რემსი: „ყოველწლიურად ერთი და იგივე მეორდება“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემსი „მონაკოსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„აქამდე ამ სტადიაზე „ბაიერნსა“ და „ბარსელონას“ შევხვდით. „მონაკოს“ მიმართ უპატივცემულობის გამოვლენა არ მსურს, მაგრამ ამჯერად ვიფიქრეთ, რომ 1/4 ფინალში გასვლის კარგი შანსი გაგვიჩნდა. დღეს ეს თითქმის გამოგვივიდა, მაგრამ კვლავ ის განმეორდა, რაც ყოველწლიურად ხდება“, – განაცხადა რემსიმ.

“არსენალისთვის” ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური განმეორებითი მატჩის შეხვედრა “სტად ლუის II”-ზე, სადაც დრამატულ ბრძოლაში, “მონაკო” მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ლონდონელებს სახლში ჩატარებული საშინელი მატჩის(1:3) შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სამი გოლი სჭირდებოდათ და არც იყო გასაკვირი, რომ “მეთოფეები” პირველივე წუთებიდან შეუტევდნენ. საწყის წუთებში, ლეონარდო ჟარდიმის შეგირდებმა ბურთის დაჭერა შეძლეს და მეტოქის ნახევარზე აგორავებდნენ მას, თუმცა ამის შემდეგ, არსენ ვენგერის ბიჭებმა სრული უპირატესობაც მოიპოვეს და პირველი გოლი 36-ე წუთზე გაიტანეს. “მეთოფეთა” ჩაწოდების შემდეგ, საჰაერო ორთაბრძოლა ოლივიერ ჟირუმ მოიგო, მასპინძელთა მცველები დაიბნენ და ფრანგმა მათი შეცდომის ხარჯზე ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში სტუმართა გუნდისგან ორმაგად გაძლიერებულ შეტევებს ელოდნენ, თუმცა ფრანგებმა პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ტაიმშიც მოიპოვეს მცირე ხნით უპირატესობა და ეს დრო მეტოქის ნახევარზე გაატარეს. ამის შემდეგ, “არსენალისგან” “შეტევების წვიმა” წამოვიდა, მაგრამ დაცვის ხაზის კარგი თამაშით, ლონდონელები მასპინძელთა საჯარიმოში ვერ ახერხებდნენ შეღწევას. მეორე გოლი 79-ე წუთზე გავიდა, კვლავ მცველების შეცდომის ხარჯზე, ახლადშემოსულმა აარონ რემსიმ ზუსტი დარტყმის ხარჯზე ორმატჩიანი სხვაობა გაათანაბრა.

ამის შემდგომ, სტუმრები ძალიან გააქტიურდნენ, მაგრამ დანიელ სუბაშიჩის კარგი თამაშისა და “მონაკოს” სწორი ასპარეზობის ხარჯზე, ფრანგები ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

“მონაკო” 0:2 “არსენალი” (პირველი მატჩი 1:3)

გოლი: ჟირუ ’36; რემსი ’79

მონაკო: სუბასიჩი, კურჟავა, ოოლასი, აბდენური, ფაბინიო, ტულალანი, კონგდობია, მარტიალი(კარასკო 60′), მოუტინიო, დირარი(ეჩიეჯილე 86′), ბერბატოვი(ბ.სილვა 70′)

არსენალი: ოსპინა, ბელერინი, მერტეზაკერი, კოსიელნი, მონრეალი(გიბსი 86), კოკელინი(რემსი 63′), კასორლა, სანჩესი, ოზილი, უელბეკი(უოლკოტი 72), ჟირუ

გაფრთხილება: კონგდობია – სანჩესი

კარვალიო: “არსენალიდან ყველაფერს უნდა ველოდოთ”

“მონაკოს” ცენტრალურმა მცველმა, რიკარდო კარვალიომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი მატჩის წინ “არსენალზე” ისაუბრა.

“სიმართლე გითხრათ, მგონია, მეტოქემ პირველ თამაშში კარგად ვერ შეგვიცნო. რა თქმა უნდა, გულშემატკივრები გავახარეთ, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა საფრანგეთში გაიმართება”.

“თუმცა, ამ სიტუაციაში ჩვენთვის ცუდიც და კარგიც შეიძლება მოხდეს. “არსენალისგან” ყველაფერს უნდა ველოდოთ”.

“ასეთ მატჩში ყველა მოთამაშეს სურს მონაწილეობის მიღება. ჩვენ ორმაგად კონცენტრირებულები ვართ, რადგან გვსურს, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ საკუთარი დონე და კლასი,”-განაცხადა ფრანგთა ცენტრალურმა უკანახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, ლეონარდო ჟარდიმის შეგირდებმა “არსენალი” 1:3 დაამარცხეს.

