უაითსაიდით ერთდროულად სამი კლუბი დაინტერესდა

თუ Hoopsworld-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მაშინ, ცენტრის ჰასან უაითსაიდის შეძენა ერთდროულად ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სამ კლუბს სურს. გამოცემის ცნობილი ჟურნალისტის ალექს კენედის ცნობით, 24 წლის კალათბურთელის შეძენის სურვილი ”ნიუ-იორკ ნიქსის”, ”მილუოკი ბაქსისა” და ”მაიამი ჰიტის” ხელმძღვანელებს აქვთ.

შეგახსენებთ, რომ უაითსაიდი 2010 წლის დრაფტზე ”საკრამენტო კინგსის” მენეჯერების მიერ 33-ე ნომრად იქნა არჩეული. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ბოლოს ეს მოთამაშე 2011/12 წლების სეზონში თამაშობდა.

ალექსანდრე მატევოსოვი