იბრაჰიმოვიჩი: “შეიძლება, MLS-მა დამსაჯოს, მაგრამ არ ინერვიულოთ, მე თავად ვარ MLS”

“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ჰიუსტონ დინამოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ ვიდოერეფერი გააკრიტიკა და თავის სტილში სახალისო კომენტარიც გააკეთა.

თბილისის დროით, 20 მარტს, “ლოს ანჯელეს გალაქსიმ” “ჰიუსტონ დინამო” 2:1 დაამარცხა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ თამაშის წესების დარღვევა საჯარიმოში არ ყოფილა, მაგრამ არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანისნა. ზლატანის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ამ შემთხვევაში ვიდეორეფერი არ გამოიყენეს.

“ისევ ვიდეორეფერიზე უნდა ვისაუბროთ. ადრეც ვთქვი, რომ შესაძლოა, მსაჯმა შეცდომა დაუშვას. თუმცა, ადამიანი, რომელიც მაღლა ზის და ეპიზოდის გამეორებას უყურებს, მან მთავარ არბიტრს უნდა შეატყობინოს. ის ზის და ყავას მიირთმევს. შესაძლოა, MLS-მა ვიდეორეფერის კრიტიკის გამო დამსაჯოს, მაგრამ მე თავად ვარ MLS, ამიტომ არ ინერვიულოთ”, – თქვა ზლატანმა.

რონალდუ MLS-ში თამაშს არ გამორიცხავს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ აცხადებს, რომ ის კარიერის ბოლო წლებში MLS-ში თამაშს არ გამორიცხავს.

30 წლის სუპერვარკსვლავის აზრით, ამერიკაში ფეხბურთის დონე იმატებს.

“შესაძლოა, მომავალში MLS-ში მართლაც ვითამაშო. წინასწარ არავინ იცის, თუ რა მოხდება. ადრეც ვთქვი, რომ ამერიკაში ფეხბურთის დონე სულ უფრო იმატებს, ამიტომ წინადადებებს განვიხილავ”, – უთხრა პორტუგალიელმა GQ-ს.

დიდიე დროგბამ ორ წუთში ქუსლით ორი გოლი გაიტანა (ვიდეო)

26 ოქტომბერს, ამერიკის MLS-ში, “მონრეალ იმფაქტმა” საკუთარ მოედანზე “ტორონტო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მასპინძელბმა სამი ქულა დიდიე დროგბას წყალობით მოიპოვეს, რომელმაც 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 55-ე წუთზე კი საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

როგორი გოლები გააქვს გონსალო იგუაინის ძმას ამერიკაში (ვიდეო)

იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელს გონსალო იგუაინს ჰყავს ძმა, რომელიც აშშ-ში, “კოლამბუს ქრიუს” ღირსებას იცავს.

ფედერიკო იგუაინი 30 წლისაა. მას ლამაზი გოლების გატანა უყვარს, რასაც ეს ვიდეოც ადასტურებს:

დიდიე დროგბამ ამერიკაში თავის გუნდს ბრწყინვალე საჯარიმოთი მოაგებინა (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ამერიკის MLS-ში, “კოლორადო რაპიდსმა” საკუთარ მოედანზე “მონრეალ იმფაქტი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი სტუმართა გუნდის კოტდიუვარელმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ გაიტანა. ვეტერანმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი მე-15 წუთზე საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.

დიდიე დროგბამ MLS-ში კიდევ ერთხელ გაიტანა (ვიდეო)

24 სექტემბერს, ამერიკის MLS-ში, “მონრეალ იმფაქტმა” საკუთარ მოედანზე “ჩიკაგო ფაირი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე დიდიე დროგბამ გახსნა.

ურუგვაელი ფეხბურთელის ეფექტური გოლი MLS-ში (ვიდეო)

23 აგვისტოს, ამერიკის MLS-ში, “ვაითქეფსმა” საკუთარ მოედანზე “დალასი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე კრისტიან ტეჩერამ გაიტანა.

სებასტიან ჯიოვინკომ კაკას გუნდს შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

23 აგვისტოს, ამერიკის MLS-ში, “ტორონტომ” საკუთარ მოედანზე “ორლანდო სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

მატჩის 57-ე წუთზე, სებასტიან ჯიოვინკომ სტუმართა კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.

