მოგეხსენებათ, რონალდინიომ “ატლეტიკო მინეიროს” ბოლო მატჩი კუნთების გადაღლილობის გამო გამოტოვა. ახლა კი ბრაზილიურ პრესაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ გაუჩომ გუშინდელ ვარჯიშზე მყესი გაიწყვიტა და 2 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
კლუბის პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა ტრავმასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მას “სერიოული” უწოდა. თუმცა იქვე დაამატა, რომ საბოლოოდ ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადა ცნობილი არაა და ექიმებს უნდა დაველოდოთ.
პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ დეკემბრისთვის, როცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება, რონი სრულ მზადყოფნაში იქნება.