იოზილი: „მჯერა, რომ „მონაკოს“ დამარცხებას შევძლებთ“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველს მესუთ იოზილს სჯერა, რომ „მონაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ანგარიშით 1:3 მარცხის შემდეგ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს.

„ჩვენ „მონაკოს“ სათამაშო რითმის დარღვევასა და სწრაფი გოლის გატანას ვგეგმავთ. სამი გოლი გატანა, რასაკვირველია, ურთულესი იქნება, მეტოქე თავს კარგად იცავს. ამის მიუხედავად, ჩვენი შანსების მაინც მჯერა. „მანჩესტერ იუანტიედთან“ შეხვედრაში საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ“, – განაცხადა „მეთოფეთა“ ფეხბურთელმა.

“მანჩესტერი” “მონაკოსგან” ფალკაოს კონტრაქტის გამოსყიდვას აღარ აპირებს

ფრანგული გამოცემა “ეკიპი” ამტკიცებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” სეზონის ბოლოს “მონაკოსგან” რადამელ ფალკაოს კონტრაქტს არ გამოისყიდის.

“წითელი ეშმაკები” არ აპირებენ ფრანგთა მიერ კოლუმბიელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 55 მილიონი ევროს გადახდას, რამდენადაც მიაჩნიათ, რომ ფალკაო არ ღირს ამდენი.

ცნობაში ნათქვამია, რომ ირიოდე დთვის წინ სიტუაცია სულ სხვაგვარი იყო და “მანჩესტერში” სჯეროდათ, რომ ფალკაო გაიხსნებოდა და იმ თამაშის დემონსტრირებას მოახდენდა, რისთვისაც იგი “ოლდ ტრაფორდზე” ჩაიყვანეს, თუმცა ფეხბურთელი კვლავაც ვერ ამართლებს იმედებს.

აქვე დავამატებთ, რომ მიმდინარე გათამაშებაში ფალკაომ “მანჩესტერის” მაისურით პრემიერ ლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი პასი შეასრულა.

ვენგერი: “მონაკოსთან” მარცხში ინდივიდუალურად დამნაშავე არავინაა”

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალი” შინ “მონაკოსთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა და მომდევნო სტადიაზე გასვლის შანსი საგრძნობლად შეიმცირა. “მონაკოს” ბარიერის ძლევის აღარც გუნდის მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს არ სჯერა.

“წელიწადში 55 მატჩის ჩატარება გვიხდება და არასასიამოვნო რამ მოხდა. გვინდა, რომ სეზონი მაჟორულ ნოტზე დავასრულოთ. გუნდისგან პრემიერლიგაში დადებით შედეგს ველი. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ პირველ სამეულში ადგილი დავიკავოთ.

ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ “ბეშიქთაშთან” დაპირისპირებისას, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოვხვედრილიყავით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტურნირის მერვედფინალიდან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ზედიზედ მეოთხედ გამოვარდით. მარცხში ინდივიდუალურად დამნაშავე არავინაა. იმ საღამოს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ წარიმართა. მომენტების გამოუყენებლობა მარცხის ერთ-ერთი მიზეზია”, – ვენგერის სიტყვები უფეას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

არსენ ვენგერი და “მონაკოდან” “არსენალში” გადასული 8 ფეხბურთელი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების პირველი მატჩების მთავარი სენსაცია “არსენალის” “მონაკოსთან” მარცხი იყო. მიუხედავად ლონდონში დაფიქსირებული შედეგისა ყველაფერს მაინც განმეორებითი მატჩი გადაწყვეტს. მანამდე კი ჩვენ “არსენალის” და “მონაკოს” ურთიერთობის შესახებ გიამობთ – ლონდონურ კლუბში არსენ ვენგერის გარდა 8 ისეთ ფეხბურთელს უთამაშია, რომლებიც “არსენალამდე” სწორედ “მონაკოს” ღირსებას იცავდნენ.

არსენ ვენგერი “მონაკოს” 7 წლის განმავლობაში წვრთნიდა და საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად ქვეყნსი თასიც მოიპოვა. 1994 წელს ის გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ვენგერმა იაპონიას მიაშურა, 1996-ში კი “არსენალი” ჩაიბარა.

