როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალი” შინ “მონაკოსთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა და მომდევნო სტადიაზე გასვლის შანსი საგრძნობლად შეიმცირა. “მონაკოს” ბარიერის ძლევის აღარც გუნდის მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს არ სჯერა.
“წელიწადში 55 მატჩის ჩატარება გვიხდება და არასასიამოვნო რამ მოხდა. გვინდა, რომ სეზონი მაჟორულ ნოტზე დავასრულოთ. გუნდისგან პრემიერლიგაში დადებით შედეგს ველი. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ პირველ სამეულში ადგილი დავიკავოთ.
ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ “ბეშიქთაშთან” დაპირისპირებისას, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოვხვედრილიყავით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტურნირის მერვედფინალიდან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ზედიზედ მეოთხედ გამოვარდით. მარცხში ინდივიდუალურად დამნაშავე არავინაა. იმ საღამოს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ წარიმართა. მომენტების გამოუყენებლობა მარცხის ერთ-ერთი მიზეზია”, – ვენგერის სიტყვები უფეას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.