“ნიუკასლს” გუნდის თავკაცის პოსტზე ვიეირას მოწვევა აქვს განზრახული

“ნიუკასლ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდის თავკაც პატრიკ ვიეირასთან მოლაპარაკებების გამართვა სურს.

“კაჭკაჭებს” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ ფრანგი სპეციალისტის მოწვევა აქვთ განზრახული.

შეგახსენებთ, რომ აწ უკვე დასრულებული სეზონი “ნიუკასლ იუნაიტედმა” ჯონ კარვერთან ერთად ჩაამთავრა, რომელიც გუნდიდან ალან პარდიუს წასვლის შემდეგ დროებითი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს.

 

“ნიუკასლი” ხონასს და რაიან ტეილორს ემშვიდობება

“ნიუკასლის” ხელმძღავნელობის გადაწყვეტილებით კლუბი ხონას გუტიერესს და რაიან ტეილორს კონტრაქტებს არ გაუხანგრძლივებს.

არგენტინელმა ვინგერმა სიმსივნის დამარცხების შემდეგ მოედანზე დაბრუნება და “ნიუკასლისტვის” პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაც შეძლო, თუმცა მიუხედავად ასეთი დამსახურებისა 31 წლის მოთამაშეს ახალი ხელშეკრულება არ შესთავაზეს და ის თავისუფალი აგენტი ხდება. გუტიერესი “ნიუკასლის” ღირსებას 2008 წლიდან იცავდა.

მასთან ერთად გუნდს 30 წლის რაიან ტეილორიც დატოვებს, რომელსაც ბოლო წლებში ორი მძიმე ტრავმა ჰქონდა გადატანილი.

როგორ გულშემატკივრებს პატარა ბავშვი “ნიუკასლს” (ვიდეო)

24 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნიუკასლმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გულშემატკივრობს “ნიუკასლს” პატარა ბავშვი.

“ნიუკასლი” პრემიერ ლიგაში დარჩა

ინგლისური პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში “ნიუკასლმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” დაამარჩხა და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა. ანგარიში 54-ე წუთზე სისიკომ გახსნა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე საბოლოო შედეგი ხონას გუტიერესმა დააფიქსირა

ამრიგად “ნიუკასლმა” ამ გამარჯფებით მოუგებელი სერიაც და სეზონიც 39 ქულით მე-15 პოზიციაზე დაასრულა.

“ნიუკასლი” “ანდერლეხტს” შეუთანხმდა

უახლოეს ზაფხულში, “კაჭკაჭები” შემადგენლობას ალექსანდრ მიტროვიჩით გააძლიერებენ.

gianlucadimarzio.com-ის ცნობით, გუნდებმა მიაღწიეს შეთანხმებას 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე, რომელიც 15 მილიონი ფუნტი დაჯდება.

კონტრაქტის ფინანსური მხარეები გაუხმაურებელი რჩება.

შეგახსენებთ, რომ სერბმა თავდამსხმელმა ამ სეზონში “ანდერლეხტის” შემადგენლობაში ჩატარებულ 46 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

“ლივერპულმა” “ნიუკასლს” აჯობა

დასრულდა ინგლისური პრემიერლიგის 32-ე ტური, რომლის უკანასკნელ მატჩში “ლივერპულმა” საშინაო არენაზე “ნიუკასლს” უმასპინძლა.

“ენფილდზე” გამართული დაპირისპირება მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ანგარიში მატჩის დებიუტში, მე-9 წუთზე რახიმ სტერლინგმა გახსნა. საბოლოო შედეგი კი 70-ე წუთზე, ჯო ალენის დარტყმის შემდეგ დაფიქსირა, რომელმაც “სიტისთან” “ლივერპულელთა” ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა.

“ინტერი” სანტონს გამოისყიდის

შემდეგნაირ ინფორმაციას მოთამაშის აგენტი თავად ავრცელებს.

მცველ დავიდ სანტონის აგენტმა, რენცო კონტრატომ განაცხადა, რომ “ინტერი” “ნიუკასლიდან” მისი კლიენტის კონტრაქტს სრულად გამოისყიდის.