“მონაკოს” დავიწყება ვენგერმა ვერ შეძლო და “არსენალში” ფრანგული კლუბის მოთამაშეების გადაბირება დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ემანუელ პეტი იყო, რომელიც ლონდონურ კლუბში ვენგერის მისვლიდან ერთი წლის შემდეგ გადავიდა. ორივე კლუბთან ერთად პეტიმ ჩემპიონობის და თასის მოპოვება შეძლო. rue6a790e6019

მეორე უნივერსალი ჟილ გრიმადი იყო, რომელიც ერთნაირი წარმატებით თამაშობდა როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში და ფლანგებზეც კი. “მონაკოში” გატარებული 6 სეზონის შემდეგ გრიმადიმ “არსენალში” 5 წელი დაჰყო და ჩემპიონატისა და თასის მოგება ორჯერ შეძლო. rue49ba7e54eb

ლიბერიელი ფორვარდი კრისტოფერ ვრე “მონაკოდან” “არსენლში” 1997 წელს გადავიდა, თუმცა ლონდონში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. rueaf6b08a937

ადამიანი, რომელიც ალბათ არავის ახსოვს… ლივ ჰუკი ნახევარმცველია და მას “მონაკო” ერთი წლის განმავლობაში ზრდიდა. 1998 წელს ის “არსენალს” შეუერთდა, მაგრამ პირველი გუნდის შემადგენლობაში მოედანზე ერთხელაც კი არ გამოჩენილა. მთელი კარიერა ჰუკმა ინგლისის და საფრანგეთის ქვედა ლიგებში გაატარა. William Huck

ყველაზე ცნობილი მოთამაშე, რომელსაც ორივე კლუბში უთამაშია ტიერი ანრია. თუმცა, ფრანგმა შემტევმა, რომელიც “არსენალის” ლეგენდა გახდა, ლონდონს “იუვენტუსის” გავლით მიაშურა. rue9a20bc4de3

კიდევ ერთი ფორვარდი, რომელიც “მონაკოდან” “არსენალში” გადავიდა ემანუელ ადებაიორია. ტოგოელს მონეგასკებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა, “არსენალში” კი მან უფრო მეტი ტიტული ვერ მოიგო…ruee714f6e3e4

“მონაკოში” ჩემპიონთა ლიგის ფინალი ადებაიორთან ერთად სებასტიან სკილაჩიმაც ითამაშა. ამ პერიოდში მცველმა საფრანგეთის ნაკრებშიც მოიპოვა ადგილი. “ლიონში” და “სევილიაში” ასპარეზობის შემდეგ კი “არსენალში” აღმოჩნდა, თუმცა 30 წლის უაკანახაზელი ლონდონში მხოლოდ დაშვებული შეცდომებით დაიმახსოვრეს. rue3fa6275138

უფრო მეტად უცნაური და წარუმატებელი ტრანსფერი 2011 წელს შედგა. ვერავინ გაიგო, თუ რაში სჭირდებოდა ვენგერს კორეელი ფორვარდის, პაკ ჩუ იუნის დამატება. პრემიერლიგაში მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა. “მონაკოში” კი აზიელის ანგარიშზე 103 შეხვედრაში გატანილი 26 გოლია. rue5c78791dcf

მონაკოს პრინცი: “მატჩამდე ვენგერს შევხვდი და ჩვენი დანდობა ვთხოვე”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალსა” და “მონაკოს” შორის გამართული მატჩი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

ამ შედეგით მონაკოს პრინცი ალბერტიც გაკვირვებული დარჩა.

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქ ასეთ ანგარიშს ვნახავდი. ვთვლი, რომ “მონაკომ” ეს გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენთვის ფრეც კარგი შედეგი იქნებოდა. მატჩამდე ვენგერი გავიცანი და ჩვენი დანდობა ვთხოვე. სამწუხაროდ, ჩვენ მას შოუ მოვპარეთ”, – მონაკოს პრინცის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ “მონაკოსა” და “არსენალს” შორის განმეორებითი მატჩი 17 მარტს გაიმართება.

 

ვენგერი: “ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალსა” და “მონაკოს” შორის გამართული მატჩი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. მატჩი “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა შეაჯამა.

“ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ზედმეტად გავიხსენით. მესამე გაშვებულმა გოლმა რთული ამოცანის წინაშე დაგვაყენა. მაქვს გრძნობა, რომ ნერვებმა გვიმტყუნა და მოედანზე რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი წაგვერთვა. ფეხბურთელები თამაშობდნენ გულით და არა – გონებით, რამაც შედეგი ვერ მოგვიტანა. ჩვენ ფსიქოლოგიურად არ ვიყავით მზად და ამისთვის დავისაჯეთ. პირველ 20 წუთში შეგვეძლო გამარჯვება, თუმცა “მონაკო” ფსიქოლოგიურად ძლიერი აღმოჩნდა. მომენტები გავანიავეთ. შეხედეთ გაფუჭებული ეპიზოდების რაოდენობას. ასეთი რამ არ შეიძლება. თამაშის შედეგი ფურცელზე არ წყდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იმოქმედებს გუნდი მოედანზე. “მონაკომ” თავი კარგად წარმოაჩინა, ჩვენ კი ეს ვერ შევძელით. ჟირუმ ბევრი მომენტი გააფუჭა, დღეს მას საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია”, – ვენგერის სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “მონაკოსა” და “არსენალს” შორის განმეორებითი მატჩი 17 მარტს გაიმართება.

