პოგბამ “იუვენტუსის” ფეხბურთელებს საჩუქარი გაუკეთა

დღეს პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “ლესტერ სიტის”, ანგარიშით, 4-1 სძლია. საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრაშისადებიუტო გოლი გაიტანა “წითელი ეშმაკების” 105-მილიონიანმა სპორტსმენმა, პოლ პოგბამ.

იტალიური მედია წერს, რომ პარასკევს ფრანგი მოთამაშე ტურინში იმყოფებოდა. პოლმა მისი ყოფილი გუნდელები “იუვენტუსის” საწვრთნელ ბაზაზე მოინახულა. პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ მან საკუთარი გარდერობი დააცარიელა. ეს ის გარდერობია, რომლის დალაგებისკენაც პატრის ევრა პოლს სოციალურ ქსელში ხუმრობით მოუწოდებდა.

ამის შემდეგ მოხდა მთავარი: ახალგაზრდა მოთამაშემ “ბებერი ქალბატონის” ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბსა და სხვა პერსონალს “როლექსის” საათები აჩუქა. ეს იყო გუნდის დატოვების მოსაბოდიშებლად ერთგვარი საჩუქარი. საგულისხმოა, რომ არცერთ საათზე არ იყო ნახსენები ფირმის სიმბოლო, თუმცა პოგბას თქმით, ყველა მათგანი “როლექსის” კომპანიის მიერ იყო დამზადებული.

ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ, პოგბამ ტურინი დატოვა, რამდენიმე საათში კი “ოლდ ტრაფორდზე” სადებიუტო გოლი გაიტანა.

ჟოზე მოურინიო: “რუნი “ლესტერთან” ძირითადში იმიტომ არ დავაყენე, რომ…”

დღეს პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მათგანში ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის მოქმედ ჩემპიონს, “ლესტერ სიტის” მასპინძლობს.  აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა უეინ რუნი “წითელი ეშმაკების” ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და ერთ-ერთ ლიდერს შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დააწყებინა.

ნახსენებ ფაქტთან დაკავშირებით, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სეუ ჟოზეს ჰკითხეს, რატომ მოიქცა ასე. მისი პასუხი კი ასეთი იყო: “ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე “ზორიას” ვეთამაშებით. თუ რუნი ახლა არ ითამაშებს, ის მომავალი მატჩისთვის დასვენებული იქნება. სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება!” – განაცხადა “განსაკუთრებულმა”.

მოურინიომ თვალი “რეალის” ვარსკვლავს დაადგა

Mirror-ი  იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს, ჟოზე მოურინიოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ისკო ალარკონის შეძენა უნდა.

“წითელმა ეშმაკებმა” ზაფხულზე 150 მილიონი ევრო დახარჯეს და, მაინც და მაინც, ტრანსფერებმა ჯერ ვერ გაამართლა. სწორედ ამიტომ, პორტუგალიელს ნახწევარდაცვის გაძლიერება “რეალის” ფლეიმეიქერით სურს. თავის მხრივ, ისკოს “ბლანკოსში” არც ისე დიდი დრო ეძლევა სათამაშოდ.

ალარკონს კონტრაქტი ახლანდელ კლუბთან 2018 წლამდე აქვს. ვნახოთ, რა გადაწყდება ზამთარში ესპანელთან დაკავშირებით.

მოურინიოს “პსჟ”-ს ვარსკვლავი მოუნდა

ჟოზე მოურინიოს სურს, რომ “პსჟ”-ს ფეხბურთელი, ლუკას მოურა იანვრიდან “წითელი ეშმაკი” გახდეს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა.

ლუკასი, პარიზულ კლუბამდე, “საო პაულოში” თამაშობდა. “მანჩესტერს” 2012 წლის ზაფხულზეც სურდა ბრაზილიელის შეძენა, თუმცა 20 წლის მოთამაშისთვის ბრძოლა მაშინ ინგლისელებს “პსჟ”-მ მოუგო.

