ოლივე ჟირუ: “ჩვენი თამაშით ნასიამოვნები ვართ”

ისლანდიის დამარცხებისა (5-2) და ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ, საფრანგეთისა და “არსენალის” შემტევმა, ოლივიე ჟირუმ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

“ძალიან ნასიამოვნები ვართ, ხუთი გოლი გავიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ ორი გავუშვით, ძალიან ვიმხიარულეთ. ჩვენი თამაშით ნასიამოვნები ვართ. მაქსიმალურად ვეცდებით, დაცვაში არსებული პრობლემები გერმანიასთან მატჩამდე აღმოვფრხვათ, რადგანაც გერმანელები ამდენს არ გვაპატიებენ.

ვართ თუ არა დარწმუნებულნი? არა, რადგანაც ისინი მსოფლიოს ჩემპიონები და ფავორიტები არიან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდი სიამოვნებით დავწერთ კიდევ ერთ თავს ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში.

მატჩის სტარტიდან დავიწყეთ ბრძოლა. ეს სწორედ ის საკითხია, რომელშიც ჩემპიონატის დაწყებიდანვე გვქონდა პრობლემები.” – განაცხადა ოლივიე ჟირუმ, რომელმაც დუბლის გაფორმება მოახერხა.

ევრო 2016-ზე პირველი გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა

ოლივიე ჟირუ ევრო 2016-ზე პირველი გოლის ავტორი გახდა, მას შემდეგ, რაც “არსენალის” ფორვარდმა რუმინეთის კარში, “სტად დე ფრენსზე” გამართულ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ფრანგთა შემტევმა მატჩი არც ისე კარგად დაიწყო. მან რამოდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, რის გამოც მაყურებლებმა რამოდენიმეჯერ დაუსტვინეს კიდეც მას.

მაგრამ, საბოლოოდ მან საკუთარი კლასის ხარჯზე მაინც მოახერხა დანაშაულის გამოსყიდვა და ანხელ იორდანესკუს გუნდის კარის აღება.

იხილეთ გოლი

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფა-ს ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“)
მცველები: ლორენ კოშელნი („არსენალი“), ნალდო („ვოლფსბურგი“), ჯეფრი ბრუმა (პსვ), ფილიპ მლადენოვიჩი (ბატე)
ნახევარმცველები: დანიელ მილიჩევიჩი („გენტი“), სელჩუკ ინანი („გალათასარაი“), ედენ აზარი („ჩელსი“)
თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი („მანჩესტერ სიტი“), ოლივერ ჟირუ („არსენალი“), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“)

Vx6ovHL

ოლივიე ჟირუ მოედანზე გაითიშა (ვიდეო)

9 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის 74-ე წუთზე, ოლივიე ჟირუ და ჯეიმს ტომკინსი ერთმანეთს შეეჯახნენ.

„არსენალი“ ჟირუსთან ახანგრძლივებს

ლონდონის „არსენალმა“ თავდმასხმელ ოლივიე ჟირუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ჟირუ ლონდონურ კლუბში 2018 წლამდე ითამაშებს, რის შესახებაც ESPN-ი იტყობინება.

ცნობისთვის, ფრანგი თავდამსხმელი „არსენალში“ 2012 წლიდან თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ „მეთოფეთა“ ლეგენდამ ტიერი ანრიმ გამოთქვა მოსაზრება, რომლის თანახმად, ძირითად შემადგენლობაში ჟირუს ყოფნის შემთხვევაში, „არსენალი“ წარმატებას ვერ მიაღწევს.

ფილ ჯონსმა “არსენალის” შეტევა უცნაურად ჩაშალა (ვიდეო)

17 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში ფილ ჯონსმა ლონდონელთა შეტევა ორიგინალურად ჩაშალა.

ვენგერი: „ჟირუ ნამდვილ ცხოველად იქცა“

ლონოდნის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუნდის თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს პროგრესი აღნიშნა.

„ჟირუს ძალიან ძლიერი სხეული აქვს, ის ნამდვილი ცხოველია, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის მას ბევრი სერიოზული გამოწვევის მიღება დასჭირდა. ამავდროულად მან საკუთარი ტექნიკაც გააუმჯობესა. თუ ჩვენთან მოსულ ჟირუს დღევანდელ ჟირუსთან შეადარებთ, მიხვდებით, რომ მან ორჯერ მეტად მოუმატა“, – განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ ოლივიე „არსენალში“ 2012 წელს გადაბარგდა.

ამოუცნობი და რთულად პროგნოზირებადი – ოლივიე ჟირუ

2012 წლის ზაფხულში ლონდონის “არსენალი” მოლაპარაკებებს კავანისთან, ფალკაოსთან, ლევანდოვსკისთან, მანჯუკიჩთან და იბრაჰიმოვიჩთან აწარმოებდა, თუმცა საბოლოოდ ლონდონური კლუბის მაისური “მონპელიეს” შემტევმა, ოლივიე ჟირუმ მოირგო.

მოთამაშე უამრავი გამოუყენებელი მოენტის გამო კომიკურ პერსონაჟად იქცა და ხშირად ხდებოდა სხვადასხვა ხუმრობების მთავარი გმირი. ოლივიეს ყველა ცუდი თვისება 17 მარტს, “მონაკოსთან” ემირეითზე ჩატარებულ შეხვედრაში გამოვლინდა, თუმცა ზუსტად 17 დღეში ის პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ეს აღიარება ოლივემ სავსებით დამსახურებულად მიიღო. მარტში ჩატარებულ 4 მატჩში ჟირუმ საკუთარ აქტივში 5 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

“ევერტონის”, “ქპრ”-ს, “ვესტ ჰემის” და “ნიუკასლის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში ჟირუ ტოპ კლასის ფორვარდივით ირჯებოდა. მან ყველაზე მეტი ორთაბრძოლა მოიგო, მეტოქის მცველებს მოსვენებას არ აძლევდა, გოლების გატნა შეძლო როგორ თამაშიდან, ასევე სტანდარტული სიტუაციებიდან და გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო.

თუმცა, ფრანგი შემტევის მთავარი პრობლემა სტაბილურობის ნაკლებობაა. შესანიშნავ მარტამდე, ზედიზედ სამ შეხვედრაში ჟირუმ 2013 წლის მარტში გაიტანა. გამომდინარე იქიდან, რომ “არსენალს” ტიტულების მოგებაზე აქვს განაცხადი გაკეთებული, მას სწორედ ტოპ დონის შემსრულებლები სჭირდება, ისეთები როგორიც მაგალითად ფრანგის პარტნიორი, ალექსის სანჩესია.

ოლივიე კი პერიოდულად საერთოდ ქრება საფეხბურთო რადარებიდან. მაგრამ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ჟირუ ვარსკვლავური ფორვარდების რიგში შეუძლია გადასვლა.

– ასეთ მაღალ დონეზე ჩემი კარიერის განმავლობაში ჯერ არ მითამაშია – აღიარებს თავად ფეხბურთელი.

– 22 წლის ასაკში ჟირუ საფრანგეთის მესამე დივიზიონში თამაშობდა და მას ყურადღებას არავინ აქცევდა. მაგრამ ეს ბიჭი მუდმივად პროგრესირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ის გაჩერებას არ აპირებს.  – ამბობს არსენ ვენგერი.

თანმედროვე ფეხბურთში მოთამაშის იმიჯი და ეფექტურობა ხშირ შემთხვევაში მოედანზე მის ეფექტიანობას ჩრდილს აყენებს. რუდ ვან ნისტელროი პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფორვარდი იყო, თუმცა მეტოქეებს ის საოცარი ტექნიკით ან ყუმბარისებული შორეული დარტყმებით არ ებრძოდა. მისი საქმე გოლების გატანა იყო, რასაც ის დიდებულად აკეთებდა.

ჰოლანდიელის გზის განმეორება ჟირუსაც შეუძლია. ცნობილია, რომ “ემირეითზე” საფეხბურთო სპექტაკლები მოყვარულები უფრო დადიან და არა ჟირუს უხეში სტილის მსგავსის თაყვანისმცელმები. აქედან გამომდინარე სკეპტიციზმი ფრანგის მიმართ სავსებით გასაგებიც არის.

