საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბანიკოვის თასზე მესამე მატჩიც მოიგო – ფინალში მეტოქე გარკვეულია!

დღეს უკრაინაში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის თასის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდა. საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრას ჩვენებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მათ ფინალის საგზური წინა დაპირისპირებაში გაინაღდეს.

თამაშში ანგარიშის გახსნა 47-ე წუთზე მეუმერსიმ შეძლო. თუმცა, 19 წუთში კვარაცხელიამ გათანაბრება მოახერხა. 70-ე წუთზე დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, ჩვენმა ბიჭებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 20 აგვისტოს ბანიკოვის თასის ფინალში ისრაელს დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ვლადიმირ ვაისი საბოლოო არჩევანს 33 მოთამაშეს შორის გააკეთებს. ამ დროისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ლიგის შვიდი ფეხბურთელია. საბოლოოდ რა შემადგენლობით მოემზადება შეხვედრებისთვის ეროვნული ნაკრები, ეს მომავალ კვირას გახდება ცნობილი. საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 28 აგვისტოდან გეგმავს. მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიას შორის 2 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. 5 სექტემბერს ჩვენი გუნდი, ვენაში, ავსტრიას დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ირლანდიასთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყახაზეთი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი),სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი,რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცელები: ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკს, აშშ), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

 

Gff.Ge

რას წერს ქართველი გულშემატკივარი მოლდოვასთან ნათამაშები ფრის შემდეგ? (ფოტოები)

დღეს მოლდოვაში, “ზიმბრუ არენაზე” მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკავციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში ადგილობრივი ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. პირველ ტაიმში ორი გოლი გავუშვით, თუმცა მერებაშვილისა და ყაზაიშვილის გოლებით ქულა გადავარჩინეთ – 2:2.

აი, რას წერენ ქართველი გულშემატკივრები მატჩის შემდეგ.

“რა აზრი აქ, აქამდე პირველ ტაიმს ვთამაშობდით მეორეს ვერა, ეხლა პირიქით!!! შედეგი იგივე გვაქვს!!! მაინც გიგულშემატკივრებთ.”

“დიდი მადლობა ბიჭებს ნამდვილად ბოლომდე იბრძოლეს.”

“ერთი ტაიმი სხვას რომ გავაწვრთვნევინოთ და მეორე ვაისს მის გემოზე არ მოსულა?”

“ვერ ხვდება ეს კაცი შემადგენლობაში ვინდააყენოს და ვინ არა!! ცხადააძე დააბრუნეთ მწვრთნელად.”

“ვინც წასასვლელია ყველამ ვიცით და კანკავა სჯობს, სანამ წყალში ჩაეყარა ის პატივი, რაც აქამდე ჰქონია.”

“რით ვერ ისწავლეთ ორივე ტაიმი თამაში.”

“მსაჯდოვა.”

“რთულია როცა ასეთი მარჯვენა მცველი პირველივე ტაიმში იმტვრევა, მიუხედავათ ამ ურთულესი მოომენტისა მაინც ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა.”

 

“ვაისის გამო ვერ მოვიგეთ ეს თამაში,დვალიშვილს,ლობჟანიძეს და დაუშვილს რო ძირითადში დააყენებ მწვრთნელობაზე არც უნდა გქონდეს პრეტენზია.”

 

 

გურამ კაშია: “ჩვენი მსგავსი ნაკრებისთვის ორ თამაშში რვა გოლი შესანიშნავი შედეგია”

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სენ კიტსისა და ნევისის გუნდს “მიხეილ მესხზე” ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 3:0 დაამარცხდა.

მატჩის შემდეგ Fanebi.Com-თან საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ყველამ იცის, რომ პირველი ტაიმი ისეთი ვერ იყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა. თუმცა, 3:0 მოვიგეთ და ეს კარგი რეზულტატია, ნამდვილად. ბოლო ორ თამაშში რვა გოლი გავიტანეთ, რაც ჩვენნაირი ნაკრებისთვის საკმარისი უნდა იყოს. მეორე ტაიმი უკეთესად ვითამაშეთ, უფრო მეტი ენერგია ჩავდეთ და უფრო გავიხსენით. პირველი ნახევარში კი იმიტომ გაგვიჭირდა, რომ დიდი ხანია, უთამაშებლები ვართ. ერთი თვე გავიდა, რაც ჩემპიონატები დამთავრდა და ფორმაში არ ვიყავით.”

“მესმის მაყურებლის უკმაყოფილება, თუმცა მეორე ტაიმში სამი გოლი გავიტანეთ, თან საკმაოდ ლამაზები. არაბიძის კარგმა თამაშმა გულშემატკივარი კმაყოფილი უნდა დატოვოს,” – აცხადებს კაშია.

საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელი პროცესის დაწყებიდან მეოთხე დღეს სრული შემადგენლობით შეიკრიბა. გუნდს ყველა ის მოთამაშე შეუერთდა,რომლებიც გასულ შაბათ-კვირას საკლუბო მატჩების გამო სანაკრებო შეკრებაზე არ იმყოფებოდნენ. მათ შორის ვაკო ყაზაიშვილი, ვაკო გვილია, ლაშა შერგელაშვილი, ლაშა დვალი, ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე.  ყაზახეთის „ატირაუს“ მცველმა უჩა ლობჟანიძემ  და თბილისის „დინამოს“ წევრმა ოთარ კიტეიშვილმა ტრავმების გამო დღევანდელი ვარჯიში გამოტოვეს. შეძლებენ თუ არა ფეხბურთელები მომდევნო ორ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ეროვნულ გუნდს დღეს სკოპიეს „ვარდარის“ წევრი ჯაბა ჯიღაური შეუერთდა, ფეხბურთელმა ნაკრებთან  სრული დატვირთვით  ივარჯიშა.

დღევანდელ ვარჯიშამდე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და გუნდის წევრმა ნიკა კვეკვესკირმა უპასუხეს.

ვლადიმირ ვაისი – “ვემზადებით მოლდოვასთან გასამართი რთული შეხვედრისთვის, სადაც მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულას ვგეგმავთ, თუმცა მანამდე ამხანაგური მატჩი გვაქვს ნაკლებად ნაცნობ გუნდთან, რომელიც სომხეთს ეთამაშა. ვფიქრობ, რომ საკონტროლო შეხვედრისთვის სენტ კიტსის და ნევისის გუნდი კარგი მეტოქეა. რამდენიმე ახალი ფეხბურთელის გამოძახება მომიწია, რომლებიც ახლა შეკრებაზე არიან. იცით, რომ ბევრი ტრავმირებული გვყავს. ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ ეს ფეხბურთელები თავს არამხოლოდ საწვრთნელ პროცესში, არამედ უშუალოდ თამაშში“.

ნიკა კვეკვესკირი – “ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. სამწუხაროდ ისე განვითარდა ბოლო დროინდელი სანაკრებო ისტორია,რომ ალბათ ცოტას თუ ახსოვს, როდის გადავაბით რამდენიმე გამარჯვება ერთმანეთს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი თამაში ამ ახალგაზრდულ გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოსაყალიბებლად. რა თქმა უნდა, მთავარი მოლდოვასთან მატჩია, თუმცა სანაკრებო თამაშია და ყველა  შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია , იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის,რომლებსაც დებიუტი ექნებათ და ასევე მათთვის, ვისაც არცთუ ისე ბევრი თამაში აქვს ჩატარებული და მჯერა, რომ გამარჯვების მიღწევა შეგვიძლია”.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში,ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე, მაკედონია)

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი),ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)

საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს.

სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრები 6 ივნისს, ასევე 18 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს, მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშებზე დასწრება 15 წუთის განმავლობაში შეეძლებათ.

ამხანაგური მატჩი საქართველოსა და სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებებს შორის, 7 ივნისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მოლდოვასა და საქართველოს შორის, 11 ივნისს, კიშინიოვში შედგება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

Gff.Ge

გოგონათა 16-წლამდე ნაკრებმა განვითარების თასზე პირველი შეხვედრა გამართა

3 მაისს, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი შეხვედრა გამართა.

ქართველ გოგონათა მეტოქე მოლდოვას 16-წლამდე ნაკრები გახლდათ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. პენალტების სერია, კი მეტოქემ უკეთ შეასრულა და 7:6 მოიგო. ჩვენი მხრიდან ერთადერთი გოლი ნათია დანელიამ გაიტანა.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

გაბელაია, მინაძე, ჯოჯუა, რაუხი, ქადაგიშვილი, დანელია, ეჯიბია (44’ ცაავა), ბოლქვაძე, გოცირიძე, ბებია (41’ ფერაძე), წოწერია (14’ მწყერაშვილი, 61’ აკობიძე)

გივი კვარაცხელიას გუნდი ტურნირის მომდევნო შეხვედრას 5 მაისს, მასპინძელი ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს.

Gff.Ge

საქართველო ქ 2:1 ესტონეთი ქ (ვიდეო)

8 აპრილს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა. ლევან ბაჯელიძის გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში მე-14 წუთზე ხატია ჭყონიამ გახსნა. მე-20 წუთზე გულნარა გაბელიამ მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. ესტონელებმა სხვაობის შემცირება და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება 59-ე წუთზე შეძლეს, გოლი სიგნი აარნას ანგარიშზეა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები შესარჩევი რაუნდის ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრას 11 აპრილს ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

საქართველო ქ 2:1 ესტონეთი ქ

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო ქ: სუხაშვილი, ქველიძე, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (87’ ჩემინავა), ჭყონია (90’ ჭიჭინაძე), გაბელია, დანელია, სხირტლაძე, სუთიძე, დოლიძე (61’ გორგაძე)

მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

ესტონეთი ქ: სტრიგინი, რაადიკი, პაულუსი, კუბასოვა (73’ ტოომი), აარნა (79’ ლოო), ბანიკოვა, ტამმიკი (75’ კუბასსოვა), ზლიდნისი, ვალსი (87’ სორმუსი), ოუნპუუ, რუტკოვსკაია

მთ. მწვრთნელი: ინდრეკ ზელინსკი

მსაჯები: ზუზანა კოვაჩოვა, სლავომირა მაიკუტოვა, ანდრნიკი ნიოტი, ელენი ლამპადარიუ

გაფრთხილება: 18’ ჭყონია

გოლები: 1:0 ჭყონია (14), 2:0 გაბელია (20), 2:1 აარნა (59)

ჯგუფის მეორე შეხვედრა ყაზახეთსა და ლატვიას შორის შედგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. 4-4 ქულით გუნდები შესარჩევი რაუნდის პირველ ჯგუფს ლიდერობენ. შესარჩევი რაუნდის ბოლო მატჩს ყაზახეთის ქალთა ეროვნული ნაკრები 11 აპრილს, 16:00 საათზე ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს.

ყაზახეთი ქ 2:2 ლატვია ქ

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

ყაზახეთი ქ: ჟელეზნიაკი, კირგიზბაიევა, კრასიუკოვა, ვილდანოვა, ბორტნიკოვა, ნიკოლაიენკო, ბაბშუკი, მიასნიკოვა, აიტიმოვა, ჟოლჩიევა (46’ ჟანატაიევა), ხაირულინა (46’ კაირბეკოვა)

მთ. მწვრთნელი: აიტპაი ჯამანტაიევი

ლატვია ქ: იბრაგიმოვა, კრუმინა, პროპოშინა, სპრუნტულე, გირჟდა, როჩანე, ფედოტოვა, ვოიტანე (87’ ვაციეტე), შევცოვა, ფიოდოროვა, მიკსონე

მთ. მწვრთნელი: დიძის მატისი

მსაჯები: ივანა პროიკოვსკა, ვიოლცა იზეირი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი

გაფრთხილება: 63’ მიასნიკოვა

გოლები: 0:1 ფიოდოროვა (37), 0:2 ფედოტოვა (64), 1:2 მიასნიკოვა (75), 2:2 მიასნიკოვა (85)

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წაგებით დაიწყო

6 აპრილს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის პირველიშეხვედრა გამართა. ქართველი გოგონები ყაზახეთთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 34-ე წუთზე იულია ნიკოლაიენკო გაიტანა. ლევან ბაჯელიძის გუნდი შესარჩევი რაუნდის მეორე შეხვედრას კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ქალთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 8 აპრილს გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ყაზახეთი ქ 1:0 საქართველო ქ

თბილისი, „მიხეილ მესხი“

ყაზახეთი ქ: ჟელეზნიაკი, ჟანატაიევა, კრასიუკოვა, ვილდანოვა, ბორტნიკოვა, ნიკოლაიენკო, ბაბშუკი, მიასნიკოვა (90’ გაისტენოვა), აიტიმოვა, ჟოლჩიევა, ხაირულინა (89’ კაირბაიევა)

