ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში, “კოლორადოსა” და “ლოს ანჯელეს გალაქსის” შორის გამართულ მატჩში ულამაზესი გოლი გავიდა.
ჭდე: მლს
ფეხბურთელმა მეტოქის კარში ბურთის ნაცვლად ბუცი გაიტანა
17 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში, “სპორტინგსა” და “ტორონტოს” შორის გამართულ მატჩში, ნიგერიელ ფეხბურთელ ბრაით დაიკს კურიოზული რამ შეემთხვა.
ლევანდოვსკის ვეღარ აჩერებენ – პოლონელი ფეხბურთელის სუპერ გოლი ამერიკელების კარში
6 აგვისტოს, მიუნხენის “ბაიერნსა” და მლს-ს საუკეთესო ფეხბურთელებისაგან შემდგარ გუნდს შორის გამართულ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.
ანრი: “ჩავიმ კარიერა “ბარსელონაში” უნდა დაასრულოს”
ნიუ იორკ “რედ ბულზის” თავდამსხმელი, ტიერი ანრი აცხადებს, რომ ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” უნდა დარჩეს და კარიერა სწორედ ამ კლუბში დაასრულოს.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნახევარმცველს ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ.
“რა თქმა უნდა, ჩავის შეუძლია იქ წავიდეს, სადაც თავად სურს. მე რომ მკითხოთ, მან ფეხბურთისთვის და “ბარსელონასთვის” ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ამიტომ ის კატალონიურ გრანდში უნდა დარჩეს და კარიერა იქ დაასრულოს”, – ამბობს ანრი.
დეფო “ტორონტოში” კვირაში 90 000 ფუნტს მიიღებს
როგორც გამოცემა Mirror-ი იტყობინება, ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი, ჟერმეინ დეფო MLS-ის კლუბ “ტორონტოს” პირად დეტალებზე შეუთანხმდა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი კვირაში 90 000 ფუნტს მიიღებს.
31 წლის მოთამაშე “ტორონტოში” გადასვლაზე თანახმაა. კანადურ კლუბს “ტოტენჰემისათვის” 6 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთარში დეფო “ტორონტოსთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სავარაუდოდ, ინგლისელი კარიერას სწორედ კანადაში დაასრულებს.
აშშ, MLS: სეზონის ოთხი საუკეთესო გოლი
გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის ოთხი საუკეთესო გოლია აღბეჭდილი.
ტიერი ანრი ფორმაშია: ვეტერანი ფეხბურთელის ლამაზი გოლი
ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში, 28 ოქტომბერს, “ნიუ იორკ რედ ბულმა” საკუთარ მოედანზე “ჩიკაგო” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი ნიუ იორკელთა ფრანგმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ გაიტანა.
ტიმ კეჰილმა MLS-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა
21 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა. “ჰიუსტონ დინამოსა” და “ნიუ იორკ რედ ბულსს” შორის გამართულ შეხვედრაში, ანგარიში ნიუ იორკელთა ავსტრალიელმა ფეხბურთელმა, ტიმ კეჰილმა გახსნა. “ევერტონის” ყოფილმა მოთამაშემ მეტოქის კარი მე-7 წამზე აიღო.
ტიერი ანრის შესანიშნავი თამაში “ნიუ ინგლენდის” წინააღმდეგ
“ნიუ ინგლენდთან” გამართულ შეხვედრაში, “ნიუ იორკ რედ ბულსის” ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ გულშემატკივრები ლამაზი მომენტით გაახალისა.