– არ მაინტერესებს რას ამბობენ და ფიქრობენ ჩემს შესახებ სხვები. ვიცი, რომ ფეხბურთის თამაში კარგად შემიძლია – ამბობს ჟირუ, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია. ახლა კი მთავარია, მან სხვებიც დაარწმუნოს, რომ გასული თვის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი ტყუილად არ მიუღია.

– 2001 წელს რუდ ვან ნისტელროის მოწვევას ბევრი გაკვირვებით შეხვდა, – იხსენებს ალექს ფერგიუსონი. – “მანჩესტერის” თავდასხმაში ნებისმიერი ინგლისელი მეთევზეც კი უფრო ორგანულად ჩაჯდებოდა. მაგრამ, მასში ის დავინახე, რაც სხვებმა ვერ შეამჩინეს. ეს ადამიანი გოლების გასატანად დაიბადა.

ახლა გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, თუ რისთვის არის დაბადებული ოლივიე ჟირუ, პრემირელიგის გასული თვის საუკეთესო მოთამაშე, რომელმაც აპრილი “ლივერპულის” კარში გატანილი გოლით დაიწყო.

ჟირუ: „ახლა გუნდი კარგ ფორმაშია“

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ „ლივერპულთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„პირველ ტაიმში მეტოქე ბურთს ხშირად კარგავდა. ვფიქრობ, პირველ ნახევარში კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძო. ახლა გუნდი კარგ ფორმაშია.

საჭიროა, მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვიფიქროთ და კონკურენტების შედეგებს არ ვუყუროთ. პრემიერლიგაში დარჩენილი ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.

ჟირუ და ვენგერი მარტის საუკეთესო მოთამაშედ და მწვრთნელად დაასახელეს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ინგლისის პრემიერლიგის მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელს, წინა თვეში გამორჩეულ სპეციალისტად ასევე „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დასახელდა.

ცნობისთვის, მარტში ჟირუმ ოთხ მოგებულ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ინტერვიუში ოლივიემ აღნიშნა, რომ სეზონის შედეგების მიხედვით, საუკეთესო ბომბარდირად ყოფნა სურს.

არსენ ვენგერის ხუთი ყველაზე უიღბლო ტრანსფერი

არსენ ვენგერის ლონდონის „არსენალში“ მოღავაწეობის პერიოდში ლონდონურ კლუბს არაერთი უაიღბლო ტრანსფერო განუხორციელებია. მათ შორის განსაკუთრებულად ხუთის გამოყოფა შეიძლება.

5. ხოსე ანტონიო რეიესი

2004 წელს „არსენალმა“ „სევილიადან“ სწრაფი და ტექნიკური ესპანელი მოთამაშე დაიმატა. მის სანაცვლოდ „მეთოფეებმა“ 25 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ასეთმა ფასმა რეიესისგან მომენტალურად ის ფეხბურთელი ჩამოაყალიბა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად უნდა ქცეულიყო და ყოველი მატჩის ბედი გადაეწყვეტა.

ეპიზოდურად რეიესი მსოფლიო ფეხბურთის ვარკსვლავს მართლა ჰგავდა. უკვე რამდნეიმე შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ინგლისის პრემიერლიგის სირთულის მიხუედავად, ამ ბიჭს ყველაფრის გაკეთაბა შეეძლო: გოლების გატანა, პასების გაკეთება, მცველების ნოკაუტში დატოვება. ეს „არსენალის“ კომბინაციურ ფეხბურთს ძალიან კარგად უხდებოდა. სამწუხაროდ, დრომ აჩვენა, რომ ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვალსაზრისით, ხოსე ანტონიო ინგლისისთვის მზად არ იყო.

„რეიესის წინააღმდეგ თამაშისას ყოველთვის განსაკუთრებულად ყურადღებიანი ვიყავი. ფეხში რამდენიმე ვარდნის შემდეგ იგი მერიდებოდა. ვფიქრობ, ვენგერმა იგი სწორედ ამიტომ გაუშვა. კრიშტიანუ რონალდუს ინგლისში უფრო ხშირად აქცევდნენ, მაგრამ იგი ყველანაირ ტკივილს უძლებდა და ვარსკვლავად ამიტომაც ჩამოყალივდა. რეიერი, უბრალოდ, მსუბუქი სათამაშო აღმოჩნდა“, – იხსენებს გარი ნევილი.

