სკოულზს “ოლდჰემის” გაწვრთნა უნდოდა, მაგრამ კლუბისგან უარი მიიღო

ინგლისის პრემიერ ლიგის 11-გზის გამარჯვებული, პოლ სქოულზი მოუთმენლად ელის თავისი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას. Sky Sports-ის ცნობით, მას ბრიტანულ “ოლდჰემში” უნდოდა თავისი შესაძლებლობების გამოცდა, მაგრამ კლუბმა არჩევანი ახალგაზრდა რიჩი უელენსზე გააკეთა.

“საიდუმლო ნამდვილად არაა, რომ ეს სამუშაო მინდოდა. ეს სფერო ძალიან მაინტერესებს. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ ისინი ჩემს მსგავსად სხვა კანდიდატებთანაც საუბრობდნენ. ეს ადგილი ნამდვილად მინდოდა.

მათ უარი ვერ თქვეს რიჩის დანიშვნის შესაძლებლობაზე, რომელმაც გუნდის სწორ გზაზე დააყენა და ხუთიდან ოთხი თამაში მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა “ბრედფორდთან”. ასე რომ, ის ამ ამპულას ფანტასტიკურად მოერგო.

ვფიქრობ, რიჩიმ ფანებს რაღაცის იმედი მისცა და ისეთი ფეხბურთი აჩვენა, რომლის ხილვაც დიდი ხნის მანძილზე უნდოდათ. წარმატებებს ვუსურვებ მას, მან სამუშაო მიიღო და იმედი მაქვს, ასევე გააგრძელებს კლუბთან თანამშრომლობას,” – აცხადებს სქოულზი.

“ბარნსლის” ფეხბურთელმა “ოლდჰემს” ბოლო წუთზე შესანიშნავი გოლი გაუტანა

7 ოქტომბერს, “ოლდჰემსა” და “ბარნსლის” შორის გამართულ მატჩში სემ ვინოლმა ბოლო წუთებზე შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ულამაზესი გოლი ინგლისიდან

ინგლისში, “ოლდჰემსა” და “სვინდონს” შორის გამართულ მატჩში ულამაზესი გოლი გავიდა.

მსაჯმა გატანილი გოლი ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა

10 წლის წინ, ინგლისის პირველ ლიგაში, “ბლექპულსა” და “ოლდჰემს” შორის გამართულ შეხვედრაში, “ბლექპულის” ნახევარმცველმა, ნილ დანსმა ულამაზესი გოლი გაიტანა. ხოლო, გატანილი გოლი ფეხბურთელებთან ერთად მსაჯმაც აღნიშნა.

“ვულვზის” ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის მწვრთნელი “მოცელა”

22 ოქტომბერს, ინგლისის პირველ ლიგაში “ვულვზმა” საკუთარ მოედანზე “ოლდჰემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა. “ვულვზის” ფეხბურთელმა, ჯეიმს ჰენრიმ მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლი ჯონსონი “მოცელა”.