ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ატყუებს “მონაკოს” ფეხბურთელი
ჭდე: მონაკო
“მონაკოს” ფეხბურთელმა მეტოქეს სუპერ გოლი გაუტანა (ვიდეო)
“მონაკოსა” და “მონტს ორ აზერგუეს” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ მატჩში, 18 წლის დევიდ მილსმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
„მონაკოს“ წარმატების საიდუმლო ცნობილია
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ თხ ტურში „მონაკომ“ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. ეს გასაკვირი არც არის, იქედან გამომდინარე, თუ როგორ ვარჯიშობენ გუნდის მეკარეები.
წარმოგიდგენთ „მონაკოს“ გოლკიპერთა საინტერესო ვარჯიშის ამსახველ ვიდეოს.
“ბენფიკა” – “მონაკო” 1:0
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში “ბენფიკამ” ლისაბონში “მონაკო” მიიღო და მატჩის მიწურულს გატანილი ერთადერთ გოლით დაამარცხა მეტოქე.
ბენფიკა 1-0 მონაკო
გოლი: ტალისკა 82′
„მონაკო“ – „ბენფიკა“ 0:0
„მონაკოსა“ და ლისაბონის მატჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ერთადერტი გამოდგა, რომელშიც გოლები არ გასულა.
9 ცნობილი მოთამაშე, რომელიც „მონაკოში“ დარჩა
ერთი შეხედვით, ხამეს როდრიგესისა და რადამელ ფალკაოს წასვლის შემდეგ „მონაკო“ მრისხანე კლუბად აღარ ჩანს. თუმცა გუნდის შემადგენლობიდან გამომდინარე ამას მაინც ვერ ვიტყვით, რადგან კლუბში ცნობილი მოთამაშეები ახლაც ირიცხებიან, მათ შორის კი, 9 ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლება.
1. 36 წლის რიკარდუ კარვალიო „მონაკოს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია
2. ნახევარმცველ ჟოფრე კონდოგბიას სანაცვლოდ „მონაკომ“ შარშან 20 მილიონი ევრო გადაიხადა და იგი ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომლის გაშვებაც კლუბს მისაღებ ფასად შეუძლია.
3. ჟერემი ტულალანი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 10 წლის წინ. ამავდროულად იგი რეგულარულად ყვითელი ბარათების მიღებას აგრძელებს.
4. ჟოაუ მოუტინიუს თავის გამოსაჩენად ჯერ კიდევ 2-3 წელი აქვს
5. ლუკას ოკამპოსი ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომელმაც „მონაკო“ ლიგა 2-დან ამოიყვანა
6. დიმიტარ ბერბატოვი ამჟამად გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. შესაძლოა, მოვლენების ასეთ განვითარებას ბულგარელი თუნდაც ნახევარი წლის წინ ვერც ივარაუდებდა.
7. „ანჟიდან“ წასვლის შემდეგ ლასინა ტრაორემ ტრავმების გამო უამრავი დრო დაკარგა, „ევერტონში“ იჯარას შედეგი არ მოუტანია – ფეხბურთელი დღემდე მკურნალობს.
8. ყველაზე მეტად, ალბათ, მარტინ სტეკელენბურგს გაუმართლა, რომელმაც „ფულჰემიდან“ და ფელიქს მაგათისგან გაქცევა დროულად მოახერხა.
9. ტუნისის ნაკრების მცველი აიმენ აბდენური „მონაკოს“ განვლილი სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. აფრიკელის სანაცვლოდ კლუბმა 13 მილიონი ევრო გადაიხადა.
“ბაიერმა” მონაკოში წინასამატჩო ვარჯიში ვერ ჩაატარა
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იხსნება. C ჯგუფში “მონაკო” ლევერკუზენის “ბაიერს” მასპინძლობს.
გერმანული გუნდის დელეგაციამ მონაკოს სასტუმროში ადგილი ვერ დაჯავშნა, რის გამოც “ბაიერი” იძულებული გახდა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დარჩენილიყო, რომელიც მონაკოს სამთავრომდე 30 წუთის სავალზე მდებარეობს.
“ფარმაცევტებმა” ვერც წინასამატჩო ვარჯიშის გამართვა მოახერხეს სტადიონ “ლუი მეორეზე”. გერმანულმა გუნდმა სამშობლოში ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ “მონაკოსა” და “ბაიერს” შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ზაფხულში
2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთი ტრანსფერი განხორციელდა. კლუბებმა საკმაოდ დიდი თანხები დახარჯეს.
