გუშინ რომის მასტერსის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს პლანეტის პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი და მეორე ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სერბის გამარჯვებით 4:6, 6:3, 6:3 დასრულდა.
როგორც ცნობილია, ჯოკოვიჩი ტურნირის საპრიზო თანხას 549 000 ათას ევროს სერბეთში და ბოსნიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გადაურიცხავს.
26 წლის ჩოგბურთელმა, რომელიც თავისი პატრიოტიზმითაა ცნობილი, მოგება სწორედ სტიქიით დაზარალებულ თანამემამულეებს მიუძღვნა და ВВС-სთან მატჩისშემდგომ ინტერვიუში სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ალექსანდრე მატევოსოვი