„ნიუ-იორკ ნიქსმა“, შესაძლოა, ბაინემი დაიმატოს

ESPN.com-ის ვარაუდით, „ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა, შესაძლოა, კლუბში ცენტრი ენდრიუ ბაინემი მოიყვანოს, რომელსაც ჯერ კიდევ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ ავარჯიებდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს ბაინემი თავისუფალი აგენტის სტატუსით „ინდიანა პეისერსში“ გადაბარგდა, თუმცა გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 11,5 ქულა და 9,5 მოხსნა შეადგინა.

სეზონის დასრულების შემდეგ ცენტრი კვლავ თავისუფალი აგენტი გახდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ნიუ-იორკ ნიქსის“ თავკაცის პოსტის დაკავების ყველაზე მეტი შანსი დერეკ ფიშერს აქვს

„იაჰუ სპორტსის“ ინფორმაციით, „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ვეტერანს დერეკ ფიშერს „ნიუ-იორკ ნიქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ყველაზე მეტი შანსი აქვს.

აქამდე იყო ვარაუდი, რომ ნიუ-იორკელები კონტრაქტის გაფორმებას „დენვერ ნაგეტსის“ თავკაცთან ბრაიან შოუსთან შეეცდებოდნენ, თუმცა ამ უკანასკვნელმა კოლორადოში დარჩენა ამჯობინა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე „ნიქსის“ თავკაცობის ყველაზე მეტი შანსი სწორედ ფიშერს აქვს.

ცნობისთვის, დერეკს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემადგენლობაში ფილ ჯექსონის თავკაცობით ზედიზედ ხუთი ჩემპიონატი აქვს მოგებული.

თავად 39 წლის კალათბურთელის გეგმების შესახებ კი ამჟამად არაფერია ცნობილი

ალექსანდრე მატევოსოვი

კარმელო ენტონიმ ჯასტინ ბიბერთან ერთად კალათბურთი ითამაშა

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდმა კარმელო ენტონიმ მომღერალ ჯასტინ ბიბერთან ერთად კალათბურთი ითამაშა. კანადელი მუსიკოსი კალათბურთელის მეგობარია და იგი ბოლო ვარჯიშის დროს მოინახულა.

„ჯასტინის ნახვა გამიხარდა. მადლობა მას, რომ ჩემ მოსანახულებლად მოვიდა. ახლა კი დროა, მასთან ერთი ერთზე თამაში გავაგრძელო“, – დაწერა ენტონიმ თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე.

ალექსანდრე მატევოსოვი

დერეკ ფიშერი მწვრთნელობაზე არ ფიქრობს

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ვეტერანმა დერეკ ფიშერმა, რომელიც „ნიუ-იორკ ნიქსის“ შესაძლო თავკაცად მოიაზრება, ჯერ არ იცის, დაიწყებს თუ არა სამწვრთნელო კარიერას.

„სიმართლე რომ გითხრათ, სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებაზე არც კი მიფიქრია. ჩემი აზრით, ამისთვის დიდი სურვილი, დრო და მონდომებაა საჭირო. მსგავს სიტუაციებში სათანადო დროის დადგომას უნდა ელოდო“, – განუცხადა ფიშერმა „USA Today“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ნიუ-იორკ ნიქსმა“ მაიკ ვუდსონი გაათავისუფლა

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ტვიტერის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მაიკ ვუდსონი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა.

„მაიკ ვუდსონს და მთელ სამწვრთნელო შტაბს დიდ პატივს ვცემთ. 2013/14 წლების სეზონში როგორც მოთამაშეებს, ასევე მწვრთნელებს ძალიან გაუჭირდათ და ყველაფერში მხოლოდ ერთი ადამიანის დადანაშაულება სწორი არ იქნება. თუმცა, ვფიქრობთ, ცვლილებების დრო დადგა.

„ნიქსის“ სტრუქტურაში მომუშავე ყოველმა ადამიანმა გაკეთებული სამუშაოსთვის ვუდსონს მადლობა უნდა გადაუხადოს. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსუვებთ“, – განაცხადა ნიუ-იორკელთა პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა.

არასრულ სამ სეზონში „ნიქსთან“ ერთად ვუდსონის შედეგმა 109-79 შეადგინა. მიმდინარე სეზონში კი გუნდმა პლეი-ოფში გასვლა ვერ შეძლო და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილი დაიკავა.

გავრცელებული ინორმაციით, „ნიქსის“ ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელის ძებნა უკვე დაიწყო.

ალექსანდრე მატევოსოვი

პაუ გასოლი, შესაძლოა, „ნიუ-იორკ ნიქსში“ გადავიდეს

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში „ნიუ-იორკ ნიქსის“ ხელმძღვანელები „ლოს-ანჯელს ლეიკერსის“ ფორვარდის პაუ გასოლის შეძენას შეეცდებიან.

ცნობისთვის, 33 წლის ესპანელი მიმდინარე სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.