“ნერაძურის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს. მილანში დაბრუნება სასიხარულოა, მაგრამ სამწუხაროა, გუნდის ნაჩვენები ბოლოდროინდელი შედეგები,”-აცხადებს აგენტი.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში, 24 წლის მცველმა ექვსი მატჩი ჩაატარა.

BBC-ს ექსპერტები: ევანსი და სისე დისკვალიფიკაციას იმსახურებენ

წარსულში ცნობილმა მოთამაშეებმა და ახლა Match of the Day-ს ექსპერტებმა გუშინდელი ინციდენტი შეაფასეს, ჯონი ევანსსა და პასის სისეს შორის.

შეგახსენებთ, რომ კამათისას “მანჩესტერის” მცველმა ფერადკანიან შემტევს შეაფურთხა, ხოლო “კაჭკაჭთა” ცხრიანმაც არ დააყოვნა და საპასუხო გაუგზავნა. დაპირისპირება მსაჯმა ვერ შეამჩნია, მაგრამ ტელევიზიას და ინტერნეტ-სივრცეს ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია.

ლივერპულისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილმა წევრმა, დიტმარ ჰამანმა ეპიზოდი შემდეგნაირად შეაფასა: “ეს ამაზრზენია. შეუძლებელია, პროფესიონალი ფეხბურთელი ასეთ გადაწყვეტილებას იღებდეს. ორივე ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია უნდა მიიღონ, რამდენიმე კვირით”.

ფილ ნევილი: “ეს ყველაზე საშინელებაა, რაც სტადიონზე შეიძლება გააკეთო. ორივე მოთამაშე დასჯის ღირსია”.

ჯერმეინ ჯენასი: “ასეთი რამ ფეხბურთისა და პრემიერ ლიგის იმიჯს დიდ ზიანს აყენებს. მათ დისკვალიფიკაცია დიდი ხნის მანძილზე ეკუთვნით”.

ასევე იხილეთ: ჯონი ევანსმა და პასის სისემ ერთმანეთს შეაფურთხეს?

ჯონი ევანსმა და პაპის სისემ ერთმანეთს შეაფურთხეს? (ფოტოები)

4 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ნიუკასლმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს. როგორც უცხოური სპორტული ვებ-გვერდები წერენ, პაპის სისემ და ჯონი ევანსმა ერთმანეთს შეაფურთხეს.

Newcastle-v-Manchester-United (1)

Newcastle-v-Manchester-United

PAY-Newcastle-v-Manchester-United (1)

PAY-Newcastle-v-Manchester-United

სერხიო აგუერომ ინგლისის პრემიერ ლიგაში 1994 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი პენალტი გაიტანა (ვიდეო)

21 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი გოლი მე-2 წუთზე გავიდა. შეხვედრის დაწყებიდან 72 წამში, სერხიო აგუერომ “ნიუკასლის” კარი პენალტით დალაშქრა.

აღსანიშნავია, რომ 1994 წლის შემდეგ, ინგლისის პრემიერ ლიგაში, პენალტით, ასეთი სწრაფი გოლი არ გასულა.



მილნერი „ნიუკასლთან“ არ იქნება

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი „ნიუკასლთან“ ინგლისის პრემიერლიგის მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა.

„მილნერის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშს ვერ ახერხებს. სხვა მოთამაშეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მანჩესტერული კლუბის დამრიგებელმა.

“ნიუკასლს” “ჰამბურგის” ფორვარდი სურს

“ჰამბურგის” ფორვარდი პიერ-მიშელ ლასოგა “ნიუკასლის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. Bild-ის ცნობით ინგლისელებმა გერმანულ კლუბს წინადადება უკვე გაუკეთეს.

შეგახსენებთ, რომ “ჰამბურგმა” ლასოგა “ჰერტასგან” წელს გამოისყიდა და მოთამაშეს კონტრაქტი 2019 წლამდე გაუფორმა. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.