სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ხუთი საუკეთესო თავდამსხმელი, რომელთა კარიერაც ტრავმების შემდეგ შედარებით ცუდად წარიმართა.
5. მაიკლ ოუენი
4. რუუდ ვან ნისტელროი
3. რონალდო
2. რადამელ ფალკაო
1. ფერნანდო ტორესი
“ლივერპულის”, მადრიდის “რეალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, მაიკლ ოუენი აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, “ბაიერნის” მოთამაშემ, ფრანკ რიბერიმ ოქროს ბურთი მოიგოს.
შეგახსენებთ, ფრანგ ფეხბურთელს, უეფამ ევროპის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიანიჭა, თუმცა ოუენი ფიქრობს, რომ მსოფლიოში საუკეთესოები კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი არიან.
“ოქროს ბურთის მოსაპოვებლად ბევრი ფეხბურთელი იბრძვის, მაგრამ საუკეთესონი ყოველთვის მესი და რონალდუ არიან. მიუნხენის “ბაიერნმა” ყველა ტიტული მოიგო, რაშიც რიბერის დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ოქროს ბურთს ვერ დაეუფლება”, – ამბობს ოუენი.
დიტო ჭიჭინაძე