პელეგრინი: “რეალის” ხელმძღვანელობა მთხოვდა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ნებისმიერ შემთხვევაში მეთამაშებინა”

მანუელ პელეგრინი ერთი წლის მანძილზე, 2009-2010 წლებში წვრთნიდა მადრიდის “რეალს” და კლუბთან ერთად ვერაფრის მოგება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ ის ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლა. ჩილელი, რომელიც ახლა “ვესტ ჰემ იუნაიტედს” ჩაუდგა სათავეში, ჩილეს გაზეთთან, “ელ მარკურიოსთან” მადრიდში გატარებულ პერიოდზე საუბრობს.

“რეალის” ხელმძღვანელობასთან ხშირად მქონდა საუბარი, სხვადასხვა თემის განხილვა. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო ის, თუ ვის გავიყვანდი მოედანზე. მესვეურები მთხოვდნენ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ნებისმიერ შემთხვევაში მეთამაშებინა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს შეგირდებს, ყველაზე მარტივად საურთიერთობო კრიშიტიანუ რონალდუ და რაული იყვნენ. რამდენიც არ უნდა მოეგოთ, მაინც ყოველთვის იდეალურ ფორმაში ხვდებოდნენ მატჩებს. ხოლო, ყველაზე რთული ხუან რომან რიკელმე იყო. ყველა მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იმავეს ვიტყვი ჟოზე მოურინიოზეც, რომელსაც ლონდონში შევხვდი და ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ,” – ამბობს პელეგრინი.

 

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (11 აგვისტო)

Sport Bild: იოზილს გული “სანტიაგო ბერნაბეუსკენ” მიუწევს

Sport Bild-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მესუტ იოზილი ლონდონურ “არსენალთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას მანამდე არ აპირებს, სანამ “რეალში” გადასვლის მიზერული შანსი მაინც ექნება.

ოფიციალურად: ტიმ კეჰილი პირლოს, ვილიასა და ლამპარდს შეუერთდა

“მელბურნ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კლუბმა “ევერტონის” ყოფილი ნახევარმცველი, ტიმ კეჰილი გადაიბირა. ტიმმა ავსტრალიურ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი – პირველი ორი წელი კეჰილი “მელბურნს”, როგორც ფეხბურთელი, ისე მოემსახურება, ბოლო წელი კი როგორც მწვრთნელი.

მუსტაფი “მეთოფეთა” რიგებში ეწერება

16 მაისი: “ბარსელონას” მუსტაფის გადაბირება სურს (Sport)
17 ივლისი: “ჩელსიმ” ყურადღება შკოდრან მუსტაფის მიაქცია (Daily Mirror)
25 ივლისი: “ვალენსიამ” მუსტაფი “მილანს” შესთავაზა (Cadena SER)
27 ივლისი: “ვალენსია” მუსტაფის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს (Cadena Cope)
28 ივლისი: “არსენალმა” “ვალენსიასთან” მოლაპარაკებები წამოიწყო (Sky Sports)
4 აგვისტო: მუსტაფისთვის ბრძოლაში “ჩელსი” ჩაერთო (BBC Sport)
11 აგვისტო: “არსენალმა” მუსტაფისთან შეთანხმებას მიაღწია

ასე და ამგვარად, სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება – როგორც ჩანს, გერმანელი ფეხბურთელი არსენ ვენგერის გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება.

ოფიციალურად: დემიკელისი “ესპანიოლში” გადავიდა

ესპანური “ესპანიოლის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერ სიტის” 35 წლის მცველი, მარტინ დემიკელისი კარიერას “ესტადიო კორნელიაზე” გააგრძელებს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, ადნან იანუზაი “სანდერლენდში” გაუშვას

Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ადნან იანუზაის “სანდერლენდში” გაშვებას აპირებენ. მიუხედავად მოიესის სურვილისა, სრული უფლებები მოეპოვებინა ბელგიელ ფეხბურთელზე, “მანჩესტერელები” მხოლოდ მის განათხოვრებაზე დათანხმდნენ.

პელეგრინი ესპანეთს უახლოვდება

Marca-ს ცნობით, ესპანური “ვილიარეალის” ხელმძღვანელები მარსელინიოს დათხოვნას (რომელმაც გუნდი მე-4 ადგილზე გაიყვანა) და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის მიღებას აპირებენ.

მანუელ პელეგრინი რეაქციები “ვესტ ჰემთან” მატჩის დროს

როგორც იცით, 11 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემს” ანგარიშით 2:0 სძლია და ჩემპიონობა მოიპოვა.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მატჩის მიმდინარეობისას, მანუელ პელეგრინის რეაქციებია აღბეჭდილი.

პელეგრინი: “ლივერპულს ყველა მატჩის მოგება გაუჭირდება”

“მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი თვლის, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს.

“უახლოესი ტურის მატჩებში ყველაფერი არ გადაწყდება. თუნდაც ჩვენი ჩემპიონობის მაგალითი “იუნაიტედთან” ადასტურებს, რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ.

