მიულერი: “ყველას ახსოვს “რეალის” მიერ გატანილი ორი გოლი თამაშგარედან”

დღეს მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

გერმანელთა ნახევარმცველმა, თომას მიულერმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ყველას ახსოვს შარშანდელი ორი გოლი, რომელიც “რეალმა” თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანა. ეს სწორედ აქ მოხდა. ასევე, გულშემატკივარს ახსოვს “იუვენტუსთან” შეხვედრაში მატჩის ბოლოს დანიშნული თერთმეტმეტრიანი. აქაურ ატმოსფეროს ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ უნდა ჰქონდეს, ისედაც დიდი სტრესის ქვეშ ვართ და ახლა დასაკარგი აღარაფერია.”

“პირველი შეხვედრა გავაანალიზეთ და ვიცით, განმეორებით მატჩში როგორ უნდა ვითამაშოთ. აუცილებელია, ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვყინეოთ, არ გავანიავოთ შანსები, ბურთზე დაგეშილნი ვიყოთ და ასე დავაზიანოთ მეტოქე,” – ამბობს გერმანელი.

მიულერის კომენტარი “რეალთან” მარცხის შემდეგ

დღეს ჩემოპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის პირველი მატჩი შედგა: მიიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო. დაპირისპირება ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით, 2-1 დასრულდა.

თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი, თომას მიულერი ესაუბრა.

“ძალიან უიღბლოები ვიყავით. ბევრი შანსი გვქონდა და გოლი გავუშვით, მეტოქემ გაათანაბრა. ხოლო, შესვენებიდან მალევე 2-1 გახდა. შესაძლოა, საერთოდ სხვა შედეგი დაფიქსირებულიყო. ჩვენ შარშან ვნახეთ, რა მოხდა მადრიდში, როცა 1-2 წაგებბულ მატჩის მერე, “ბერნაბეუზე” ანგარიში 2-1 იყო ჩვენს სასარგებლოდ. იმედი მაქვს, განმეორებით შეხვედრაში ჩვენი შანსების გამოყენებას შევძლებთ,” – ამბობს მიულერი.

“ბაიერნი” – “რეალი”: ლევანდოვსკი ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს

ოთხშაბათს, “ალიანც არენაზე” მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის “რეალს” მიიღებს. ამ მატჩში, შესაძლოა, გერმანელებს მთავარი დამრტყმელი ძალა, რობერტ ლევანდოვსკი არ ჰყავდეთ.

პოლონელმა შემტევმა, რომელმაც ბუნდესლიგის უკანასკნელ შეხვედრაში დორტმუნდულ “ბორუსიას” ორი გოლი გაუტანა, მხარი დაიზიანა. ვარაუდობდნენ, რომ იგი მინდორზე მალე დაბრუნებოდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, უპრინციპულეს მეტოქესთან ერთ ტაიმს მაინც ითამაშებდა, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არაა. ლევანდოვსკი არც ორშაბათის ვარჯიშის სესიაზე იყო. მისი თამაში კვლავ საეჭვოა.

სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა თომას მიულერი. მანუელ ნოიერი გამოჯანმრთელებას ცდილობს და მისი ამბავი კვლავ გაურკვეველია, ხოლო, მატს ჰუმელსის ნახსენებ შეხვედრაში მონაწილეობა გამოირიცხა.

ჰუმელსი “რეალთან” გამოირიცხა

12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნი” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. როგორც ირკვევა აღნიშნულ მატჩში გერმანელთა ერთ-ერთი ლიდერი, მატს ჰუმელსი ვერ მიიღებს მონაწილეობას.

კარლო ანჩელოტიმ ბუნდესლიგის ბოლო დაპირისპირებაში (დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ) ჰუმელსი ბოლო ათი წუთი ათამაშა. უკანახაზელი დღეს ვარჯიშზეც იყო. სწორედ იქ მიიღო ტრავმა.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მატსს კოჭი აქვს დაზიანებული და ის მინიმუმ “რეალთან” პირველ მატჩში ვერ ითამაშებს.

სამაგიეროდ, დაბრუნდა თომას მიულერი, რომელმაც დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. ეჭვქვეშაა მანუელ ნოეირს თამაში, რომელიც განცალკევებით ირჯება და ცდილობს გამოჯანმრთელებას.

მიულერი: “მოუთმენლად ველი “არსენალთან” დაპირისპირებას”

15 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნი” ლონდონის “არსენალს” მიიღებს.

ბავარიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, თომას მიულერმა აღნიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“ასეთი თამაშები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ისინი დიდ სტიმულსა გვაძლევენ და უფრო და უფრო მოტივირებულს გვხდიან.”

“კონკრეტულად, პლეი-ოფის დაპირისპირებები ყოველთვის დაძაბული და სანახაობრივი გამოდის. ეს ის მომენტია, როცა ამბიცია რეალობას ხვდება.”

ძალიან მომენატრა ასეთი თამაშები და ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო.” – აცხადებს თომასი.

ანჩელოტი: “მას მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაქტიკური შესაძლებლობები გააჩნია”

კარლო ანჩელოტი უმაღლესი დონის პროფესიონალია. მას რამდენიმე გრანდში უმუშავია და ბევრ ვარსკვლავთან ჰქონია შეხება.

იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი კარიერის მანძილზე არცერთი ფეხბურთელი არ ყოფილა ტაქტიკურად ისეთი განსწავლული და მოხერხებული, როგორიც თომას მიულერია.

“არასდროს მინახავს ისეთი მოთამაშე ტაქტიკური შესაძლებლოების ქონის თვალსაზრისით, როგორიც თომასია. მას არაფერს ვუჩივი ამ ასპექტში. მიულერი მენტალურად ძალიან ძლიერია. მას გამარჯვებულის ხასიათი აქვს და არასდროს ნებდება. ვერასდროს ნახავ დეპრესიაში მყოფ მიულერს.”

“რა თქმა უნდა, შემტევს უნდ აჰქონდაე სკარგი ტექნიკა, სისწრაფე და დარტყმა. ამ მხივ თომასი ძალიან გამორჩეული არაა, თუმცა ტაქტიკური თვისებების მხრივ, იგი უზაოდა,” – აცხადებს ანჩელოტი.

ვის ანიჭებენ ბუკმეიკერები “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში უპირატესობას?

უცხოური გამოცემა, Goal.Com-ი აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ ვის ანიჭებენ ცნობილი ტოტალიზატორის, Paddypower.com-ის ბუკმეიკერები უპირატესობას “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი შანსი პორტუგალიელ, კრიშტიანო რონალდოს აქვს. მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ევროპის ორი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, “ჩემპიონთა ლიგა” და “ევროპის ჩემპიონატი” მოიგო. ამ მომენტისთვის მის გამარჯვებას ნახსენებ ბრძოლაში 1.17 აქვს კოეფიციენტი.

მეორე ადგილზე არის საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი, ანტუან გრიზმანი, რომელმაც წელს რონალდოსთან ორი გადამწყვეტი დაპირისპირება წააგო: ჯერ “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი და შემდეგ “ევროპის ჩემპიონატის” დასკვნითი შეხვედრა. იმას, რომ გრიზმანი ოქროს ბურთს აიღებს, კოეფიციენტი აქვს 6.00.

დანარჩენი ფეხბურთელების შანსები კი ასე გადანაწილდა: ლიონელ მესი (5.50), ლუის სუარესი (6.50). პოლ პოგბასა და გარეთ ბეილს ერთი და იგივე შანსები აქვთ – 26.00. ნეიმარმა შესაძლოა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე გაიბრწყინოს. ამიტომ, იმას, რომ სწორედ ბრაზილიელი დაეუფლება ამ ჯილდოს, 34.00 აქვს კოეფიციენტი. მიულერსა და ინიესტას კი  – 51.00.

ტომას მიულერი: “მჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ”

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებს იტალია სატურნირო მატჩში აქამდე არასოდეს დაუმარცხებია, ტომას მიულერს სჯერა, რომ შაბათს გასამართ შეხვედრაში ყველაფერი “ბუნდესნაკრების” სასარგებლოდ გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ევრო 2016-ის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და იტალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონატზე გოლების გატანას ვერ ახერხებ. რა ხდება?

“მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, რომ გოლები ვერ გამაქვს. ტიტულის მოგებას თუ ვერ მოვახერხებთ, არ მინდა, რომ ბომბარდირი გავხდე.”

ეს მხოლოდ უიღბლობის ბრალია?

“ის ორი დარტყმული ძელსა და ხარიხას რომ არ მოხვედროდა და კარში შესულიყო, ამაზე აღარ ისაუბრებდნენ და ვიქნებოდი ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის გააქვს გოლი. გოლის გატანისთვის თავს არ მოვიკლავ.”