როგორც სპორტსმენის აგენტი, ვაგნერ რიბერიო იტყობინება, მოურინიოს სურს, რაც შეიძლება მალე გადაიყვანოს ლუკასი მის კლუბში.

ჟოზე სერიოზულადაა დაინეტერესებული ჩემი კლიენტის შეძენით. ყველაფერი ზამთარში გადაწყდება,” – განაცხადა მოურას აგენტმა.

მოურინიომ “ფეინოორდის” წინააღმდეგ მატჩში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ძირითადში არ დააყენა

სულ მალე ევროპის ლიგაზე ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად “ფეინოორდს” დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ ჟოზემ ზლატან იბრაჰიმოვიჩი სასტარტო თერთმეტეულში არ დააყენა. პორტუგალიელი სპეციალისტი ჰოლანდიელების წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: დავიდ დე ხეა, ერიკ ბაილი, მარკოს როხო, პოლ პოგბა, ხუან მატა, ანტონი მარსიალი, კრის სმოლინგი, მარკუს რეშფორდი, ანდერ ერერა, მორგან შნეიდერლენი, მატეო დარმიანი.

“მანჩესტერ იუნაიტედი” “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ – შეხვედრის საუკეთესო თერთმეტეული (ფოტო)

დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე მანჩესტერული დერბი გაიმართება – “იუნაიტედი” “სიტის” დაუპირისპირდება. ექსპერტებმა ამ შეხვედრაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან საუკეთესო თერთმეტეული შეადგინეს, რომელშიც მასპინძელთა 5 და სტუმართა 6 სპორტსმენი მოხვდა.

დე ხეა; შოუ, სთოუნსი, ბაილი, სანია; სილვა, ფერნანდინიო; სტერლინგი, პოგბა, დე ბრუინი; იბრაჰიმოვიჩი.

ხუან მატას რეაქცია, როდესაც ჟოზე მოურინიომ ის გამოცვალა (ვიდეო)

7 აგვისტოს, ინგლისის სუპერთასის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლესტერი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანებლობით პირველი ტიტული მოიპოვა.

შეხვედრის 63-ე წუთზე, ჟოზე მოურინიომ თამაშში ხუან მატა ჩართო, რომელიც მოედანზე ლინგარდის მაგივრად გამოჩნდა. თუმცა, 93-ე წუთზე, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მატა გამოცვალა და თამაშის საშუალება ჰენრიხ მხითარიანს მისცა.

მოურინიო: “მათი ქცევა არაეთიკურია”

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე პოლ პოგბას აქტიურად უკავშრებენ “მანჩესტერ იუნაიტედს”. ინგლისელები მზად არიან ფრანგ მოთამაშეში ასტრონომიული, არაამქვეყნიური თანხა – 100 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. ამასთან დაკავშირებით არსენ ვენგერმა და იურგენ კლოპმა განაცხადეს, რომ ამდენი ფულის გადახდა ერთ მოთამაშეში ფეხბურთის შეურაცხყოფაა.

ჟოზე მუორინიომ “არსენალისა” და :ლივერპულის” დამრიგებლების განცხადებას უპასუხა: “მათი ნათქვამი არაეთიკურია. მე მსგავს რამეს არასდროს ვიტყვი. პოლ პოგბა შესანიშნავი მოთამაშეა!”

” ჩვენ ახლა 22 ფეხბურთელი გვყავს. იცით, რა? სულ მალე 23 გვეყოლება. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფრანგი 14 რიცხვამდე გადმოვიბიროთ,” – განაცხადა სეუ ჟოზემ.

მოურინიო იტალიელ ფეხბურთელში დიდ თანხას იხდის

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედს” ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ. მთელი მსოფლიო მოლოდინშია, როდის დადასტურდება პოლ პოგბას ტრანსფერი, რომელშიც ინგლისელები ასტრონომიულ თანხას, 120 მილიონ ევროს იხდიან.

