“ნორვიჩი” – “მანჩესტერი” : ლუიმ რეშფორდი დაასვენა და შანსი მემფისს მისცა

როგორც იცით, სულ მალე დაიწყება მატჩი “ნორვიჩსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის. უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობებიც.

აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერელთა” ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მარკუს რეშფორდი დაასვენა და მის ნაცვლად მემფის დეპაის მისცა შანსი, რომელიც ბოლო დროს იმედებს ვერ ამართლებს. დეპაის ანტონი მარსიალის გვერდით მოუწევს თამაში.

“ნორვიჩ სიტი”: რუდი; პინტო, მარტინი, ბასონგი, ოლსონი; რედმონდი, ჰოუსონი, ო’ნილი, ბრედი; ჰულაჰანი; ჯერომი.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, როხო, დარმიანი; კერიკი, რუნი; მატა, ლინგარდი, მემფისი; მარსიალი.

სუარესმა „ნორვიჩი“ არ დაინდო

ინგლისის პრემიერლიგის XIV ტურში „ლივერპულსა“ და „ნორვიჩ სიტის“ შორის გამართული მატჩი ლუის სუარესის ნამდვილ ბენეფისად იქცა. მერსისაიდული გუნდის ურუგვაელმა თავდამსხმელმა პოკერი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. „ლივერპულმა“ მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

სუარესმა ანაგრიში მე-15 წუთზე გახსნა, როცა „ნორვიჩის“ მეკარე კარიდან გამოსული შენიშნა და შორი მანძილიდან დარტყმით გაიტანა. 29-ე წუთზე იმავე სუარესმა „წითლების“ უპირატესობა გაზარდა, ამჯერად გოლი კუთხურს მოჰყვა. 35-ე წუთზე სუარესმა მესამე გოლი გაიტანა: შეტევაზე მყოფმა ურუგვაელმა ფორვარდმა მეტოქე გუნდის მცველს თავზე ლამაზად გადაატარა ბურთი, საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი მეკარესგან მარცხენა კუთხეში გაგზავნა. მომდევნო გოლის ხილვამდე გულშემატკივრებს საკამო ლოდინი მოუწიათ. სუარესმა პოკერი შეხვედრის 74-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით შეასრულა. 83-ე წუთზე ბრედლი ჯონსონსმა ერთი ბურთი კი გაქვითა, თუმცა მატჩს წერტილი მაინც სქაუზერებმა დაუსვეს: სუარესის გადაცემა ახალგაზრდა რაჰიმ სტერლინგმა შეირგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.

„ლივერპულმა“ 27 ქულას მოუყარა თავი და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება „ნორვიჩს“, „იადონებს“ 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიცია აქვთ დაკავებული.

ინგლისის პრემიერლიგა
XIV ტური
„ლივერპული“-„ნორვიჩ სიტი“ 5:1
გოლები: სუარესი 15′, 29′, 35′, 74′, სტერლინგი 88′ – ბ. ჯონსონი 83′.
გაფრთხილებები: ალენი 34′, ჯერარდი 43′, ფლანაგანი 69′ – ჯონსონი 20′.

ბექა დოგრაშვილი