“იუვენტუსის” კარი გასულ სეზონში ორჯერ დალაშქრე. შეამჩნიე თუ არა იმედგაცრუება ჯანლუიჯი ბუფონის თვალებში?

“ისეთი არაფერი მინახავს, რაც ადრე არ მქონდა ნანახი. გოლი, რომელიც 2-2-ზე, მიუნხენში გავიტანე მაღალ ბურთზე თამაშის შედეგი იყო. მე მაშინვე ფანებისაკენ გავეშურე ისე, რომ ჯიჯისთვის არც შემიხედავს.”

თვლი, რომ “იუვესა” და იტალიის ნაკრების დაცვის გატეხვა შეიძლება?

“რა თქმა უნდა, ყველას დამარცხება შეიძლება. თავისუფლად შეიძლება აჯობო მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს და მსოფლიოს საუკეთესო გუნდს. ასევე შეგიძლია წააგო კიდეც, რაც მოხდა იტალიასთან გამართულ ბოლო მატჩში.”

41

რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის წარსულს?

“ყურადღების გამახვილება მხოლოდ ციფრებზე არ შეიძლება. თუ შაბათს იტალია გაიმარჯვებს, ხალხი სტატისტიკაზე დაიწყებს საუბარს. მაგრამ ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და მჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ.”

როგორ მატჩს ელი?

“დიდებული მატჩი იქნება, რამეთუ ერთმანეთს ორი მაღალი დონის გუნდი დაუპირისპირდება. ორივე ჩვენგანს აქვს კლასი და ორივე ჩვენგანი კომპაქტურია. როდესაც ჩვენ ვარჯიშს ვაკვირდებოდი, მივხვდი, რომ არავისი არ უნდა გვეშინოდეს. მომწონს ის ფაქტი, რომ იტალიელებთან გვიწევს დაპირისპირება.”

რატომ?

“რადგანაც ისინი ნამდვილი სპორტსმენები არიან. მატჩის წინ, ან მატჩის შემდეგ თავისუფლად შეგიძლია მათთან გახუმრება, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ისინი მსგავსს რამეს არ დაუშვებენ.”

41

როგორ შეაფასებ მათ ასპარეზობას აქამდე?

“ისინი ესპანელებთან მატჩში უფრო კარგები იყვნენ, ვიდრე ბელგიელებთან. ესპანეთთან გამართული მატჩის პირველ ნახევარში მათ დიდებულად ითამაშეს, ბელგიელებთან მატჩში კი იტალიელებმა მოწინააღმდეგეს შანსების შექმნის უფლება მისცეს. დაცვა არ იყო ისეთივე უნაკლო, როგორიც ხალხს უნდა, რომ იყოს.”

გერმანია ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ არის, როგორც 2012-ში?

“არა, ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლად შეიძლება დავმარცხდეთ. ვიცით, რომ მათ ჩვენი სახლში გაგზავნა შეუძლიათ, თუმცა თავდაჯერებულობას მაინც ვინარჩუნებთ. ჩვენ წარსულს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ შევიცვალეთ.”

მაშინ გერმანელებმა ბალოტელის დუბლს ვერაფრით უპასუხეს. შეძლებს ამჟამინდელი ჯგუფი ქამ-ბექის განხორციელებას?

“არ ვიცი, გოლი ჯერ არ გაგვიშვია. მაშინ ჩვენ მსგავსი გუნდი გვყავდა, თუმცა ადრე შეცდომები დავუშვით.”

რას ფიქრობს “იუვეს” ფეხბურთელებზე, რომლებიც ნაკრების უკანა ხაზს ქმნიან?

“ისინი ერთმანეთს დიდებულად უგებენ. როდესაც ჯიჯის ბურთი აქვს, მან იცის, რომ ბარძალი მარჯვნივ იქნება, ბონუჩი კი ცენტრში. მათ იციან, თუ საიდან მოვა პასი. მაგრამ გოლები “იუვენტუსმაც” გაუშვა ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის დამარცხებაც შესაძლებელია.”

შენი მომდევნო თავკაცი კარლო ანჩელოტი იქნება, რომელიც იტალიელია. არ ფიქრობ, რომ ის გაბრაზდება, თუ “აძურის” გოლებს გაუტან?

“არა, პირიქით იქნება – უნდა გავიტანო, რათა ვაჩვენო, თუ რამდენად კარგი ვარ.”

ტომას მიულერმა “იუვენტუსს” გაუტანა (ვიდეო)

23 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსსა” და “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში ანგარიში 43-ე წუთზე, სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა გახსნა.

