გვარდიოლა: “გვინდა “იუნაიტედი”, “ტოტენჰემი” და “არსენალი” საკუთარ სდატიონებზე დავამარცხოთ”

ლონდონის “ჩელსისთან” მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების (0:1) შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრესასთან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გუნდურად ვიმოქმედოთ და ამაში მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, საუბარი ექიმებზე, შტაბის წევრებსა და ხელმძღვანელებზე მაქვს. ერთმანეთის გვერდიგვერდ უნდა ვიდგეთ.

ჩვენი მიზანია, რომ გასვლით თამაშებშიც ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და მეტოქეს პრესინგი შევთავაზოთ. დღეს პირველივე წუთებიდან ამას ვცდილობდით და საბოლოო ჯამში, ამან შედეგი გამოიღო.

კონკურენტები? “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჰარი კეინის გუნდი”, რომელსაც ყოველ მატჩში ორი ან სამი გოლი გააქვს. “იუნაიტედს” ჟოზე ჰყავს, რომლის სტილიც სწორედ რომ დიდი ზეწოლა და ორთაბრძოლებში დომინირებაა კონტრ-იერიშებზე თამაშის მსგავსად.

ჩვენმა ფეხბურთელებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. გვინდა “ოლდ ტრაფორდზე”, “უემბლიზე” და “ემირეიტსზეც” ჩვენი თამაში ვაჩვენოთ, თუნდაც მაღალი პრესინგის პირობებში,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.

გვარდიოლა: “ჩემთვის ყოველთვის რთულია “შახტართან” თამაში”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე, “შახტართან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და უკრაინული გუნდის შესაძლებლობები შეაფასა.

“მეშვიდე მატჩს ვატარებ “შახტარის” წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ თამაშისას სულ ერთნაირი გრძნობა მეუფლება. “შახტარის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია.

მახსოვს, როდესაც პირველად უნდა გვეთამაშა მათთან, ამ კლუბის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. როცა ფეხბურთელებმა მათ თამაშს უყურეს, გაკვირვებულები იყვნენ. მანამდე კი ამბობდნენ: “უკრაინელები არიან, ვის ადარდებს?”.

მათი გუნდი ყოველთვის ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ჩემს ბიჭებს ურთულესი მატჩი ელით წინ, საბედნიეროდ, მოვახერხე მათი დარწმუნება იმაში, რომ ამ გუნდის სათანადოდ არდაფასება მომაკვდინებელი იქნება,” – აცხადებს პეპ გვარდიოლა.

გვარდიოლა აღიარებს: “არსენალმა” რაჰიმ სტერლინგი მოგვთხოვა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აღიარებს, რომ ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებს ალექსის სანჩესის ნაცვლად რაჰიმ სტერლინგის მიღება სურდათ, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა უარი განაცხადა.

“როდესაც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “არსენალთან” მოლაპარაკებები წამოვიწყეთ, მათ სანჩესის ტრანსფერში რაჰიმ სტერლინგის ჩართვა მოითხოვეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელებმა მომმართეს და მე საკმაოდ ნათლად ავუხსენი, რომ რაჰიმის გაშვება ჩემს გეგმებში არ შედიოდა. მე მას 100 პროცენტით ვენდობი.

რაჰიმი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ის სულ რაღაც 22 წლისაა, თანაც ინგლისელია. მისი გაშვების შანსი ნული იყო. ჩვენ ალექსისის გადაბირებას მხოლოდ თანხის სანაცვლოდ ვგეგმავდით,” – აცხადებს გვარდიოლა.

გვარდიოლა: “პრემიერ ლიგა ურთულესი ჩემპიონატი არ არის”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი გადმოსახედიდან მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი ესპანური ლა ლიგაა და არა პრემიერ ლიგა.

“ვიცი, რომ ჩემგან იმის მოსმენა გინდათ, რომ პრემიერ ლიგა ურთულესი ჩემპიონატია, მაგრამ ასე არ არის. თუმცა, ყველაზე ყურებადი სწორედ პრემიერ ლიგაა.

რა თქმა უნდა, აქ თამაში რთულია, ძალიან რთული. მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” და “კამპ ნოუზე” თამაში უფრო იოლია. არც “ატლეტიკისა” და “სევილიას” წინააღმდეგ მოგებაა ადვილი.

ბოლო ათწლეულში ევროპაში სწორედ ესპანური კლუბები დომინირებენ. “სევილიამ” ევროპა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. პრემიერ ლიგა უძლიერესი სწორედ მაშინ იქნება, როდესაც იგივეს გაკეთებას შეძლებენ ბრიტანული გუნდები,” – აცხადებს გვარდიოლა.

