”ლოს ანჯელეს ლეიკერსის” გენერალურმა დირექტომა მიტჩ კაპჩაკმა ტრავმირებული კობი ბრაინტის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2013/14 წლების სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.
”ბრაიანტთან კონტრაქტის შესაძლო გახანგძლივებაზე ჯერ არ გვისაუბრია. ვფიქრობ, ამ საკითხს სეზონის მიმდინარეობისას დავუბრუნდებით. დათანხმდება თუ არა იგი ხელფასის შემცირებაზე? საჯაროდ ამ საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ. კობი კარიერის დასრულებას ”ლეიკერსში” აპირებს, კლუბს – იგივე სურვილი აქვს. რაც შეეხება მის ტრავმას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს იგი პარკეტზე დაბრუნებას”, – განაცხადა კაპჩაკმა ESPN Los Angeles-ის ჟურნალისტთან დეივ მაკმენამინთან საუბრისას.
ალექსანდრე მატევოსოვი