“ევროსპორტმა” ზაფხულში განხორციელებული ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი დაასახელა.
*თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით
10. ლუკ შოუ (“საუთჰემპტონიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”) – 27 მილიონი
9. ანდერ ერერა (“ბილბაოდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”) – 29 მილიონი
8. სესკ ფაბრეგასი (“ბარსელონადან” “ჩელსიში) – 30 მილიონი
7. ალექსის სანჩესი (“ბარსელონადან” “არსენალში”) – 31.7 მილიონი
6. დიეგო კოშტა (“ატლეტიკოდან” “ჩელსიში”) – 32 მილიონი
5. ელიაკიმ მანგალა (“პორტუდან” “მანჩესტერ სიტიში”) – 32 მილიონი
4. დავიდ ლუისი (“ჩელსიდან” “პარი სენ-ჟერმენში”) – 39.3 მილიონი
3. ახნელ დი მარია (“რეალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”) – 59.6 მილიონი
2. ხამეს როდრიგესი (“მონაკოდან” “რეალში”) – 63.5 მილიონი
1. ლუის სუარესი (“ლივერპულიდან” “ბარსელონაში”)
ფალკაო „იუვენტუსსაც“ დასჭირდა
„მონაკოსა“ და კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელის რადამელ ფალკაოს მსურველებს ტურინის „იუვენტუსიც“ დაემატა.
„Gazzetta dello Sport“-ის ინფორმაციით, „ბებერ ქალბატონში“ გადასასვლელად მოთამაშე ხელფასის შემცირებაზეც კი თანახმაა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს რადამელის სახელს მადრიდის „რეალს“ და „ლივერპულს“ უკავშირებენ. ბოლოს გავრცელებული ცნობით, ორივე ხსენებული კლუბის ხელმძღვანელებს კოლუმბიელის იჯარით აყვანა სურთ.
ფალკაო, შესაძლოა, იჯარით „ლივერპულში “ გადავიდეს
„ლივერპულიდან“ ლუის სუარესის წასვლის შემდეგ ბრენდან როჯერსი ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელის შემცვლელის ძებნას აგრძელებს. ბოლო დროს მერსესაიდულ კლუბს მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს ქარიმ ბენზემასა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ედინსონ კავანის აკავშირებდნენ.
ახლა კი, ზემოხსენებულ ორ ფეხბურთელს რადამელ ფალკაოც შეუერთდა. ამის შესახებ ბრიტანელი ჟურნალისტი რობ დრაპერი წერს: „რეალს“ ფალკაოს იჯარით აყვანა სურს, თუმცა „მონაკოს“ ხელმძღვანელობას ეს არ აწყობს და რადამელს მადრიდში მხოლოდ გაყიდის. მათ ესმით, რომ „რეალს“ გაცილებით მაღალი თანხის გადახდა შეუძლია. ამავე დროს „მონაკოს“ მენეჯრები, მზად არიან, ფალკაო „ლივერპულში“ ერთწლიანი იჯარით გაუშვან და შემდეგ ზაფხულს უკვე მის „რეალში“ გაყიდვაზე იფიქრონ“.
მერსესაიდულ კლუბში გადასვლის შემთხვევაში, კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელის ყოველკვირეული ხელფასი, სავარაუდოდ, 200,000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
რადამელ ფალკაოს შესანიშნავი გოლი
ფრანგული “მონაკოს” ერთ-ერთ ვარჯიშზე კოლუმბიელმა რადამელ ფალკაომ შესანიშნავი გოლი გაიტანა.
ოფიციალურად: “მონაკომ” სტეკელენბურგი ინათხოვრა
“ფულემის” მეკარე მარტენ სტეკელენბურგი კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. “თეთრ-წითლებმა” 31 წლის კიპერი 1-წლიანი იჯარით აიყვანეს.
სტეკელენბურგი “მონაკოში” 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ძალიან მიხარია, რომ ამ კლუბის ნაწილი გავხდი. ჩემი ახალი გუნდისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ. კარიდან შორს თამაში მიყვარს, მოედნის მოთამაშეებსაც ვეხმარები ხოლმე”, – სტეკელენბურგის სიტყვები “მონაკოს” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მარტენ სტეკელენბურგმა ინგლისის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 19 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაუშვა.