“ტოტენჰემს” პაულინიო გამოაკლდა

ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი პაულინიო ტრავმირებულია. ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი მეცხრამეტე ტურის მატჩში, “სტოკ სიტის” წინააღმდეგ დაშავდა. შეხვედრა “ტოტენჰემის” გამარჯვებით, 3-0 დასრულდა. პაულინიო კი 62-ე წუთზე შეცვალეს. 25 წლის ფეხბურთელი სავარაუდოდ 4 კვირას იუქმებს.

მიმდინარე სეზონში პაულინიომ 17 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

იანვარში “რეალი” პაულინიოს გადაბირებას ეცდება

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის “რეალი” სავარაუდოდ ლონდონის “ტოტენჰემს” ოფიციალური წინადადებით მიმართავს პაულინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით.
ბრაზილიელი, ლუკა მოდრიჩისა და გარეთ ბეილის შემდეგ შესაძლოა  მესამე ფეხბურთელი გახდეს, ვინც “ტოტენჰემიდან” მადრიდში გადაბარგდა.

ინგლისურ კლუბში ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი 2013 წლის ზაფხულში გადავიდა. “ტოტენჰემმა” პაულინიოს ტრასნფერში 20 მილიონი ევრო გადაუხადა ბრაზილიურ “კორინთიანსს”.

პაულინიო ბრაზილიის ნაკრებში თავს მნიშნელოვან ფიგურად თვლის

ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელი, პაულინიო აცხადებს, რომ ის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, თავს მნიშვნელოვან ფიგურად თვლის.

შეგახსენებთ, რომ პაულინიომ 2013 წლის კონფედერაციის თასზე გაიბრწყინა, მან თავისი კარგი თამაშით გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა.

“შეიძლება, ითქვას, რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, თავს მნიშნელოვან ფიგურად ვთვლი. ვგრძნობ, რომ გუნდში ჩემი მოვალეობა მაკისრია, რომელიც კარგად უნდა შევასრულო”, – ამბობს პაულინიო.