რა გაუკეთეს ფრენკ ლამპარდს დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

10 აგვისტოს, MLS-ში, “ნიუ იორკ რედ ბულზმა” საკუთარ მოედანზე “ნიო იორკ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, მასპინძელთა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ფრენკ ლამპარდი ასე მაოტყუა:

როგორი გოლი გაუტანა რობი კინმა გუშინდელ მატჩში “ამერიკას” (ვიდეო)

12 ივლისს, “ლოს ანჯელეს გალაქსი” მექსიკურ “ამერიკას” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის 45-ე წუთზე, რობი კინმა მეტოქის კარში ასეთი გოლი გაიტანა:

სება ჯოვინკო – სხვა კონტინენტზე გადასული „ჭიანჭველა“

ერთი კვირის წინ სებასტიან ჯოვინკოს კანადურ „ტორონტოში“ ტრანსფერი დადასტურდა. ხვალ, 26 იანვარს, სებას 28 წელი შეუსრულდება. ასაკიდანვე ჩანს, რომ სებასტიან ჯოვინკო აშშ-ში სათამაშოდ გადასასვლელად ჯერ ახალგაზრდაა. სხვა მხვრივ, იგი არც კაკა, არც ტიერი ანრი და არც დევიდ ბექჰემია – სებას იტალიის ნაკრების შემადგენლობაში სულ ათი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „იუვენტუსში“ მას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს.

„პარმადან“ მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ „ატომური ჭიანჭველა“ მოედანზე იშვიათად ჩნდებოდა, მასიმილიანო ალეგრის მოსვლის შემდეგ კი მისთვის სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. მიმდინარე სეზონში ჯოვინკომ სერია ა-ში სულ შვიდი მატჩი ჩაატარა, აქედან ძირითად შემადგენლობაში მან ორი შეხვედრა დაიწყო, თუმცა ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა. ერთადერთხელ სებამ თავი იტალიის თასის მატჩში გამოიჩინა. თუ „პარმაში“ მეორე სეზონს არ ჩავთვლით, შედეგიანობით ჯოვინკო ვერც ადრე გამოირჩეოდა. სებასტიანი იმ ფეხბურთელის კლასიკური მაგალითია, რომელიც მშობლიურ კლუბში თავს ვერაფრით იმკვიდრებს. მაშინაც კი, როდესაც, თითქოს, მას უკვე ხშირად თამაში უნდა დაეწყო, კლუბის ხელმძღვანელობამ სებას პოზიციაზე ახალი მოთამაშეები მოიყვანა და მას ახალი გამოცდა მოუწყო. თანაც, „იუვეს“ სათამაშო სქემაში მისი პოზიციის მოთამაშე ვერც ხვდებოდა. პატარა და ტექნიკური სება ბევრ გუნდს გამოადგებოდა, რომელთა შორისაც „იუვენტუსი“ ნამდვილად არ არის. ძირითად შემადგენლობაში ვიდალის ან პირლოს შეცვლა სებასტიანს ვერ გამოუვიდოდა, ხოლო მეტოქის კართან ხიფათის შექმნაზე თუ ვისაუბრებთ, ამ კომპონენტში იგი ვერც კარლოს ტევესს სჯობნიდა.

Sebastian_Giovinco_(Formica_Atomica)_Juventus

მასიმილიანო ალეგრი „ატომურ ჭიანჭველას“ პირლოს ან ტევესის ნაცვლად ათამაშებდა. ხშირად ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ასეთ სიტუაციაში ფეხბურთელის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებული საუბრები არავის უკვირს. ჯოვინკოს გვარს სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ, იყო „ტორინოში“ გადასვლის ვარიანტიც, რათა მას მშობლიური ქალაქი არ დაეტოვებინა, თუმცა მისი ხილვა თავად „ხარების“ გულშემატკივრებმაც არ ისურვეს, მათთვის „იუვეს“ აღზრდილის საყვარელი გუნდის მაისურში ხილვა მიუღებელი აღმოჩნდა. იყვნენ ისეთ კლუბებიც, რომლებიც ჯოვინკოს კონტრაქტს სთავაზობდნენ, თუმცა შემდეგომ კლუბს სათანადო თანხას ვერ უხდიდნენ. „

