მესის სამქუალიანი

არგენტინის ნაკრებმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შესძლო ირანის დამარცხება. 

არგენტინელებმა მეორე მატჩშიც ვერ შესძლეს დამაჯერებელი და ლამაზი ფეხბურთის ჩვენება, თუმცა კვლავ სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

ამ ფორმაციის ნიგერიის ნაკრები საკუთარ არც თუ ისე ძლიერ კონფერაციის მატჩშებშიც კი დაცვიდან თამაშობდა და არც არგეტინელებისთვის უდნა ყოფილიყო მოულოდნელი მათი დაცვითი სტილი.

ალბისელესტემ ბურთზე კონტროლი საკამაოდ იოლად მოიპოვა. შესაძლოა, ამ ფაქტორმა ისინი მოადუნა კიდეც. არგენიტინას შეტევის დასაწყისში არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდებოდა. ირანელები მოედნის ცენტრთან თუ შეხვდებოდნენ მეტოქეს. ასეთ თამაშში მესის და კომპანიას სისწრაფე და მობილურობა მოეთხოვებოდა, რაც გუშინდელ შეხვედრაში არ იყო.

არგენტინელები ხვდებოდნენ, რომ აქცენტი სხვა რამეზე იყო გადასატან და მეტოქეს ხიფათს სტანდარტებიდან უქმნიდნენ, სადაც ფერნანდესი, გარაი და როხო აქტიურობდნენ. სწორედ ამ უკანასკნელ ჰქონდა შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი, თუმცა ირანელთა გოლკიპერმა, რომელმაც საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა, არგენტინელს გატანის საშუალება არ მისცა.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა. არგენტინა კიდევ უფრო მეტად გაიხსნა, რამაც მატჩის ბოლოს ირანელებს კონტრშეტევების საშუალება მისცა, თუმცა დაღლილობამ და რომეროს კარგმა თამაშმა არგენტინელები სირცხვილისგან იხსნა.

და ბოლოს, როდესაც ნულოვან ფრეს ყველა შეეგუა, არგენტინას სიხარული ლეო მესიმ მოუტანა. კაპიტანმა მეტოქე მოატყუა, დაზღვევაზე მომავალ ფეხბურთელს დაასწრო და საჯარიმოს გარედან დაბალ კუთხეში გაისროლა – 1:0.

არგენტინა 1-0 ირანი

გოლი: მესი 90+1

 

ნიგერიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

დღის ბოლო შეხვედრა F ჯგუფის ფარგლებში გაიმართა. ნიგერიის ნაკრები ბოსნია/ჰერცეგოვინის გუნდს დაუპირისპირდა და მატჩის 29-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. შედეგიანი დარტყმის ავტორი პიტერ ოდემვინგე გახდა. გოლი ბოსნიელებმაც გაიტანეს, თუმცა ლაინსმენმა ჯეკოზე თამაშგარე შეცდომით დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით ნიგერიელება მეორე ადგილი და 1/8 ფინალში გასვლის კარგი შანსი მოიპოვეს. ჯგუფიდან გასვლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენ ბოსნიას პლეი-ოფში მოხვედრის შანსი აღარ აქვს.

გერმანია განასთან ფრეს დასჯერდა

საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა გერმანიისა და განის ნაკრებების დაპირისპირება. უგოლო პირველი ტაიმიშ შემდეგ ანგარიში 51-ე წუთზე გიოტცემ გახსნა.
განელებს გასათანაბრებლად მხოლოდ 3 წუთი დასჭირდათ. 54-ე წუთზე ანდრე აიუმ თავით გადაგზავნა ბურთი ნოიერის კარში. 63-ე წუთზე კი აფრიკელები ასამოა გიანმა დააწინაურა.
გერმანელებმა შეხვედრის გადარჩენა შეტევის გაძლიერებით სცადეს და ეს ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც. 71-ე წუთზე მიროსლავ კლოზემ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2

მესიმ არგენტინას მოაგებინა

დაძაბული გამოდგა არგენტინის და ირანის ნაკრების შეხვედრა. აშკარა ფავორიტებს დაცვაში კარგად მოთამაშე ირანთან გამარჯვების მოპოვება გაუჭირდათ.

არგენტინელები მესიმ გადაარჩინა, რომელმაც შედეგიანი დარტყმა 91-ე წუთზე შეასრულა და საკუთარ გუნდს მეორე გამარჯვება მოუტანა.

იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფინალისტები და გამარჯვებული დაასახელა

შვედეთის ნაკრების და პსჟ-ს ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თვლის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილია იტალიას დაამარცხებს და პლანეტის საუკეთესო ნაკრების წოდებას მეექვსედ მოიპოვებს.

“მუნდიალის ფიალში ბრაზილია იტალიას დაამარცხებს. იმედი მაქვს, ჩემი ფრანგი მეგობრებიც ღირსეულად იასპარეზებე ტურნირზე” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნაკრები ტურნირზე პორტგალიასთან მარაცხის გამო ვერ მოხვდა.

პრევიუ: ნიგერია – ბოსნია და ჰერცეგოვინა

ბოსნიელებმა არგენტინასთან მატჩში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა მთავარი მუნდიალზე ქულების მოპოვებაა. 

ნიგერიელებმა პირველ ტურში ქულა მოიპოვა, ბოსნია კი მიუხედავად კარგი თამაშისა ქულების გარეშე დარჩა.

ბოსნიასთან მატჩის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ არის ნიგერიელთა დაცვის ბურჯის გოდფრი ობოაბონას თამაში, რომელმაც ტრავმა სასტარტო მატჩში მიიღო. თუმცა, ნიგერიელების მთავარი პრობლემა თამაშის ხარისხს ეხება. სტივენ კეშის შემადგენლობაში გარკვეული კორექტივების გაკეთება მოუწევს. როტაციის შესაძლებლობა ნიგერიელ სპეციალისტს განსაკუთრებით შეტევაში აქვს, სადაც პირველივე წუთებიდან შოლა ამეობის და ოდემვინგეს გამოჩენაა სავარაუდო.

ბოსნიელთა შემადგენლობა დიდი ალბათობით უცვლელი დარჩება. ერთადერთი მოსალოდნელი განსხვავება იბიშევიჩის გამოსვლა იქნება. თუმცა, შესაძლოა, სუშიჩმა არგენტინის კარში გატანილი გოლის ავტორი მეორე ტაიმისთვის შემოინახოს.

ნიგერია – ბოსნია და ჰერცეგოვინა

სავარაუდო შემადგენლობები: 

ნიგერია: ენიემა – ემბროუზი, ომერუო, იობო, ოშანივა – ობი მიკელი, ონაზი – ოდემვინგე, ამეობი, მოზესი – ემენიკე

ბოსნია და ჰერცეგოვინა: ბეგოვიჩი – მუიჯა, ბიჩაკჩიჩი, სპაჰიჩი, კოლაშინაცი – ჰაიროვიჩი, ბეშიჩი, პიანიჩი, ლულიჩი – იბიშევიჩი, ჯეკო. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: 

Nigeria_Bosnia_GEO

პრევიუ: არგენტინა – ირანი

არგენტინის ნაკრები ბოსნიელების დამარცხების შემდეგ ირანის წინააღმდეგობის დაძლევას ეცდება. 

არგენტინის ნაკრებთან დაკავშირებით პირველი მატჩის შემდეგ საკმაოდ ბევრი კითხვა ისმოდა. საბელა გუნდი მხოლოდ 5-3-2-იდან 4-3-3-ზე გადასვლის შემდეგ ათამაშდა და ბოსნიელებთა ძლევა მოახერხა. საბელას სასტარტო ტაქტიკა მთელმა არგენტინამ გააკრიტიკა. დღევანდელ მატჩზე შემადგენლობის დაყენებისას არგენტინელები ბოსნიასთან მეორე ტაიმს დაეყრდნობიან.

