მესის „ოქროს ბუცი“ გადასცეს

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ტრავმირებულია, თუმცა ჯილდოებს მაინც იღებს. დღეს არგენტინელ ფეხბურთელს 2012/13 წლების სეზონში გატანილი ყველაზე მეტი გოლისთვის „ოქროს ბუცი“ გადასცეს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის გასულ გათამაშებაში 46 გოლი გაიტანა.

როგორც მოგეხსენებათ, „ოქროს ბუცი“ გადაეცემა იმ ფეხბურთელს, რომელიც უეფაში შემავალი ქვეყნების ჩემპიონატებში ყველაზე მეტ გოლს გაიტანს.

მესისთვის ეს ჯილდო უცხო არ გახლავთ: „ბარსელონას“ ლიდერმა „ოქროს ბუცი“ 2009/10 (34 გოლი) და 2011/12 (50 გოლი) წლებშიც მიიღო.

ლეო მესიმ მიღებულ ჯილდოსთან ერთად ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ბექა დოგრაშვილი