„ტორონტო“ MLS-ის ყველაზე ცნობილი და მდიდარი კლუბი ნამდვილად არ არის, თუმცა მას გულშემატკივრები და ფინანსები საკმარისად გააჩნია. სხვათაშორის, კანადური კლუბის კაპიტანი მაიკლ ბრედლია, რომელსაც „კიევოში“ და „რომაში“ თამაშის გამოცდილება გააჩნია. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ თავისი გამოცდილებით იგი ახალ თანაგუნდელს ადაპტაციაში ხელს შეუწყობს. ჯოვინკოს დახმარებით, „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში უფრო მაღლა აიწევს და წარმატებას მიაღწევს. მსგავსი რამ „ლოს-ანეჯეს გალაქსის“ ერთ-ერთ ლიდერ რობი კინს გამოუვიდა, რომელმაც გუნდთან ერთად ჩემპიონატიც მოიგო. ჯოვინკო, ალბათ, მსგავს წარმატებას ვერ მიაღწევს, თუმცა მას წარმატებული სათამაშო მონაკვეთის ჩატარება ნამდვილად შეუძლია. სებას წარუმატებლობაში „იუვენტუსის“ დადანაშაულება არ შეუძლია – კლუბმა მას მეორე შანსი მისცა, რომლის გამოყენებაც მან, უბრალოდ, ვერ შეძლო.

როგორც ჩანს, სებამ უკკე თვითონაც აღიარა, რომ მისი კლასი ამბიციებს ვერ შეესაბამებოდა, ამიტომაც კონტინენტის შეცვლა ასე ადრე გადაწყვიტა. დიახ, ჯოვინკომ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მას ახალი ცხოვრების დაწყება შეუძლია. „ატომურ ჭიანჭველას“ MLS-ის ვარსკვლავად ჩამოყალიბების შანსიც უჩნდება. იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ვერ იპოვით კლუბს, რომელიც ჯოვინკოს, ხელფასის სახით, ხუთ მილიონ ევროს გადაუხდიდა. ტურინში მის თამაშს 2,2 მილიონ ევროდ აფასებდნენ. ასე რომ, სებასტიანის გადაწყვეტილების გაგება სავსებით შესაძლებელია. ახალ ქვეყანაში ჯოვინკო მუდმივი ყურადღების ცენტრში იქნება, მის სახელს გულშემატკივრები ადგილობრივ გამოცემებში ხშირად ნახავენ. „ტორონტოში“ თამაშის კიდევ ერთი დადებით მხარე ქალაქი უნდა იყოს, რომელშიც სება თავისუფალ დროს საინტერესოდ უნდა ატარებდეს.

ვინ იცის, იქნებ, კომპიუტერთან მჯდომმა ანტონიო კონტემ ერთ დღესაც „ტორონტოს“ თამაშის ყურება გადაწყვიტოს და თავისი ყოფილი ფეხბურთელის გამოსვლა ნახოს. რა თქმა უნდა, ამის საშუალება მას ადრეც ჰქონდა, თუმცა მაშინ იგი გუნდთან ერთად მუსაობდა და მთლიან დროს ჯოვინკოს ყოველთვის ვერ უთმობდა, თანაც მოედანზე იგი მუდმივად სათადარიგოთა სკამიდან ჩნდებოდა, ამიტომაც სრულყოფილად მისი გამოსვლის შეფასება არც თუ ისე ადვილი იქნებოდა.

ახალ გუნდში ჯოვინკოს გაცილებით მეტი მოვალეობა ექნება. ასე რომ, ვარსკვლავობა მას გარანტირებული სულაც არ აქვს. გამორიცხული არაა, „ატომურმა ჭიანჭველამ“ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლოს და ლიდერის როლი ვერ შეასრულოს. ასეა თუ ისე, ყველაფერს მალე გავიგებთ, თანაც, სებას „იუვენტუსიდან“ ლამაზად და დასამახსოვრებლად წასვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს – „ტორონტოს“ იგი მხოლოდ მიმდინარე ევროპული სეზონის დამთავრების შემდეგ შეუერთდება.

კაკა MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

„ორლანდოს“ ბრაზილიელი ნახევარმველი კაკა აშშ-ს MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. კონტრაქტის მიხედვით, სამხრეთ ამერიკელი მიმდინარე სეზონში 7,167 მილიონ დოლარს მიიღებს.

ლიგის მაღალანაზღეურებად ფეხბურთელებს შორის ასევე კლინტ დემპსი (6,695 მილიონი დოლარი), მაიკლ ბრედლი (6,5 მილიონი), ჯერმეინ დეფო (6,18), ლენდონ დონოვანი (4,58 მილიონი), ტიერი ანრი (4, 35 მილიონი) და რობინი კინი (4,5 მილიონი) არიან.