მიმდინარე სეზონში გასოლმა „ლეიკერსის“ მაისურით 60 მატჩი ჩაატარა. ერთ შეხვედრაში მისი საშუალო მონაგარი 17,4 ქულას, 9,7 მოხსნასა და 3,4 გადაცემას შეადგენს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ნიუ-იორკ ნიქსი“ პლეი-ოფის მიღმა დარჩა

„ატლანტა ჰოუქსმა“ გამთენიისას ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი „მაიამი ჰიტი“ ანგარიშთ 98:95 დაამარცხა, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილი გაინაღდა. პლეი-ოფის პირველ რაუნდში „ჰოუქსის“ მეტოქე, სავარაუდოდ, სწორედ „მაიმი ჰიტი“ იქნება, რომელიც ამჯამად კონფერენციის პირველ ადგილს „ინდიანა პეისერსთან“ იყოფს (54-26).

აღსანიშნავია, რომ ბოლო რვა მატჩში „ატლანტას“ მეექვსე მოგებამ (37-43), „ნიუ-იორკ ნიქსი“ (34-45) პლეი-ოფის მიღმა დატოვა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ფინიქს სანსის“ გულშემატკივარმა ბურთი მოედნის ცენტრიდან ჩააგდო (ვიდეო)

„ფინიქს სანსისა“ და „ნიუ-იორკ ნიქსის“ მატჩის შესვენებისას არიზონის შტატის წარმომადგენლის გულშემატკივარმა ბურთი მოედნის ცენტრიდან ჩააგდო და 77 777 დოლარი მოიგო..

გამარჯვებულს წარმატება საყვარელი კლუბის მოთამაშეებმაც მიულოცეს.

აქვე წარმოგიდგენთ ამ საინტერესო მომენტის ამსახველ ვიდეოს:

კარმელო ენტონი ფილ ჯექსონის ინტერვიუმ გაახარა

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდი კარმელო ენტონი კლუბის ახალი პრეზიდენტის ფილ ჯექსონის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „მელოს“ შენარჩუნება კლუბის გეგმებში შედის.

„ვიმედოვნებდი, რომ „ნიქსი“ ჩემს დატოვებაზე იფიქრებდა. ნიუ-იორკიდან წასვლის სურვილზე ან მსგავს თემაზე არ მისაუბრია. ერთადერთი, რაც ვთქვი, იყო ის, რომ თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავალ. ბედნიერი ვარ, რომ ჯექსონთან მუშაობის შესაძლებლობა გამიჩნდა“, – განუცხადა ენტონიმ „CBSSports“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფილ ჯექსონი: „კარმელო ენტონის გაშვება არ გვსურს“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ახალმა პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა განაცხადა, რომ გუნდის ლიდერის კარმელო ენტონის გაშვებას კლუბი არ აპირებს.

„გარწმუნებთ, კარმელოს დატოვება ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის“, – განუცხადა ჯექსონმა „ESPN New York“-ს.

ცნობისთვის, აქამდე მიცემულ ინტერვიუებში „მელომ“ აღნიშნა, რომ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას აპირებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფილ ჯექსონი „ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტი გახდა

„ESPN New York“-ს ცნობით, პარასკევს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა „ნიუ-იორკ ნიქსთან“ კონტრაქტი გააფორმა და კლუბის პრეზიდენტი გახდა.

„ჩიკაგო ბულსისა“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილმა თავკაცმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მისი ყოველწლიური ხელფასი 12 მილიონ დოლარს შეადგენს.

სამშბათს „მედისონ სკვერ გარდენში“ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც „ნიქსის“ ხელმძღვანელები ჯექსონს ოფიციალურად წარადგენენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნოა კარმელო ენტონის „ჩიკაგო ბულსში“ იწვევს

„ჩიკაგო ბულსის“ ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ ორი კვირის წინ გამართული ოლ სტარის წინ „ნიუ-იორკი ნიქსის“ ლიდერი კარმელო ენტონი თავის გუნდში მიიწვია, რის შესახებაც ESPN-ის ჟურნალისტი კრის ბრუსარი იტყობინება.

ბრუსარის ინფორმაციით, ნოამ ენტონის შემდეგი წინადადებით მიმართა: „შენ ლოს-ანჯელესში გადასვლა შეგიძლია. თუმცა, ტიტულების მოგება და ისტორიაში შესვა თუ გსურს, „ჩიკაგო ბულსში“ უნდა გადახვიდე“.

თავის მხვრივ, ენტონიმ ნოას შემდეგი პასუხი გასცა: „თვალყურს სისტემატიურად გადევნებთ. გუნდის მოთამაშეთა ხასიათითა და თამაშით აღფრთოვანებული ვარ. სხვათა შორის, ჩემი ვაჟის საყვარელი კალათბურთელი დერიკ როუზია“.

ბრუსარი ასევე წერს, რომ ტრავმირებული გამთამაშებელი ჩიკაგოში გადასვლას განიხილავს და „ხარების“ მაისურის მორგებისთვის მზად არის.

ალექსანდრე მატევოსოვი