5 აგვისტოს, აუდის თასზე, “ტოტენჰემსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში, იან ვერტონგენმა ანდრეა პოლი და რიკარდო მონტოლივო შესანიშნავად მოატყუა.
ჭდე: მონტოლივო
მონტოლივო დაშავდა
იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში “კიევოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:0) “მილანის” ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ ტრავმა მიიღო.
იტალიელმა მოთამაშემ ფეხის კუნთები დაიშავა, სრულყოფილ გამოკვლევას კი მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩაიტარებს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმავე შეხვედრაში ბარძაყის კუნთების ტრავმა მილანური გუნდის საყრდენმა ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმაც მიიღო.
ჰონდა, მენეზი, მონტოლივო და რამი ორიგინალურ რეკლამაში (ვიდეო)
იტალიური “მილანის” ფეხბურთელები – კეისუკე ჰონდა, ჟერემი მენეზი, რიკარდო მონტოლივო და ადილ რამი TOYO TIRES-ის ახალ რეკლამაში გადაიღეს.
რიკარდო მონტოლივოს ბრწყინვალე გოლი “კატანიას” კარში
13 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “მილანსა” და “კატანიას” შორის გამართულ მატჩში, რიკარდო მონტოლივომ მეტოქეს ბრწყინვალე გოლი გაუტანა.
მონტოლივო: “მილანის მიზანი ევროპის ლიგაა”
“მილანის” ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი ევროპის ლიგის ზონაში მოხვედრა არის.
“იმედი მაქვს ევროპის ლიგაში მოხვედრას მოვახერხებთ. ამისათვის საჭიროა, რომ ბოლო მატჩებში აღებული ტემპი შევინარჩუნოთ და ქულების მაქსიმუმი მოვაგროვოთ. მილანის ადგილი ევროპაშია.
პროგრესი გვაქვს და ამაზე გაჩერება არ შეიძლება” – განაცხადა მონტოლივომ.
მონტოლივო: “მილანისთვის” ახალი ერა დაიწყო”
იტალიური “მილანის” ნახევარმცველი, რიკარდო მონტოლივო აცხადებს, რომ გუნდში ზეედორფის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, კლუბისთვის ახალი ერა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, “სასუოლოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ, “შავ-წითლების” ხელმძღვანებლობამ მასიმილიანო ალეგრი გაუშვა.
“გუნდში კლარენს ზეედორფი მოვიდა, რომელიც უდიდესი ფეხბურთელი იყო. ვფიქრობ, მისი მოსვლით, კლუბისათვის ახალი ერა დაიწყო. ჩემი აზრით, საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს მონტოლივო.
“მილანის” ფეხბურთელები გულშემატკივრებს ახალ წელს ულოცავენ
ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ულოცავენ ახალ წელს “მილანის” ფეხბურთელები თავიანთ გულშემატკივრებს.
“მილანმა” წარუმატებელი სერია “კატანიასთან” შეწყვიტა
1 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში, “კატანიამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო. “როსონერიმ” ხუთმატჩიანი წარუმატებელი სერია სწორედ დღეს დაასრულა.
ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა, “მილანის” საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, სიტუაციაში კი ყველაზე პირველი მასპინძელთა ნახევარმცველი კასტრო გაერკვა, რომლის დარტყმულის მოგერიება ბონერამ სცადა, თუმცა ბურთი საბოლოოდ “როსონერის” კარის ბადეში მოექცა.
სტუმრებმა საპასუხო გოლის გატანა ექვს წუთში მოახერხეს, როდესაც ურბი ემანუელსონის ჩაწოდებულ ბურთს რიკარდო მონტოლივო ერთი შეხებით გამოეხმაურა.
63-ე წუთზე, ბალოტელიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა – 1:2.
შეხვედრაში საბოლოო შედეგი კი ბრაზილიელმა კაკამ დასვა, რომელმაც “კატანიას” მეკარეს ძლიერი დარტყმის შემდეგ შანსი არ დაუტოვა – 1:3.
“კატანია” – “მილანი” 1:3
13000 მაყურებელი
“კატანია”: ანდუხარი, სპოლი, მონცონი (კეკო 61′), პერუცი, ბირაგი, როლინი, პლაშილი, ბარიენტოსი (ლეტო 88′), ტაკციდისი, კასტრო (გუარენტე 68′), ლოპესი.
მთავარი მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.
“მილანი”: გაბრიელი, ბონერა, სილვესტრე, კაკა, ბირსა (ელ შაარავი 74′), დე იონგი, ემანუელსონი, მონტოლივო, ნოჩერინო, პოლი, ბალოტელი (მატრი 83′).
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
გოლები: კასტრო 13′ – მონტოლივო 19′, ბალოტელი 63′, კაკა 81′.
გაფრთილებები: პლაშილი 59′, ბარიენტოსი 74′ – პოლი 25′, სილვესტრე 31′, კაკა 80′.
გაძევება: ტაკციდისი 64′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
მონტოლივო: “რონალდუზე მეტად, ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს”
იტალიური “მილანის” კაპიტანი, რიკარდო მონტოლივო აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდუზე მეტად, ოქროს ბურთს ფრანკ რიბერი იმსახურებს.
“შესაძლოა, რონალდუ ოქროს ბურთის ღირსია, მაგრამ მასზე მეტად, მის მოპოვებას რიბერი იმსახურებს”, – თქვა მონტოლივომ.
იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა კომენტარი მიმდინარე სეზონში “მილანის” ცუდ გამოსვლაზეც გააკეთა.
“სერია A-ში ცუდად ვთამაშობთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოვდივართ. ჩვენი სათქმელი მოედანზე უნდა ვთქვათ.”
მონტოლივო: “ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ”
“მილანისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, რიკარდო მონტოლივო აცხადებს, რომ “სკუადრა აძურამ” ნიგერიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. იტალიელთა მხრიდან გოლები როსიმ და ჯაკერინიმ გაიტანეს, ხოლო ნიგერიის ნაკრების მხრიდან დიკემ და ამეობიმ.
“სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და სწორედ ამიტომ მატჩი ფრედ დასრულდა. რა თქმა უნდა, შეგვეძლო, გაგვემარჯვა”, – ამბობს მონტოლივო.
მონტოლივო: “გერმანიის ნაკრებთან მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ”
“მილანისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, რიკარდო მონტოლივო აცხადებს, რომ ის გერმანიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრას დიდ მნიშნელობას ანიჭებს.
შეგახსენებთ, რომ იტალიისა და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთს 15 ნოემბერს, ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან. მილანში გასამარტი შეხვედრა, თბილისის დროით, 23:45 საათზე დაიწყება.
“როგორც იცით, ნახევრად-გერმანელი ვარ, შესაბამისად, გერმანიის ნაკრებთან მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ გავიმარჯვოთ, თუმცა ეს გაგვიჭირდება”, – ამბობს მონტოლივო.
მონტოლივო ნახევრად-კმაყოფილია
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ნახევარმცველი, რიკარდო მონტოლივო აცხადებს, რომ ის დანიის ნაკრებთან ჩატარებული მატჩით ნახევრად-კმაყოფილია.
შეგახსენებთ, რომ დანიელებმა იტალიელებს 11 ოქტომბერს უმასპინძლეს. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
“სიმართლე გითხრათ, მატჩით ნახევრად-კმაყოფილი ვარ. პირველ ნახევარი კარგად ჩავატარეთ, ხოლო მეორე ტაიმში შეცდომები დავუშვით, რისთვისაც დავისაჯეთ. საბოლოოდ, ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ, რაც კარგია”, – ამბობს მონტოლივო.