მთ. მწვრთნელი: აიტპაი ჯამანტაიევი

საქართველო ქ: სუხაშვილი, ქველიძე, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (84’ გორგაძე), ჭყონია, გაბელია, დანელია, სხირტლაძე, სუთიძე, ჩემინავა (68’ ჭიჭინაძე)

მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

მსაჯები: ელენი ლამპადარიუ, ანდრონიკი ნიოტი, ვიოლცა იზეირი, ივანა პროიკოვსკა

გაფრთხილება: 16’ ვილდანოვა, 44’ ქველიძე, 60’ ჭყონია

გოლი: 1:0 ნიკოლაიენკო (34)

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლატვიის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი 4:0 დაამარცხა და პირველი ტურის შემდეგ გალიდერდა. ლატვიელები შესარჩევი ეტაპის მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს 14:00 საათზე ყაზახეთის ქალთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ესტონეთი ქ 0:4 ლატვია ქ

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

ესტონეთი ქ: სტრიგინი, პელლო (61’ ბანნიკოვა), რაადიკი, ლოო, აარნა (46’ როსენი), ტოომი, ტამმიკი (75’ კუბასსოვა), ზლიდნისი, ოუნპუუ, საარი, რუტკოვსკაია

მთ. მწვრთნელი: ინდრეკ ზელინსკი

ლატვია ქ: იბრაგიმოვა, კრუმინა, პროპოშინა, სპრუნტულე, გირჟდა, როჩანე, ფედოტოვა (74’ ვაციეტე), ვოიტანე (82’ ზაიჩიკოვა), შევცოვა, ფიოდოროვა (89’ ტილე), მიკსონე

მსაჯები: ზუზანა კოვაჩოვა, სლავომირა მაიკუტოვა, ხათუნა მაისურაძე, ქეთვან გაიპარაშვილი

გაფრთხილება: 70’ რაადიკი

გოლები: 0:1 ფიოდოროვა (37), 0:2 სპრუნტულე (44), 0:3 ვოიტანე (62), 0:4 შევცოვა (68)

13-წლამდე რეგიონთა თასის გამარჯვებული გუნდი ბერლინშია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ჩატარებული ტურნირის 13-წლამდე რეგიონთა თასის გამარჯვებული თბილისის გუნდი ბერლინში იმყოფება. რეგიონთა თასის გამარჯვებულები ბერლინში გერმანელ თანატოლებს შეხვდებიან და ამხანაგურ მატჩებში გამოცდიან საკუთარ ძალებს.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისის გუნდი საფეხბურთო კლუბ “ჰერტას” აკადემიას დაათვალიერებს და ბუნდესლიგის მატჩს, “ჰერტა” – “ჰოფენჰეიმს” დაესწრება. დაგეგმილია ერთობლივი ვარჯიში “ჰერტას” ბავშვთა აკადემიის ფეხბურთელებთან ერთად. 2 აპრილს საფეხბურთო კლუბ “მაგდებურგის” მიწვევით ახალგაზრდა ფეხბურთელები “მაგდებურგის” აკადემიას ესტუმრებიან და თანატოლებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

13 წლამდელთა „რეგიონთა თასი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს, ფიფას მხარდაჭერით, პირველად ჩაატარა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა 16 რეგიონული საფეხბურთო ნაკრები მონაწილეობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 20 მწვრთნელი მუშაობდა, რომელთაც გადამზადების კურსები , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორმა – კიმ პაულსენმა ჩაუტარა.

პროექტი, რომლის მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა, 2017 წელსაც გაგრძელდება.