„არსენალის“ შემადგენლობაში 69 მატჩში რეიესმა 16 გოლი გაიტანა. ერთ მარტჩში მან ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა მის ტრანსფერს ლონდონური კლუბისთვის დადებითს ნამდვილად ვერასდროს ვუწოდებთ. არადა, მას უმაღლესი დონის შემსრულებლად ჩამოყალიბების უნარი ნამდვილად გააჩნდა.

Reyes

4. ანდრეი არშავინი

„Trust in me, trust in Arsenal!“ – სასაცილო აქცენტით ამბობდა 2009 წელს ბედნიერი არშავინი. რუსეთის მთავარი ვარსკვლავი „არსენალში“ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშის წყალობით აღმოჩნდა. ასეთი მოთამაშისთვის ლონდონელებს 15 მილიონი ფუნტი არ დაენანათ. მაშინ, ვენგერის თქმით, მის გუნდს სწორედ ასეთი ფეხბურთელი აკლდა. ალბათ, ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა მაშინ ანდრეის ხასიათის შესახებ ბევრი რამ არ იცოდა.

იმ შემთხვევაში, თუ არშავინი „არსენალში“ ყოველთვის ისე ითამაშებდა, როგორც სადებიუტო სეზონში, იგი დიდ წარმატებას მიღწევდა. თავისი მოტივაცია მან სწორედ პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონში დაამტკიცა. მოედანზე ის ყველაფერს აკეთებდა, რისი გაკეთებაც სურდა. და საქმე არამხოლოდ „ლივერპულთან“ შესრულებულ პოკერშია, იგი სხვა შეხვედრებშიც გამოირჩეოდა. მისთვისვე სამწუხაროდ, წარმატებული სერია დიდ ხანს არ გაგრძელებულა.

შესაძლოა, ეს ყველაფერი მას ეყო კიდეც. 500 პროცენტით მოედანზე დახარჯვა და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა მას დიდად არ სურდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ „მეთოფეთა“ ფანები მას სტვენით აცილებდნენ.

მალევე ვენგერიც მიხვდა, რომ „ძველ არშავინს“ ვერასდროს იხილავდა. ამიტომაც რუსს მშობლიურ „ზენიტში“ დაბრუნება მოუწია.

Arshavin

3. ტომაშ როსიცკი

2006 წელს „პატარა მოცარტის“ დამატება მსოფლიოს წამყვან ორკესტრებს სურდათ. „რეალი“, „ბაიერნი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“ – როსიცკის შეძენის მსურველთა შორის ეს კლუბებიც სახელდებოდნენ. საბოლოოდ, მათ „არსენალმა“ აჯობა, რაშიც თავისი წვლილი ვენგერმაც შეიტანა.

ჩეხი პლეიმეიკერი „არსენალს“ ნამდვილად უხდებოდა. კრეატივი, კომბინაციების შექმნის უნარი, მოულოდნელი გადაწყვეტილებები და განუმეორებელი პასები – ეს ის თვისებებია, რომელიც ჩეხს მაშინ ნამდვილად არ აკლდა.

თუმცა, ხშირმა ტრავმებმა და არასტაბილურობამ როსიცკის ლონდონური კლუბის ლიდერად ჩამოყალიბებაში ხელი შეუშალეს. ამის მიხუედავად, მის ნიჭში ეჭვი არავის გვეპარება.

„არსენალში“ როსიცკი თითქმის 9 წლის განმავლობაშია – რა თქმა უნდა, ისინი მან ჩააგდო. მას კარგი გამოსვლები, ლამაზი გოლები და არაჩვეულებრივი პასები მართლაც ჰქონია. მაგრამ, რთულია გუნდის ლიდერად ყოფნა, როდესაც 687 დღის განმავლობაში ლაზარეთში იმყოფები.