 

ბერბატოვი: “მონაკოს” უფრო სურდა გამარჯვება, ვიდრე “არსენალს”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალსა” და “მონაკოს” შორის გამართული მატჩი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. ერთი გოლი დიმიტარ ბერბატოვის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს უფრო სურდა გამარჯვება, ვიდრე “არსენალს”.

“ალბათ, ამას არავინ ელოდა, თუმცა ჩვენს ძალებში დარწმუნებულნი ვართ და სიმართლე რომ ვთქვათ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. შექმნილი შანსები გამოვიყენეთ და მშვენიერი მოგება ჩაიწერეთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა.

“არსენალი” კარგი გუნდია, თუმცა დღეს ჩვენ უფრო გვინდოდა გამარჯვება. მოედნის ყველა მონაკვეთზე ვიბრძოდით, ორთაბრძოლები მოვიგეთ და გოლები გავიტანეთ.

“არსენალს” საკუთარი თავისთვის არ უნდა მიეცა ჩვენი არდაფასების უფლება. თუ მათ ეს გააკეთეს, ისევ მათთვის არის ცუდი, რადგან ჩვენ ისინი დავამარცხეთ”, – ბერბატოვის სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.

“მონაკოსა” და “არსენალს” შორის განმეორებითი მატჩი 17 მარტს გაიმართება.

 

„არსენალი“ სახლში „მონაკოსთან“ დამარცხდა

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლონდონის „არსენალმა“ „მონაკოს“ უმასპინძლა და მოულოდნელად, ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

არადა, პირველ ნახევარში უპირატესობას ლონდონელები ფლობდნენ, რაც სტატისტიკაშიც აისახა, თუმცა 38-ე წუთზე მასპინძლებმა გაუშვეს – გოლი კონდოგბიას სახელზე ჩაიწერა.

ლოგიკურად, მეორე ნახევარში ვენგერის გუნდი უნდა გააქტიურებულიყო, მაგრამ 53-ე წუთზე, კონტრშეტევის შედეგად, მარტიალის პასით თავისი გუნდის უპირატესობა დიმიტარ ბერბატოვმა გაზარდა – 2:0. დარჩენილ დროში „არსენალი“ შეტევას ცდილობდა და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა. აღსანიშნავია ოლივიე ჟირუს მომენტი, რომელმაც დამატებაზე ვერ ივარგა და ახლო პოზიციიდან ბურთი მეტოქის კარს დიდი მანძილით ააცილა. მოგვიანებით, ფრანგი თეო ვოლკოტმა შეცვალა, რომელმაც ერთ_ერთ ეპიზოდში უელბეკს გოლის გატანაში ხელი შეუშალა, როდესაც 23-ე ნომერმა დაარტყა და ბურთი სწორედ თეოს გაარტყა. ლონდონელებმა გოლის გატანა მაინც მოახერხეს – 90-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ოქსლეიდ-ჩემბერლენმა შორიდან ბრწყინვალედ დაარტყა და ანგარიშიც მინიმუმამდე შეამცირა. ორ წუთში კი იმავე ჩემბერლენმა მეტოქის ნახევარზე ბურთი დაკარგა, რასაც კონტრშეტევა მოჰყვა, რომელიც კარასკომ  ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრითა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დარტყმულით დააგვირგვინა. საბოლოოდ, 1:3 და საპასუხო შეხვედრის წინ „მეთოფეებმა“ თავი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიგდეს.

„არსენალი“ – „მონაკო“ 1:3

გოლები: ოქსლეიდ-ჩემბერლენი 90′ – მონდოგბია 38′, ბერბატოვი 53′, კარასკო 90+

სუბაშიჩი: “ყველაფერი “არსენალის” ფავორიტობაზე მიუთითებს, მაგრამ ჩვენ არაფრის გვეშინია”

“მონაკოს” ხორვატი მეკარე, დანიელ სუბაშიჩი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩისთვის ემზადება.

“ლონდონური გუნდი ამ დაპირისპირების ფავორიტია, მაგრამ მატჩის საბოლოო ანგარიში წინასწარ არავინ იცის. ჩვენ უნდა დავიხარჯოთ ბოლომდე, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ”.

“მეტოქე გუნდს დიდი მწვრთნელი ჰყავს, ეს ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვეშინია”.

“მართალია, მიმდინარე სეზონში კარგად ვერ გამოვიყურებით, რაზეც საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო მდგომარეობა მეტყველებს. გუნდმა ზაფხულში ორი ლიდერი: რადამელ ფალკაო და ხამეს როდრიგესი დაკარგა, ამიტომაც, მათი შევსება ძალიან გაგვიჭირდა. ახლა, გუნდი კარგ სათამაშო ფორმას უბრუნდება,”-დაასრულა ხორვატმა მეკარემ.