ჟირუ: „არსენალს“ ახალი თავდამსხმელი არ სჭირდება“

„ნიუკასლის“ კარში გამარჯვების გოლის ავტორმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს მის გუნდს თავდამსხმელების დამატება არ სჭირდება.

„ჩვენ საკმაოდ ბევრი შემტევი მოთამაშე გვყავს. პოდოლსკი მოედანზე წარმატებით დაბრუნდა, უოლკოტს კი ფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. „არსენალის“ ყველა თავდამსხმელი მაღალი დონისაა. თუ ვენგერს ჩემი სკამზე დასმა სურს, ამისთვის ახალი ფეხბურთელების მოყვანა საჭირო სულაც არ არის“, – განაცხადა ფრანგმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჟირუ: “კრისტალ პალასს” დიდ ყურადღებას ვუთმობთ”

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ აცხადებს, რომ “მეთოფეები” “კრისტალ პალასთან” გასამართ შეხვედრას დიდ ყურადღებას უთმობენ.

შეგახსენებთ, რომ “კრისტალ პალასსა” და “არსენალს” შორის მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

“კრისტალ პალასს” ბევრი პრობლემა ჰქონდა, ამიტომ ეს გუნდი შეეცდება, რომ საკუთარ მოედანზე ბოლომდე დაიხარჯოს და სასურველ შედეგს მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე მე-19 ადგილზე იმყოფება, მატჩს დიდ ყურადღებას ვუთმობთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. “ბორუსიასთან” განცდილი მარცხი მომავალ შეხვედრაში გამარჯვებით უნდა დავივიწყოთ”, – ამბობს ჟირუ.

დიტო ჭიჭინაძე

ჟირუ: „რომ ვერ გამეტანა, ხალხი დაიწყებდა ლაპარაკს, ჟირუ ცუდად თამაშობსო“

საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გუშინ გამართული ამხანაგური მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა. დუბლი შეასრულა ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ სიხარული ფრანგ ჟურნალისტებს გაუზიარა.

„პირველ საგოლე ეპიზოდში რომ ვერ გამეტანა, ხალხი შემდეგ ლაპარაკს დაიწყებდა, ჟირუ ცუდად თამაშობსო. მეორე გოლი ლამაზი კომბინაციის დაგვირგვინება იყო. ვიმედოვნებ, ასეთ გოლებს კიდევ გავიტან. თავდამსხმელის თამაში რომ შეაფასო, ამისთვის მას მომენტი უნდა შეუქმნა. გოლის გასატანად ბევრი შანსი მომეცა. იმისთვის, რომ გუნდმა ბევრი გაიტანოს, მას რამდენიმე ძლიერი ფორვარდი უნდა ჰყავდეს. ჩვენ გაგვიმართლა, რადგან გუნდში გვყავს ორი ისეთი თავდამსხმელი, რომელიც სხვადასხვა ტაქტიკებში ჯდება. მოხარული ვარ, რომ გავიტანე. მახარებს კარიმ ბენზემას გოლიც. ეს ჩვენთვისაც კარგია და ნაკრებისთვისაც“, – ჟირუს სიტყვები ფრანგულმა L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

დანარჩენი სამი გოლი ფრანკ რიბერის (8′, პენ), იოან კაბაისა (29′) და მატიე დებიუშის (47′) ანგარიშზეა.

ბექა დოგრაშვილი

ოლივიე ჟირუს მშვენიერი გოლი ავსტრალიის ნაკრების კარში

11 ოქტომბერს, საფრანგეთისა და ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელიც “მამლების” გამარჯვებით, 6:0 დასრულდა.

მატჩში დუბლის გაფორმება მოახერხა ოლივიე ჟირუმ. თუმცა, მისი ერთ-ერთი გოლი განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა.