ჭდე: Pau Gasol
გასოლი: „ჰარდენი ბრაიანტზე უკეთესია? ეს მომწონს“
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ცენტრი პაუ გასოლი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მენეჯერთა გამოკითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პლანეტის ნომერ პირველი საკალათბურთო ლიგის საუკეთესო შემტევ უკანახაზელად „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერი ჯეიმს ჰარდენი დასახელდა, ხოლო კობი ბრაიანტმა მეორე ადგილი დაიკავა.
„ეს საინტერესოა. სინამდვილეში, გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან კობის მსგავსი რამ არასდროს ავიწყდება და მას მოტივაცია ემატება. ამის შემდეგ, იგი კიდევ უფრო მეტს იმუშავებს და მას მონდომება არ დააკლდება“, – ციტირებს ესპანელის სიტყვებს „Inside The Lakers“-ი.
ალექსანდრე მატევოსოვი
პაუ გასოლს „ლეიკერსში“ დარჩენა სურს
ესპანელმა ცენტრმა პაუ გასოლმა აღიარა, რომ იგი „ლეიკერსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების იმედზეა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე შეთანხმება მხარეებს 2013/14 წლების დასრულებმდე აკავშრებთ.
„დარწმუნებული ვარ, იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული სეზონი მექნება, „ლეიკერსი“ ახალ კონტრაქტს შემომთავაზებს. შესაძლოა, ეს სეზონის ბოლომდეც კი მოხდეს. წინაამღდეგ შემთხვევაში, სხვა კლუბში მომიწევს გადასვლა“.
გარდა ამისა, პაუმ აღიარა, რომ იგი ხელფასის შემცირებაზე თანახმა არ იქნება.
„ხელფასის შემცირება ნამდვილად არ მსურს. ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მივიღებ. ლოს-ანჯელესში კარიერის დასრულებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი“, – განაცხადა ესპანელმა.
აქვე გეტყვით, რომ ახალ სეზონში გასოლი ხელფასის სახით 19,3 მილიონ დოლარს მიიღებს.
ალექსანდრე მატევოსოვი
გასოლი: „ლეიკერსში“ ჩემი მომავალი შედეგებზეა დამოკიდებული“
ესპანელ ცენტრს პაულ გასოლს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელობასთან არსებული კონტრაქტის გახანგძლივების თაობაზე ჯერ არ უსაუბრია.
„თუ კლუბი დაინტერესებული იქნება, მაშინ, ერთ-ერთ ეტაპზე მოლაპარაკებების წარმოებას დავიწყებთ. თუმცა ამჟამად რთულია იმის თქმა, თუ რა ეტაპზე განხორციელდება ეს ყველაფერი. სავარაუდოდ, ყველაფერი ჩემს მიერ ნაჩვენებ თამაშზე იქნება დამოკიდებული. თუ კარგად ვითამაშებ, კლუბის მენეჯერებს ჩემი დატოვების უფრო დიდი სურვილი გაუჩნდებათ“, – განუცხადა გასოლმა ESPN Los Angeles-ის ჟურნალისტებს.
ალექსანდრე მატევოსოვი