ირანელებმა პირველ შეხვედრაში საკუთარი ამოცანები ბოლომდე შეასრულეს. კეირუშის გუნდი აქცეტს დაცვაზე აკეთებს, რაც ნიგერიასთან კარგად გამოუვიდათ. კეირუში მეტოქის შესწავლით არის ცნობილი. ასე რომ, არგენტინა იოლ გასეირნებას არ უნდა ელოდოს.

სავარაუდო შემადგენლობები: 

არგენტინა: რომერო – საბალეტა, ფერნანდედსი, გარაი, როხო – მასკერანო, გაგო, დი მარია – აგუერო, მესი იგუაინი. 

ირანი: ჰაღიღი – მონტაზერი, სადეღი, ჰოსეინი, ფოოლადი – თეიმურიანი, ნეკუნამი – ჰეიდარი, ჰაისაფი, დეჟაგა – გუჩანეჯადი. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Argentina_Iran_GEO

 

ფრანგების მეორე დამაჯერებელი

დიდიე დეშამის გუნდმა შვეიცარიას დამაჯერებლად სძლია და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. 

სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების ორივე გუნდის მწვრთნელებმა განახორციელეს. დეშამმა თადარიგში პოგბა დატოვა და მის ნაცვლად მოედანზე მუსა სისოკო გამოიყვანა. კიდევ ერთი სიახლე ორი ცენტრფორვარდით თამაში იყო. ბენზემას შეტევაში ჟირუ შეუწყვილდა.

ჰიტცფელდმა კი წინა შეხვედრაში ცვლილებაზე წარმატებულად შემოსული მეჰმედი და სეფეროვიჩი დააყენა ძირითადში, დრმიჩი კი თადარიგში დატოვა.

ფრანგებმა მშვიდად დაიწყეს. დეშამს შესანიშნავად ესმოდა, რომ გამარჯვებისკენ გზა პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადიოდა. საფრანგეთმა ფაქტობრივად პირველივე საგოლე შესაძლებლობა გამოიყენეს. მე-17 თავი ჟირუმ გამოიჩინა. შვეიცარიამ ცენტრიდან განაახლა, შეცდომა დაუშვა და მალევე მატუიდიმ ფრანგთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამ ორწუთიანმა მონაკვეთმა შვეიცარია გატეხა. მალევე ფრანგებს პენალტის გატანის შანსი მიეცათ, თუმცა ბენზემას დარტმული ბენალიომ მოიგერია. თუმცა, მესამე გოლს შვეიცარია მაინც ვერ გადაურჩა. მე-40 წუთზე ვალბუენამ კიდევ ერთხელ დაამწუხრა ბენალიო.

შესვენებისას ჰიტცფელდმა ვითარების გადარჩენა სცადა და ბერამის ნაცვლად მოედანზე ჯემაილი შეიყვანა. ბლერიმის გამოჩენამ მოედნის ცეტრში შვეიცარიის თამაში დაალგა. თუმცა, ფრანგთა უპირატესობა უკვე ძალიან დიდი იყო. მალევე დეშამის შეგირდებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ბენზემას და სისოკოს შედეგიან დარტყმებს ბერამიმ და ჯაკამ უპასხეს და საბოლო ანგარიშითი – 2:5 დააფიქსირეს.

შვეიცარია 2-5 საფრანგეთი

გოლები: ჟირუ 17′ (0:1); მატუიდი 18′ (0:2); ვალბუენა 40′ (0:3); ბენზემა 67′ (0:4); სისოკო 73′ (0:5); ჯემაილი 81′ (1:5); ჯაკა 87′ (2:5)

 

ტურნირის მთავარი სენსაცია

მუნდიალის მთავარი სენსაციის ავტორმა კიდევ ერთხელ მაოხერხა საზოგადოების გაკვირკვება. 

ტურნირის დაწყებამდე D-ჯგუფი სიკვდილის ჯგუფად იყო შერაცხული. კოსტა-რიკა ამ კვარტეტში აშკარად ამოვარდნილად გამოიყურებოდა, თუმცა ყველაზე მეტად ვითარება ჯგუფში სწორედ მათ დაძაბეს.

