ისრაელისა და პალესტინის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის ჩატარება იგეგმება

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ისრაელისა და პალესტინის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის ჩატარებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ პალსტინის ფეხბურთის ასოციაციამ მოითხოვა, ისრაელს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალოს. პალესტინის მხარე ამტკიცებს, რომ ისრაელი თავის ფეხბურთელებს ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ებრაულ მხარეს პალესტინის ტერიტორიიდან სპორტული აღჭურვილობის იმპორტი აკრძალული აქვს.

“პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ერთ-ერთი თემა ისრაელისა და პალესტინის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური მატჩი იყო. შეხვედრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მთავარია, რომ ეს ორივე მხარესთვის მშვიდობის მატჩი იქნება”, – ციტირებს ბლატერის სიტყვებს AFP.

 

პალესტინელმა ფეხბურთელმა გოლი ცენტრიდან გაიტანა (ვიდეო)

პალესტინის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.

პალესტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონას სტილში გაიტანა (ვიდეო)

პალესტინაში, საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში ფეხბურთელმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ამხანაგური მატჩის დროს ქომაგები ფეხბურთელებს თავს დაესხნენ

ჰაიფას „მაკაბისა“ და „ლილს“ შორის ავსტრიაში გამართული ამხანაგური მატჩი მოედანზე გულშემატკივრების შეჭრის გამო ჩაიშალა.

შეხვედრა 85-ე წუთზე შეწყდა, როდესაც მოედანზე ქომაგები შეცვივდნენ. გულშემატკივრებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ. ამ დროს „ლილი“ ანგარიშით 2:0 იგებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრები ებრაელ ფეხბურთელებს დაესხნენ თავს.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

პალესტინელი ფეხბურთელის შესანიშნავი გოლი

შესანიშნავი გოლი გავიდა პალესტინის ჩემპიონატში.