დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელმა თავდამსხმემა, დუგლას კოშტამ ზამთარში “ჩელსისთან” მოლაპარაკებებზე და ზოგადად უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ჩელსის” მეორე კოშტას გადაბირება სურდა, მაგრამ მხარეები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.
“დიახ, მქონდა “ჩელსისთან” კონტაქტი. ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა. ის არის მწვრთნელი, რომელიც ნებისმიერ კლუბში ტიტულისთვის იბრძვის,”-განაცხადა დუგლასმა Goal.Com-თან.
“რა სიტუაციაა უკრაინაში? თავდაპირველად ეს ძალიან რთული და საშინელი იყო, მაგრამ “შახტარმა” უსაფრთხოების კარგი პირობები შეუქმნა თითოეულ მოთამაშეს”.
“რა თქმა უნდა, გვსურს საკუთარ მოედანზე თამაში, სადაც გულშემატკივრების დახმარებით ძალიან ძლიერნი ვართ, მაგრამ ჩვენ სიძლიერეს სხვა სტადიონზეც დავამტკიცებთ”.