“ლივერპულს” ყველა მატჩის მოგება გაუჭირდება. კვირასაც და შემდეგ ორ ტურშიც როჯერსის გუნდს რთული მატჩები ექნება” – განაცხადა პელეგრინიმ.

“მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრის კოცნა მანუელ პელეგრინის

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ კოცნის “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი გულშემატკივარი გუნდის მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის.

პელეგრინი: “ტიტულის მოპოვების შანსი ოთხ გუნდს აქვს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა საჩემპიონა შანსებზე და იაია ტურეს შესახებ ისაუბრა.

“ტურე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ნახევარმცველისთვის რთულია სეზონში 20 გოლის გატანა.

ჩემპიონატის სტარტზე მას ბევრი აკრიტიკებდა დაცვაში სუსტი თამაშის გამო, მაგრამ რთულია მას გარკვეული შეზღუდვები დაუწესო, ტურე შეტევაში ძალიან შედეგიანი.

რაც შეეხება ჩემპიონობისთვის ბრძლას, “ლივერპულის” და “არსენალის” ჩამოწერა არ შეიძლება. ასე რომ, ბრძოლას ტიტული მოპოვების შანსი ოთხ გუნდს აქვს” – განაცხადა პელეგრინიმ.

პელეგრინი: “იმედია დღეს მესის საუკეთესო მატჩი არ იქნება”

“მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ არ სურს “ბარსელონასთან” გასამართ მატჩში მესის საუკეთესო თვისებების ნახვა.

“მესის ცუდი თამაში უბრალოდ არ მახსოვს. ლეო ან კარგად, ან შესანიშნავად ასპარეზობს. იმედია, დღეს მისი საუკეთესო მატჩი არ იქნება. მისი შეჩერება საკმაოდ რთული ამოცანაა” – განაცხადა პელეგრინიმ.

პელეგრინი: “ამ ეტაპზე “სიტი” მანჩესტერის მთავარი გუნდია”

“მანჩესტერ სიტის” მთავარამ მწვრთნელმა მანუელ პეგერნიმინ განაცხადა, რომ მისი გუნდი მანჩესტერში წამყვანი კლუბია.

“მანჩესტერ სიტიმ “იუნაიტედს” ამ ეტაპზე აჯობა და შესაბამისად ქალაქის მთავარი გუნდიც სწორედ ჩვენ ვართ. თუმცა, რა თქმა უნდა წარსულის დავიწყებაც არ შეიძლება. “იუნაიტედს” საკმაოდ დიდი მიღწევები აქვს.

ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოპოვებაა. როგორც ინგლისში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც. მიმდინარე სეზონში ჩვენ ოთხი ტურნირის მოგებას ვაპირებთ. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძლიერი გუნდის შექმნას დრო უდნა, და რიგ შემთხვევებში მოთმინებაა საჭირო” – განაცხადა პელეგრინიმ

აგუერომ ვარჯიში დაიწყო

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის არგენტინელმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ ვარჯიში დაიწყო.

“აგუერომ ვარჯიში განაახლა, თუმცა “ბარსელონასთან” ალბათ არ ითამაშებს” – განაცხადა პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტი” და “ბარსელონა” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 18 თებერვალს “ეტიჰადზე” გაიმართება.

პელეგრინი: “იოვეტიჩი “მანჩესტერ სიტისათვის” კვლავაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ სტევან იოვეტიჩი გუნდისათვის კვლავაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ მონტონეგროელი თავდამსხმელი “ქალაქელთა” რიგებს გასულ ზაფხულს, “ფიორენტინადან” 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

“რა თქმა უნდა, სტევანი გუნდისათვის კვლავაც მნიშვნელოვან გიფურად ითვლება. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, “მანჩესტერ სიტიში” თავის შესაძლებლობებს გამოავლენს”, – ამბობს 60 წლის სპეციალისტი.

“მანჩესტერ სიტი” ლესკოტს შეინარჩუნებს

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ჯონლეონ ლესკოტის იჯარით გაშვება კლუბში არ განიხილება, თუმცა სავარაუდოდ მანჩესტერულ გუნდს იონ გვიდეტი დატოვებს. ლესტოკმა მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო გვიდეტი მოედანზე არ გამოჩენილა.

“ლესტკონი საკმაოდ მნიშნველოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. ვიცი, რომ მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება. ვნახოთ, რა იქნება შემდეგში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ის გვჭირდება.

გვიდეტის კი სხვა კლუბში გავუშვებთ. მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. შეტევაში ისედაც ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვყავს” – განაცხადა პელეგრინიმ.

პელეგრინი: “ჯეკო გუნდს არ დატოვებს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ გუნდის ბოსნიელი თავდამსხმელი, ედინ ჯეკო არსად წასვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ჯეკოს გუნდიდან გაშვება სურდა.

“არ არსებობს იმის შანსი, რომ ჯეკომ იანვარში გუნდი დატოვოს. ედინი “სიტისათვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და მიმაჩნია, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერიცაა”, – ამბობს პელეგრინი.