ჯანლუკა დი მარციო: პატო “ვილიარეალიდან” მიდის

ფეხბურთის იტალიელი ექსპერტისა და ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ალეშანდრე პატომ “ვილიარეალის” დატოვება განიზრახა.

როგორც იცით, ბრაზილიელი ფორვარდი ევროპას 2015 წელს დაუბრუნდა, როდესაც ის “ჩელსის” რიგებში ჩაირიცხა. ინგლისში ჩატარებული არასახარბიელო სეზონის შემდეგ, ის “ვილიარეალში” გადავიდა, სადაც მიმდინარე სეზონის 14 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.

დი მარციოს ცნობით, ბრაზილიელის მომდევნო კლუბი ჩინური “ტიანძინ ქუანძიანი” იქნება, რომელსაც სათავეში ფაბიო კანავარო უდგას.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა ცნობილია

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა და გამოვლინდა ჯგუფური ეტაპის გუნდთა ნაწილი.

ერთ-ერთ მატჩში პლზენის “ვიქტორია” “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდა. ამ გუნდების წინა შეხვედრა “ლუდოგორეცმა” საკუთარ მოედანზე 2:0 მოიგო. დღევანდელი თამაშის მასპინძლებს 2 ბურთი ჰქონდათა გასატანი. მათ აქტიურად დაიწყეს და მე-7 წუთზე ანგარიშიც გახსნენს – ეს დურიჩმა გააკეთა. თუმცა, ეს სიხარული დიდხანს არ დასცალდათ, რადგან “ლუდოგორეცმა” მე-16 წუთზე გაათანაბრა. 64-ეზე მატეიუმ პლზენის კლუბი ისევ გაიყვანა წინ, მაგრამ, იმის გათალისწინებით, რომ “ლუდოგორეცმა” კიდევ ერთხელ შეძლო გათანაბრება, ორი მატჩის ჯამში 4:2 და შემდეგ ეტაპზე სწორედ სტუმრები გავიდნენ.

ბეერ-შევას “ჰაპოელი” შოტლანდიურ “სელტიკს” დაუპირისპირდა. ამ კლუბების პირველი შეხვედრა “სელტიკის” მოედანზე 5:2 დასრულდა. ისრაელის გუნდს მინიმუმ 3 ბურთი სჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. მათ ერთის გატანა 21-ე წუთზე, მეორესი კი 48-ეზე მოახერხეს. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ამ შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა – სტუმრები კარგად იცავდნენ თავს. საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე სწორედ შოტლანდიური “სელტიკი” გავიდა.

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეგიდით გაიმართა, ვარშავას “ლეგიასა” და ირლანდიური “დუნდალკის” დაპირისპირებაა. პირველი მატჩი ირლანდიაში სტუმრების გამარჯვებით – 2:0 -დასრულდა. მეორე თამაში 1-1 დასრულდა და საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სწორედ პოლონური “ლეგია” მოხვდა.

“პორტოსა” და “რომას” თამაში პორტუგალიაში 1-1 დასრულდა. დღევანდელ მატჩში კი სტუმრებმა იტალიელებს გადაუარეს, 3:0 მოუგეს ფელიპეს, ლაიუნის და კორონას გოლებით. შესაბამისად, სწორედ “პორტო” ეცდება დაიცვას საკუთარი ქვეყნის ღირსება ევროპულ ტურნირზე.

ბოლო მატჩი “მონაკოსა” და “ვილიარელის” შეხვედრაა. პირველი თამაში ფრანგებმა ესპანეთში 2-1 მოიგეს. განმეორებითი მატჩი “მონაკოს” გამარჯვებით, 1-0 დასრულდა და, შესაბამისად, ჯგუფში ეს გუნდი მოხვდა.

“ჩელსი” ადასტურებს: კლუბს სამი ფეხბურთელი დატოვებს

ლონდონური “ჩელსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კლუბს რადამელ ფალკაო, ალეშანდრე პატო და მარკო ამელია დატოვებს.

როგორც იცით, “არისტოკრატებმა” კოლუმბიელი ფალკაო და ბრაზილიელი პატო არენდით აიყვანეს და ისინი ამ არენდის გახანგრძლივებას არ აპირებენ. ისინი შესაბამისად “მონაკოსა” და “კორინთიანსს” დაუბრუნდებიან. რაც შეეხება მეკარე ამელიას, ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.

ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ფალკაომ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.

