გვარდიოლა: “გერმანიის თასი ბაიერნისთვის პრიორიტეტი იყო”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გერმანიის თასის ფინალში საკუთარი გუნდის ასპარეზეობა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ფინალური მატჩის დამატებით დროში მიუნხენელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

“ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ ჩვენი სეზონი უკვე წარმატებულად შეფასდა. თასის მოგება ჩვენთვის პრიორიტეტი იყო. გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა. ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს” – განაცხადა გვარდიოლამ.

გვარდიოლა: „ამ მარცხს ერთადერთი მიზეზი აქვს“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

მატჩი „ბაიერნის“ თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ შეაფასა.

„კარიერის განმავლობაში რამდენიმე მძიმე დარტყმა მიმიღია, ეს კი ერთ-ერთი მათგანია. მარცხის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ცუდად ვითამაშეთ. სხვა მიზეზი არ არსებობს. მოედანზე აღფრთოვანებული განწყობით გავედით და „რეალისგან“ სწრაფი გოლიც მივიღეთ. შემდეგ, პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, სხვა ვარიანტი არც გვქონია“, – გვარდიოლას სიტყვებს ესპანური გამოცემა „ასი“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა: “გამარჯვებამ ხასიათი გამოგვიკეთა”

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ “ვერდერთან” მოგებული მატჩი შეაფასა. მიუნხენელებმა “ალიანც-არენაზე” “ვერდერს 5:2 სძლია.

“ამ გამარჯვებამ ხასიათი გამოგვიკეთა. პირველ ტაიმში კონტრშეტევების შედეგად ორი გოლი მივიღეთ საკუთარ კარში. იმედი მაქვს მადრიდელებთან ასეთი რამ არ განმეორდება.

მეორე ნახევარში უკეთესად ვითამაეთ და მდგომარეობაც გამოვასწორეთ. ჩემს გუნდს ბოლომდე ვენდეობი და იმედი მაქვს, რომ ფინალის საგზურს მოვიპოვებთ” – განაცხადა გვარდიოლამ.

გვარდიოლა: „მოხარული ვარ, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ მომავალ სეზონში „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდება. ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა ამ საკითხზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართი მატჩის პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. მერსისაიდული გუნდი საოცარ ფეხბურთს უჩვენებს. მათ დაიმსახურეს ამ ტურნირზე ასპარეზობა და ჩემპიონთა ლიგისთვისაც კარგია, რომ „ლივერპული“ მომდევნო სეზონში ითამაშებს“, – პეპ გვარდიოლას სიტყვებს Liverpool Echo აქვეყნებს.

რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბაიერნს“ შორის გასამართ მატჩს, ის 1-ელ აპრილს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას კარლოს ველასკო კარბალიოს თავკაცობით ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა: „ვიმედოვნებ, ჰიონესის დაბრუნებისას მე ისევ აქ ვიქნები“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იმედს გამოთქვამს, რომ კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან ული ჰიონესის გადადგომა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გავლენას არ იქონიებს.

„კლუბში მხოლოდ ცხრა თვის წინათ მოვედი, თუმცა ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ გამეგო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა ული ჰიონესი „ბაიერნისთვის“. მან შეცდომა დაუშვა და აღიარა კიდეც. იმედი მაქვს, როცა კლუბში დაბრუნდება, მე ისევ აქ ვიქნები“, – გვარდიოლას სიტყვებს „სქაი სპორტსი“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ჰიონესი ფინანსური მაქინაციების გამო დააპატიმრეს და სამწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „ბაიერნის“ ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული აღიარა.

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლას რეკორდი

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გერმანიის ბუნდესლიგაში რეკორდი დაამაყარა. მას სასტარტო 15 მატჩია, არ წაუგია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ესპანელი სპეციალისტი ბავარიულ კლუბს გასული სეზონის მიწურულიდან თავკაცობს. ამ ხნის განმავლობაში მას გერმანიის ჩემპიონატში ჯერ არ წაუგია, გაიმარჯვა 13 მატჩში და ფრედ დასრულდა ორი შეხვედრა.

წინა რეკორდი „კაიზერსლაუტერნის“ მთავარ მწვრთნელ კარლ-ჰაინც ფელდკამპს ეკუთვნოდა, რომელმაც 1978/79 წლების სეზონში გუნდთან ერთად პირველი 14 მატჩი ჩაატარა წაუგებლად.

ბექა დოგრაშვილი

ეფენბერგი: „გვარდიოლა სკოლის მასწავლებელივით მოიქცა“

ვინც გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში, მიუნხენის „ბაიერნსა“ და „მაინცს“ შორის გამართულ მატჩს (4:1) მიადევნა თვალყური, შეხვედრის ბოლოს არიენ რობენის გაბრაზებულ სახეს შენიშნავდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 82-ე წუთზე „მაინცის“ კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულებას ჰოლანდიელი ფეხბურთელი აპირებდა, თუმცა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მოთხოვნით პენალტი თომას მიულერმა დაარტყა.

მატჩის შემდეგ გვარდიოლამ ტელეკომპანია „სქაისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„მინდოდა, რომ პენალტი მიულერს დაერტყა. მე ვარ გუნდის თავკაცი და ამით ყველაფერია ნათქვამი“.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა „ბაიერნის“  ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამად სატელევიზიო კომენტატორი შტეფან ეფენბერგი, რომელმაც გვარდიოლას ქცევა დაუწუნა.

„80 ათასი ადამიანის წინაშე ასე არ უნდა მოიქცე. ხელში ბურთი გიკავია, საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ხარ და ამ დროს მწვრთნელი სკოლის მასწავლებელივით გეუბნება, რომ პენალტი მიულერმა უნდა დაარტყას. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ფეხბურთელი თავს შეურაცხყოფლად იგრძნობდა. ეს გადაწყვეტილება ახსნას მოითხოვს და არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ გვარდიოლა მწვრთნელია და გადაწყვეტილებასაც ის იღებს“, – აღნიშნა ეფენბერგმა.

ბექა დოგრაშვილი