მას ძალიან აფასებენ და უყვართ. ამჯერად “მილუოკის” მაისურით მოასპარეზე ქართველმა ცენტრმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 23 წუთი ითამაშადა თავი დიდად არ გამოუჩენია – 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მესამე მეოთხედამდე მილუოკელები ლიდერობდნენ, აღნიშნულ პერიოდში კი მასპინძლებმა 68:67 დაწინაურება მოახერხეს. ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, ლიდერიც რამდენჯერმე შეიცვალა. გამარჯვებული ატლანტელი კაილი კორვერის ჩუბინობამ გამოავლინა, რომელმაც ბოლო პერიოდში 12 ქულა ჩააგდო და მასპინძლებს 102:97 მოაგებინა.

მილუოკელებს 13 მოგების წილ 52 მარცხი აქვთ და აღმოსვლეთ კონფერენციის ფსკერზე არიან დალექილნი. მომდევნო მატჩი “ირმებს” 16 მარტს, “მედისონ სკვერ გარდენში”, “ნიუ იორკთან” ელით.

ნბა-ში მოთამაშე მეორე ქართელის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თორნიკე შენგელიას “ჩიკაგომ” დასავლეთ კონფერენციიაში პარალელურ გუნდს, მისსავით მე-4 ადგილზე მყოფ “ჰიუსტონს” შეხვდა და 111:87 გაანადგურა.

ქართველმა ფორვარდმა მატჩის დასკვნითი 1,36 წუთი ითამაშა. შენგელიამ 1 შედეგიანი გადაცემის მითვლა მოასწრო, მისი პასით ტონი სნელმა ჰიუსტონელთა ფარში ბურთი მოხდენილად ჩატენა.

ჩიკაგოელებმა გუნდურად ითამაშეს, 6-მა კალათბურთელმა 10-ქულიანი ბარიერი დაძლია, რომელთაგან მხოლოდ ერთმა გადააჭრბა 20-ს – მაიკ დანლივიმ 21ქულა მიითვალა. ჟოაკიმ ნოას სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 13 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.

36 მოგებითა და 29 მარცხით “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და პლეი ოფში თამაში ფაქტობრივად განაღდებული აქვს. მომდევნო მატჩი შენგელიას გუნდს 16 მარტს შინ, “საკრამენტოსთან” გამართავს.

GBF.GE

ფაჩულია “იუტასთან” წარმატებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ზაზა ფაჩულიამ ბრწყინვალედ ითამაშა და თავის გუნდ „მილუოკი ბაქსს“ „იუტა ჯაზის“ დამარცხებაში დაეხმარა. მილუოკელებმა შთამბეჭდავად ჩატარებული მესამე მეოთხედის შემდეგ, რომელიც 40:19 მოიგეს, გამარჯვებულის ვინაობა ვადაზე ადრე გაარკვიეს და საბოლოოდ 114:88 იმარჯვეს.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 25:39 წუთი გაატარა. ფაჩულიამ მეტად აკურატულად ითამაშა, რაც მის ზუსტ სროლებსა და გამოზომილ პასებში გამოიხატა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 8-დან 8 საჯარიმო მოაყოლა და მთლიანობაში 14 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად ფაჩულიას 6 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება დაუგროვდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

მილუოკელთაგან საუკეთესო თურქი ლეგიონერი, ერსან ელიასოვა იყო, რომელმაც 14-დან 13 ორქულიანი, 2-დან 3 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 31 ქულა შეადგინა. ელიასოვას შემდეგ 14-14 ქულით ფაჩულია და რამონ სეშენსი მოდიან.

მომდევნო მატჩს „მილუოკი“ 5 მარტს, შინაურ არენაზე, „საკრამენტოსთან“ გამართავს.

GBF.GE

ფაჩულიას “მილუოკი” “ინდიანას” კვლავ გაუძალიანდა

ზაზა ფაჩულიას „მილუოკი“ ბოლო 5 დღეში მეორედ შეხვდა ნბა-ს ერთ-ერთ ლიდერ „ინდიანას“ – ამჯერად სტუმრად და ბრძოლაში, 5 ქულით დამარცხდა – 96:101.

ქართველმა ცენტრმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 25:39 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ თავის ინდიანელ ოპონენტთან შედარებით შედეგიანობა ვერ გამოიჩინა.

ზაზამ 8 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა, რასაც 6 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) და 2 პასი მოაყოლა. რაც შეეხება მის ოპონენტ როი ჰიბერტს, ინდიანელმა ცენტრმა ორმაგი დუბლი – 24 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

„მილუოკისთვის“ ეს იყო 46-ე წაგება 57-ე მატჩში. მორიგ მატჩს ლიგის აუტსაიდერები 1 მარტს, შინ „ბრუკლინთან’ გამართავენ.

GBF.GE

ფაჩულიას “მილუოკიმ” ფილადელფიაში დამაჯერებლად იმარჯვა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” მიმდინარე სეზონის ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. მილუოკელებმა ფილადელფიაში “სიქსერსი” დაიბრიყვეს და მთელი 20 ქულით მოუგეს – თანმეტოქეს მთელი 130 ქულა ჩაუგდეს. “ხრირმებმა” მეტოქე მეორე მეოთხედში გატეხეს, რომელიც 43:16 მოიგეს და საბოლოოდ შთამბეჭდავი გამარჯვებაც გაიფორმეს – 130:110.

“ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელიც 130 ქულას აგდებს. დღეს უბრალოდ ძალიან კარგი საღამო იყო” – აღნიშნა ნამატჩევს მილუოკელთა თავკაცმა ლარი დრიუმ. ფილადელფიელთა მწვრთნელმა ბრეტ ბრაუნმა კი თქვა: “ეს იყო ჩვენი ექსტრაორდინალურად ცუდი თამაში”.

სამწუხარო ისაა, რომ 130 ქულიდან ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე მხოლოდ 2-იან. ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე 18,13 წუთი იმყოფებოდა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 ქულას 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მილუოკელთაგან 25 ქულით ბომბარდირი ოჯეი მაიო გახდა, ერსან ელიასოვამ კი 20 მიითვალა.

45 წაგების მქონე “მილუოკისთვის” ეს გახლდათ მე-11 გამარჯვება. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 27 თებერვალს, ნბა-ს ლიდერთაგან “ინდიანასთან” ინდიანაპოლისში ელის.

GBF.GE

ფაჩულიას ინდიანასთან ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ზაზა ფაჩულიას გუნდმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლიდერ “ინდიანას” უმასპინძლა და ბრძოლაში –100:110 დამარცხდა. “მილუოკის” ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითააშა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

ფაჩულიამ მოედანზე ზუსტად 27 წუთი გაატარა, მას ძირითადად ინდიანელთა ცენტრ როი ჰიბერტისთან უძევდა პაექრობა. ჰიბერტმა შეხვედრა 4 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა, თუმც აღსანიშნავია, რომ ინდიანელთა თავდამსხმელმა დევიდ ვესტმა გაილაღა, რომელმაც მილუოკელებს 30 ქულა ჩაუგდო.

ფაჩულიამ ქულების უმეტესობა საჯარიმოს ხაზიდან დააგროვა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 10 საჯარიმოდან კი კალათში 8 მოათავსა და მთლიანობაში 10 ქულა მოიპოვა. ამასთან ერთად, ქართველმა ცენტრმა 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

“მილუოკის” 10 მოგების წილ 44 წაგება აქვს და ამ გუნდის საპლეიოფო ამბიციები დასრულებულია. მომდევნო მატჩი მილუოკელებს 24 თებერვალს, ფილადელფიაში, ადგილობრივ “სიქსერსთან” ელის.

GBF.GE

ფაჩულიას “მილუოკის” გამარჯვება ორლანდოში

ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. მილუოკელებმა წარმატებას ფლორიდაში – “ორლანდოსთან” დაძაბულ ბრძოლაში მიაღწიეს –104:100.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 15,41 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულასთან ერთად ზაზამ 2 მოხსნა დააგროვა.

მილუოკელებს 21 ქულით კერონ ბატლერმა ულიდერა, ბრენდონ ნაითმა 18 დააგროვა, ნეით ვოლტერსის ანგარიშზე კი 15 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი დაგროვდა. სწორედ  ვოლტერსის 3-ქულიანმა გადაწვიტა მატჩის ბედი, რომელიც მილუოკელთა უკანახაზელმა თამაშის დასრულებამდე 29 წამით ადრე ჩააგდო და თავისიანები 104:100 დააწინაურა.

10 მოგებითა და 43 მარცხით “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 20 თებერვალს, საკუთარ მოედანზე “დენვერთან” გამართავს.

GBF.GE

ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო 1 თვე ვერ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და “მილუოკი ბაქსის” ცენტრი ზაზა ფაჩულია მინიმუმ 1 თვე ვერ ითამაშებს. ქართველი ცენტრის ტრავმის სტატუსზე განცხადება გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰემონდმა გააკეთა.

ზაზამ 2 მატჩი უკვე გამოტოვა, იმის წინა მატჩში კი, “დეტროიტთან” 4 დეკემბერს, მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ გასულ აპრილს აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და 6 თვე გაუცდა.

GBF.GE

ჰენდერსონმა გულშემატკივარს ბურთი გაარტყა

FOX Sports-ის ინფორმაციით, „შარლოტ ბობკეტსის“ ფორვარდმა ჯერალდ ჰენდერსონმა „მილუოკი ბაქსთან“ მატჩის დროს ერთ-ერთ თანაგუნდელს არაზუსტი გადაცემა გაუკეთა. შედეგად, ბურთი ტრიბუნის პირველ რიგში მსხდომ ქალბატონს მოხვდა, რომელიც, სხვათაშორის, საკალათბურთო მატჩს პირველად დაესწრო.

უსაფრთხოების მიზნით, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი „ბობკეტსის“ ხელძღვანელებმა მას ჰენდერსონის ბოტასები აჩუქეს.

თავად კალათბურთელმა თავის ტვიტერის გვერდზე დაზარალებულს მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ მას ბურთი შემთხვევით მოახვედრა.