ალეშანდრე პატო კი “სტემფორდ ბრიჯზე” იანვარში გამოჩნდა. მან 2 მატჩში მოირგო “ჩელსის” მაისური და ერთი გოლიც გაიტანა, ამასთანავე ბრაზილიელმა ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ამელიას კი გასულ სეზონში არც ერთი მატჩი არ უთამაშია “ჩელსის” მაისურით.

“სან პაულო” პატოს გადაბირებას არ აპირებს

“სან პაულოს” ხელმძღვანელებმა ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელის, ალეშანდრე პატოს გადაბირების შესაძლებლობა გამორიცხეს.

“ყველასათვის ნათელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის მისი გაფორმება ძალიან რთულია.

მაგრამ, მსგავსად სხვა დიდი ფეხბურთელებისა, ჩვენ მის გარშემო არსებულ სიტუაციასაც დავაკვირდებით.

თუ ფასი დაიკლებს, მაშინ რა თქმა უნდა დავფიქრდებით. ” – განაცხადა “სან პაულოს” დირექტორმა, ლუის კუნჩამ.

ალეშანდრე პატომ “ჩელსიში” სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

2 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ასტონ ვილამ” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში ლონდონელთა თავდამსხმელმა, ალეშანდრე პატომ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელისათვის ეს “ჩელსის” მაისურით გატანილი პირველი გოლია.

რამდენს გადაუხდიან ალეშანდრე პატოს “ჩელსიში”?

ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო სულ მალე “ჩელსის” მაისურით პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ESPN-ს ცნობით, პატო, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, “ჩელსიში” კვირაში 33 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

კვირაში მიღებული ხელფასის რაოდენობის მიხედვით, პატო “ჩელსიში” 22-ე პოზიციას დაიკავებს. 26 წლის ფეხბურთელზე ნაკლები ხელფასი მხოლოდ ორს – კენედისა და ლოფთუს-ჩიქს ექნებათ.

ოფიციალურად: პატო “კორინთიასში” ითამაშებს

ალეშანდრე პატო ისევ “კორინთიასში” ითამაშებს. ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, როცა თავდამსხმელი გუნდში დაარეგისტრირეს.

შეგახსენებთ, რომ პატო “კორინთიასში” 2013 წელს ჩაირიცხა, თუმცა 2014-15 წლების სეზონში “სან პაულუში” იყო განათხოვრებული.

26 წლის ფეხბურთელს ევროპაში დაბრუნება სურდა, თუმცა სასურველი წინადადება ვერ მიიღო.

ალეშანდრე პატო “ბარსელონაში”?

ბრაზილიური “სან პაულუს” თავდამსხმელი ალეშანდრე პატო, შესაძლოა, იანვარში კატალონიის “ბარსლონაში” ვიხილოთ. პრესაში გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, “ბლაგაურნა” 26 წლის ფეხბურთელს აკვირდება და მის შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ პატომ 2013 წელს “მილანი” დატოვა და “კორინთიასს” მიაშურა, საიდანაც “სან პაულუში” გაანათხოვრეს. ბრაზილიური პრესის თანახმად, “კორინთიასი” კამყოფილი დარჩება, თუ ფეხბურთელის სანაცვლოდ სასურველ თანხას მიიღებს.

როგორც ირკვევა, სანაკრებო პაუზის დროს, “ბარსელონას” ტექნიკური დირექტორი რობერტ ფერნანდესი კლუბის ხელმძღვანებლობას პატოს თაობაზე გაესაუბრება.

ალეშანდრე პატომ “კორიტიბას” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

25 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “კორიტიბამ” საკუთარ მოედანზე “სან პაულუ” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის 64-ე წუთზე ალეშნდრე პატომ მასპინძელთა კარი დალაშქრა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ალეშანდრე პატომ “ვასკო და გამას” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

24 სექტემბერს, ბრაზილის თასზე, “სან პაულუმ” საკუთარ მოედანზე “ვასკო და გამა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა ალეშნდრე პატომ, მისი ერთ-ერთი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოდგა.

ალეშანდრე პატომ “კორიტიბას” ორი ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

12 ივლისს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “სან პაულუმ” საკუთარ მოედანზე “კორიტიბა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ორი გოლის გატანა “მილანის” ყოფილმა თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ მოახერხა.

როგორ მოატყუა ალეშანდრე პატომ მეტოქე გუნდის ორი ფეხბურთელი (ვიდეო)

9 ივლისს, ბრაზილიის ჩემპიონატში “ვასკო და გამამ” საკუთარ მოედანზე “სან პაულუ” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას, ალეშანდრე პატომ მასპინძელთა ორი ფეხბურთელი მშვენივრად ჩამოიშორა.