Gff.Ge

საქართველოს ქალთა ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ლევან ბაჯელიძის გუნდი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის მატჩებს თბილისში გამართავს. ქართველი გოგონები საწვრთნელ შეკრებას ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაივლიან. ჩვენი გუნდი 6-11 აპრილს ძირითად საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისთვის იბრძოლებს. საკვალფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის პირველ ჯგუფში საქართველოს, ესტონეთის, ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებები იასპარეზებენ. მომდევნო ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული და ოთხ საკვალიფიკაციო ჯგუფს შორის ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის 22 ფეხბურთელით ემზადება:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი („ერეგლი ბელედიესპორი“, თურქეთი), თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), თინათინ ჯიჯეიშვილი („ლანჩხუთი“)

მცველები: ნათია სხირტლაძე („ლედი გორი“), ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), თამარ დოლიძე („აჭარა“), თამარ ქველიძე („კიტ კარლსრუე“, გერმანია), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), ქრისტინე შახკულიანი („მართვე“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), თეონა ბაქრაძე („ერეგლი ბელედიესპორი“, თურქეთი), მარიამ დანელია („თბილისი“), ლანა გორგაძე („მართვე“, ქუთაისი), მაია ნასყიდაშვილი („ივერია“, ხაშური), ანა კულდონაშვილი („თბილისი“), მარიამ ბასილაძე („ნორჩი დინამო“, თბილისი), თამთა შენგელია („მართვე“, ქუთაისი)

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა („ჟალგირისი“, ლიტვა), ხატია ჭყონია („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), გულნარა გაბელია („ბიიკ კაზიგურტი“ ყაზახეთი), ლელა ჭიჭინაძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი)

მატჩების განრიგი:

6 აპრილი
14:00 ესტონეთი-ლატვია
16:00 ყაზახეთი-საქართველო

8 აპრილი
14:00 ყაზახეთი-ლატვია
16:00 საქართველო-ესტონეთი

11 აპრილი
16:00 ესტონეთი-ყაზახეთი
16:00 ლატვია-საქართველო

მატჩები მესხის სახელობის სტადიონის ცენტრალურ და სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

Gff.Ge

დავით ხოჭოლავა: “კარის მშრალად ყველაფერი გავაკეთეთ”

ლატვიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, დავით ხოჭოლავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვფიქრობ, რომ შესანიშნავი მატჩი გამოგვივიდა. სერბეთთან კრახის შემდეგ, აუცილებლად უნდა მოგვეგო. ამ ორ მატჩს შორის სამი დღე გუნდში შესანიშავი ატმოსფერო სუფევდა. ყველაფერი გვინდოდა გაგვეკეთებინა, რათა გოლი არ გაგვეშვა და თან ბევრი გაგვეტანა.”

“იყო რამდენიმე შეცდომა, თუმცა ჩემს თამაშს ნორმალურად შევაფასებდი, რადგან საკუთარ  კარში ბურთი არ მიგვიღია,” – განაცხადა ხოჭოლავამ.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა რუსი თანატოლები კვლავ დაამარცხა

27 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2017-ის მზადების პროცესში რუსეთის 19-წლამდე ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი მე-16 წუთზე გავიდა. გიორგი კოხრეიძემ მეტოქის მცველს სისწრაფეში აჯობა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დაბალ კუთხეში გადაგზავნა ბურთი. ამის შემდეგ მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის 25 მარტს გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრაც გიორგი ყიფიანის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

საქართველო U19 1:0 რუსეთი U19

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

საქართველო U19: გუგეშაშვილი, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, ლაკვეხელიანი (46’ კაციძე), საღრიშვილი (46’ ჩოგაძე), არდაზიშვილი (46’ კვანტალიანი), კოხრეიძე (46’ ჯიქია), ჩაკვეტაძე (46’ ფოჩხუა), სამურკასოვი (61’ ა. ნინუა), კუცია (61’ ნ. ნინუა), მალი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

რუსეთი U19: ბოგატირევი (62’ ლომაევი), გოლუბევი, ბოროდინი (62’ ლაპშოვი), გორშკოვი (62’ ვებერი), დ. უტკინი (69’ პოლიკოვი), იგნატიევი, სულეიმანოვი (56’ გლუშენკოვი), რუდენკო (56’ რუდენკო), ევგენიევი, პოიარკოვი (69’ ციპჩენკო), ს. უტკინი

მთ. მწვრთნელი: მიხაილ გალაკტიონოვი

მსაჯები: გიორგი კიკაჩეიშვილი, ალექსანდრე აფციაური, დავით ახვლედიანი, არსენ ნონიკაშვილი

გაფრთხილება: 33’ გოლუბოვი, 45’ პოიარკოვი, 90’ გლუშენკოვი

გოლები: 1:0 კოხრეიძე (16)

წყარო: Gff.Ge