ურუგვაის დამარცხების შემდეგ გუშინ კოსტა-რიკა იტალიას შეხვდა და კიდევ ერთი, უფრო ხმამაღალი სენსაცია მოახდინა. ისიც უნდა ითქვას, რომ სამივე ფავორიტი ტურნირს ფორმის პიკზე ვერ შეხვდა. თუმცა, კოსტარიკელების დამსახურებას ეს არ აკნინებს. მათ წარმოუდგენელი შესძლეს და მეორე ტურში მოიპოვეს პლეი-ოფის საგზური.

ხორხე ლუის პინტოს გუნდმა მატჩის გეგმა სრულად შეასრულა. რა თქმა უდნა, იტალიელების საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, თუცმა შეხვადრა უპირობო ფავორიტის და აუტსაიდერის დაპირისპირებას არ ჰგავდა. კოსტა-რიკამ მეორე ნომრად თამაში აირჩია, თუმცა საკუთარ საჯარიმოში “ავტობუსის” ჩაყენება არც კი უფიქრიათ. გადამწყვეტი 44-ე წუთზე ბრაიან რუისის გოლი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში იტალიამ თამაში საგრძნობლად გამოასწორა. პრანდელიმ აქცენტი შეტევაზე გააკეთა და მინდორზე ფაქტობრივად ყველა ფორვარდი გამოიყვანა. თუმცა, კასანომ, ინსინემ და ბალოტელიმ მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი მესამე ტურში იტალიასა და ურუგვაის შორის გაიმართება. აღნიშნულ მატჩში იტალიელებს ფრეც აწყობთ, თუმცა ბრაზილიაში ევროპულ გუნდებს რომ უჭირთ უკვე ცხადი ხდება.

იტალია 0-1 კოსტა-რიკა

გოლი: ბრაიან რუისი 44′ 

მუნდიალის მეორე მხარე

რიო დე ჟანეიროს, რომელსაც ქაოსი და სანახაობა არასდროს აკლია, ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატის გამო ათასობით სტუმარს მასპინძლობს. ორ წელიწადში კი, რიო ოლიმპიურ თამაშებს მიიღებს.

ახალი ობიექტების მშენებლობასთან ერთად იზრდება ფასები. თუმცა, სწრაფი პროგრესი რიოს ერთადერთი სტრესი არ არის: ქალაქსი უცხოელებისთვის რომ უფრო პრეზენტაბელური გახდეს, სამხედროებმა და პოლიციამ ფაველებში “გაწმენდის” პროგრამა აამუშავა.

გთავაზობთ რიოს უბნების ამსახველი ცხოვრების ფოტოებს:

1 (7)1 (6)1 (5)1 (1)1 (4)1 (2)

 

ეკვადორმა ჰონდურასს სძლია

E ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ეკვადორის ნაკრებმა ჰონდურასს სძლია.

ანგარიში 31-ე წუთზე კოსტლის გოლით ჰონდურასმა გახსნა. ეკვადორელებმა გათანაბრება 3 წუთში ენერ ვალენსიას გოლით მოახერხეს, რომელმაც მეორე ტაიმშიც მოახერხა გოლის გატანა და 65-ე წუთზე საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა.

საფრანგეთმა შვეიცარიას მოუგო

უხვგოლიანი გამოდგა E ჯგუფის მატჩი საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის.

ანგარიში მე-17 წუთზე ჟირუმ გახსნა. ერთ წუთში ფრანგების უპირატესობა ორამდე მატუიდიმ გაზარდა. მალევე ფრანგებს მესამე გოლის გატანა შეეძოთ, თუმცა ბენზემამ პენალტი ვერ გაიტანა. სამბურთიანი უპირატესობის მოპოვება ფრანგებმა შესვენებამდე მაინც მოახერხეს. გოლის ავტორი ვალბუენა გახდა.

67-ე წუთზე ბენზემამ მეოთხე გოლი გაიტანა. ზუსტად 6 წუთში კი სისოკომ ფრანგების უპირატესობა ხუთბურთიანი გახადა.

ბოლო ათი წუთი შვეიცარიის იყო. 81-ზე ჯემაილიმ, ხოლო 87-ე წუთზე ჯაკამ გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 2:5.