Rosicky

2. ჟერვინიო

ჯერ კიდევ 2009 წელს არსენ ვენგერს ამ კრეატიული კოტ-დივუარელის დამატება სურდა, თუმცა ეს ტრანსფერი მაშინ ვერ შედგა. სამაგიეროდ, ორ წელიწადში ფრანგმა „ლილის“ ფეხბურთელის გადასვლავ მიაღწია – „მეთოფეებმა“ მის სანაცვლოდ 11 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

„ის უნიკალურია და შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ბურთის გარეშე ჟერვინიო ჩინებულად გადაადგილდება. დარწმუნებული ვარ, ის „არსენალს“ გააძლიერებს. ჟერვინიო თეო უოლკოტს მაგონებს“, – თვლიდა ვენგერი.

ძნელი სათქმელია, რამდენად გააძლიერა ამ მოთამაშემ ლონდონური კლუბი. პირველივე მატჩში მან მთავარ პროვოკატორთან ჯოუი ბარტონთან შელაპარაკებისთვის წითელი ბარათი მიიღო. მომავალში გაირკვა, რომ „არსენალში“ მას არამხოლოდ ცუდი დებიუტი, არამედ მთლიანი კარიერა ვერ გამოუვიდა. ჟერვინიოს აქტიურობასთან პრეტენზიები არავის უნდა ჰქონოდა, მაგრამ ორ სეზონში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემა ასეთი მოთამაშისთვის ძალიან ცოტაა.

ჟერვინიოსთვის საბედნიეროდ, მისი ნიჭის სწორად გამოყენება „რომას“ თავკაცმა რუდი გარსიამ შეძლო.

Gervinho

1. ოლივიე ჟირუ

ალბათ, ჟირუ დღევანდელი „არსენალოის“ ყველაზე არასტაბილური ფეხბურთელია. რეიესთან და არშავინთან შედაბით, მისგან ბევრს არ ელოდნენ. პირიქით, ამ ტრანსფერისთვის ვენგერს ბევრს აკრიტიკებდნენ.

კავანი, ფალკაო, ლევანდოვსკი, მანჯუკიჩი, იბრაჰიმოვიჩი – 2012 წელს „არსენალს“ ამ ფორვარდებს აკავშირებდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, ინგლისის დედაქალაქში „მონპელიეს“ თავდამსხმელი ჩავიდა.

თითქმის სამ სეზონში მან დიდი იმედი ვერ გაამართლა. 87 შეხვედრაში მისი მონაგარი 37 გოლს შეადგენს. ვენგერი მას ხშირად ენდობა, მაგრამ თავის შანსებს ის ვერ იყენებს.

ერთადერთი, რაშიც ჟირუ წარმატებულია, ის არის, რომ ცოტა ხნის წინ იგი ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელად დასახელდა.

როგორც ინგლისში ფიქრობენ, ჟირუს, რა თქმა უნდა, თავისი დადებითი სათამაშო მხარეები აქვს, მაგრამ თუ „არსენალი“ მისი დონის მოთამაშეების დამატებას გააგრძელებს, ჩემპიონობისთვის კიდეც მრავალი წლის განმავლობაში ვერ იბრძოლებს.

Giroud

ჟირუ: “ალექსისს ზედმეტსახელად Duracell-ს ვეძახით”

“არსენალის” თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ გუნდის სამი ფეხბურთელი – მესუთ ოზილი, ალექსის სანჩესი და სანტი კასორლა შეაფასა.

“ალექსის სანჩესისა და მესუთ ოზილის მოსვლამ გუნდი საგრძნობლად გააძლიერა. ჩვენ გუნდს დიდ კლუბებთან შეჭიდება და წარმატების მიღწევა შეუძლია,”-განაცხადა ჟირუმ Goal.com-თან.

“სანჩესს ზედმეტსახელად Duracell-ს ვეძახით. “არსენალისთვის” ძალებს არ ზოგავს და 20 წლის ბიჭივით მოტივირებულია”.

“მესუთი ძალიან მშვიდი და ყურადღებიანია. ტექნიკურ ასპექტებში თავს კომფორტულად გრძნობს. კასორლა ყურადღებას კარგი თამაშით იქცევს. ბედნიერი ვარ, რადგან ამ ფეხბურთელებმა ჩემთან ერთად თავი “არსენალში” მოიყარეს. ჩვენ ერთმანეთის ჩინებულად გვესმის,”-შეაჯამა ფრანგმა.