თომას მიულერმა ქართველ ქათოლიკებს შობა მიულოცა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა თომას მიულერმა სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. 26 წლის ფეხბურთელმა კათოლიკურ სამყაროს ქრისტეს შობა მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ მიულორის პოსტში ასეთი რამ ეწერა: “Gilotsavt Krist’es Shobas!”

Weihnachten – das Fest der Liebe. I love it.Ich wünsche Euch ein Frohes Weihnachtsfest und wunderschöne Stunden im…

Posted by Thomas Müller on Thursday, 24 December 2015

მიულერი: “ეს არ გვაღელვებს”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი თომას მიულერი გუნდის მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ესპანელი სპეციალისტი სეზონის დასრულების შემდეგ ბავარიულ კლუბს დატოვებს, მას კი კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლებს.

“ამ საკითხზე საერთოდ არ ვღელავთ. ჩვენ გვინდა, რომ მიმდინარე სეზონში ყველაფერი მოვიგოთ. 2012-2013 წლების სეზონში, იუპ ჰაინკესიც მსგავს სიტუაციაში იყო, თუმცა ყველა ტიტული მოვიპოვეთ”, – ციტირებს მიულერის სიტყვებს Goal.Com-ი.

5 ფეხბურთელი, რომლებიც თითქმის ყოველთვის, საჭირო დროს საჭირო ადგილას არიან

5. სერხიო აგუერო

ბევრი მიიჩნევს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიოში ერთ-ერთი სუკეთესო თავდამსხმელია. მისი მთავარი მიზანი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრ-ფორვარდობაა, რაშიც აგუეროს მთავარი კონკურენტები ლუის სუარესი და რობერტ ლევანდოვსკი არიან. გუნდური თამაში, როგორიცაა ფეხბურთი, აუცილებელია თანაგუნდელების მიერ შექმნილი მომენტების რეალიზაცია, რაშიც აგუერო ერთ-ერთი საუკეთესოა.

5

4. დავიდ დე ხეა

ძალიან მარტივი სავარაუდოა, რომ ახლო მომავლში დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდეს. ის ხშირად გვანახებს თავის უდიდეს ოსტატობას მოედანზე, რაც აისახება იმაში, რომ მისი სეივები უბრალოდ ულამაზესია. მეკარისთვის მთავარია სწორი პოზიციის შერჩევა, რაშიც ესპანელ კიპერს ბადალი არ ჰყავს. ესპანელი მეკარე ნოიერისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ის თითქმის ყოველთვის, შესაფერის დროს შესაფერის ადგილასაა.

4

3. სერხიო ბუსკეტსი

სერხიო ბუსკეტსი ცნობილია თავისი ფიზიკური ძალითა და შეუპოვრობით. ის განიხილება ერთ-ერთ დაუფასებელ ფეხბურთელად იმ გაგებით, რომ მან ჯერ კიდევ ვერ მიაღწია იმ სიმაღლეზე, რაზეც მისი წინამორბედები იდგნენ. ბუსკესი დაცვითი სტილის ნახევარმცველია, რომელიც ბურთს იშვიათად კარგავს და შეტევების ორგანიზებაც გამოსდის. ბუსკესი ნამდვილად არის ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილზეა.

3

2. ტიაგო სილვა

ბევრი ამბობს, რომ ტიაგო სილვა მისი თაობის საუკეთესო მცველია. ბრაზილიელი მცველი დაჯილდოებულია უდიდესი ფიზიკური და ტექნიკური შესაძლებლობებით. იტალიურმა ფეხბურთის ლეგენდამ, პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ ის არის ერთადერთი მცველი, რომელსაც თამაშის ბედის შეცვლა შეუძლია. ლუის სუარესმა და რობინ ვან პერსიმ კი ის მსოფლიოში ყველაზე უხერხულ მეტოქედ ცნეს. სილვა ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძლიერია და ლიდერის თვისებები გააჩნია. მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება კი იმაში მდგომარეობს, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალს ყოველთვის მარტივად პოულობს და თითქმის ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილზეა.

2

1. ტომას მიულერი

ტომას მიულერი უნივერსალ შემტევად ჩამოყალიბდა, მას შეტევის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია თამაში. გერმანიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ მიულერი განსხვავებული ფეხბურთელია და არავის გავს. მაინც რითაა გამორჩეული გერმანელი შემტევი? იმით, რომ ის შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებს და თითქმის ყოველთვის, საჭირო დროს საჭირო ადგილზეა.

1