გავრცელებული ხმების თანახმად, ჟოზე მოურინიოს, ფრანგი ნახევარმცველის გარდა, ლეონარდო ბონუჩის შეძენა სურს. 29 წლის მცველი რომ ძალიან მაღალი დონისაა, ეს მან დიდი ხნის წინ დაამტკიცა, მაგრამ “ევრო 2016”-ზე განსაკუთრებით კარგად გამოვიდა და პორტუგალიელი სპეციალისტის ყურადღება მიიპყრო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “მანჩესტერი” “იუვენტუსს” 60 მილიონ ევროს სთავაზოვს იტალიელის სანაცვლოდ. თუ ბონუჩი “წითელი ეშმაკი”არ გახდება, ინგლისური კლუბის მესვეურები მის ალტერნატივად “ზენიტის” ფეხბურთელს, ეზეიკელ გარაის განიხილავენ.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

მოურინიოს იანუზაი სჭირდება

ადნან იანუზაი 2013 წლიდან ირიცხება “მანჩესტერ იუნაიტედში”. იგი გასულ ზაფხულზე გაანათხოვრეს დორტმუნდის “ბორუსიაში”. მიუხედავად იმისა, რომ “წითელი ეშმაკების” უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ბელგიელი ტალანტი 2016 წლის იანვარში დაიბრუნა, მას მხოლოდ სამ შეხვედრაში მისცა შანსი. ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ 21 წლის მოთამაშის “მანჩესტერული” კარიერა რეგრესს განიცდიდა, მაგრამ…

Football - Cambridge United v Manchester United - FA Cup Fourth Round - R Costings Abbey Stadium - 14/15 - 23/1/15 Manchester United manager Louis Van Gaal talks to Adnan Januzaj after the match Mandatory Credit: Action Images / Andrew Couldridge EDITORIAL USE ONLY. No use with unauthorized audio, video, data, fixture lists, club/league logos or "live" services. Online in-match use limited to 45 images, no video emulation. No use in betting, games or single club/league/player publications. Please contact your account representative for further details.

როგორც ირკვევა, ჟოზე მოურინიო მოხიბლულია იანუზაის შესაძლებლობებით და მის არსად გაშვებას არ აპირებს. პორტუგალიელმა მწვრთნელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ადნანი მომავალ სეზონს მის გუნდში გაატარებს.

Wigan Athletic v Manchester United - Pre-Season Friendly - DW Stadium

მოურინიომ “მანჩესტერში” სადებიუტო შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

დღეს ჟოზე მოურინიომ პირველი მატჩი ჩაატარა “მანჩესტერის” მწვრთნელის რანგში. ინლისური კლუბი ამხანაგურ შეხვედრაში “უიგან ატლეტიკს” დაუპირისპირდა. თამაშმა მანჩესტერელთა უპირატესობით ჩაიარა და ლოგიკური შედეგით – 0:2 დასრულდა.

გეტყვით, რომ გოლების ავტორები უილიამ კინი (49-ე წუთი) და ანდრეას პერეირა (58-ე წუთი) გახდნენ.

მოურინიომ იბრაჰიმოვიჩი სამი სიტყვით დაახასიათა

მიმდინარე სატრასნფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი შენაძენი ზლატან იბრაჰიმოვიჩია. შვედ ფეხბურთელს “ოლდ ტრაფორდის” ბინადრების დამრიგებელთან, ჟოზე მოურინიოსთან ახლო ურთიერთობა მაშინ ჰქონდა, როცა ორივე მათგანი მილანის “ინტერში” მოღვაწეობდა.

ჟოზე კარგად იცნობს ზლატანს. მან იგი სამი სიტყვით, მოკლედ დაახასიათა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს “მოუს” “იბრასთვის” ამპარტავანი არ უწოდებია. “მხიარული, გამარჯვებული, მეგოლე,” – ასე აღწერა პორტუგალიელმა სპეციალისტმა 34 წლის მოთამაშე.