ვინსენ კომპანი: “გვარდიოლას ხედვები უნიკალურია”

“მანჩესტერ სიტის” ბელგიელმა მცველმა, ვინსენ კომპანიმ გუნდის თავკაცზე, პეპ გვარდიოლასა და მის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

“ჩემი აზრით, პეპ გვარდიოლას ნომერ პირველი უნარი რომლის სწავლა ან სწავლებაც შესაძლებელია, არის თამაშის ტექნიკური და ტაქტიკური ასპექტების სწრაფი ხედვა.

მატჩში ხშირადაა ისეთი მომენტები, როდესაც ჩვენ თვითონაც არ ვიცით რა ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალ ფეხბურთელებთან გვიწევს თანამშრომლობა. პეპს კი მაშინვე შეუძლია სიტუაციაში გარკვევა და სწორ მითითებებსაც გვაძლევს, რაც მომგებიან პოზიციაში გვამყოფებს.

მისი ხედვები ფეხბურთის მიმართ ნამდვილად უნიკალურია. მას საკმაოდ ადვილად შეუძლია თავისი ფიქრების გადმოცემა ჩვენთვის. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მიაღწია მან წარმატებებს თავის ყოფილ კლუბებში,” – აცხადებს კომპანი.

გვარდიოლა სატრანსფერო გეგმებზე: “კიდევ გვჭირდება რაღაც”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრესასთან კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. პეპმა, რომელსაც სანჩესს უკავშირებენ, კიდევ ერთი ტრანსფერიც არ გამორიცხა.

“მათდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ფაქტია, რომ გასულ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი გუნდი გვყავდა. მას შემდეგ დანილო, მენდი, ბერნარდო და ედერსონი დავიმატეთ, რამაც სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, იმით, თუ როგორ მუშაობენ ისინი და მათ ეს იციან. ფეხბურთელებმა ყოველდღე უნდა დამიმტკიცონ, რომ სათამაშო დროს იმსახურებენ. ყოველ მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდე ღიაა. ვფიქრობ, კიდევ გვჭირდება რაღაც,” – აცხადებს “ქალაქელთა” ესპანელი თავკაცი.

გვარდიოლა: “ვალვერდე სწორედ ისაა, ვინც “ბარსელონას” სჭირდებოდა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ბარსელონას” ახალ თავკაცზე, ერნესტო ვალვერდეზე ისაუბრა, რომელიც აქამდე ბილბაოს “ატლეტიკს” წვრთნიდა.

“ვფიქრობ, “ბარსელონას” სწორედ ისეთი მწვრთნელი სჭირდებოდა, როგორიც ერნესტო ვალვერდეა.

ფეხბურთელების ასეთ ნაკრებს, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული, შესაფერისი დამრიგებელი სჭირდება. გუნდს ისეთი მწვრთნელი სჭირდება, რომელსაც მათი ესმის, ერნესტო კი სწორედ ასეთი ადამიანია.

დარწმუნებული ვარ, რომ ვალვერდეს ყველაფერი გამოუვა, ისევე როგორც ლუის ენრიკეს,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.

გვარდიოლა: “სიტი” “ბარსელონაზე” ათი წლით უკანაა”

პეპ გვარდიოლას აზრით, “მანჩესტერ სიტის” ათი წელი სჭირდება, რათა ეს კლუბი “რეალის”, “ბარსელონასა” და “ბაიერნს” გაუთანაბრდეს.

“ჩემი მეთოდების შეცვლას არ ვაპირებ, რადგან მოქმედების სხვა გზა არ მაქვს. ნებისმიერ შეხვედრაში თამაში 11 კაცი 11-ის წინააღმდეგაა. განსხვავება მხოლოდ მსაჯის გადაწყვეტილებებსა და თამაშის დაბალანსებაშია.”

“წინა სეზონში კარგად გამოვიყურებოდით. იმედი მაქვს, მომავალიც სწორედ ასეთივე იქნება. ზოგი თვლის, რომ ჩატარებული სეზონი წარუმატებელი იყო, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი სასარგებლო რამ გავაკეთეთ.”

“სანამ “სიტიში” მოვიდოდი, შვიდი წელი ვიყავი მწვრთნელი. ამ დროის მანძილზე ექვსჯერ მოვიგე ქვეყნების ჩემპიონატები. მწყდება გული, რომ ეს ერთხელ ვერ მოვახერხე და იმ სეზონიდან ბევრი რამ ვისწავლე. ასევე, ხშირად ვიყავი ჩემპიონთა ლგიის ნახევარფინალებში. წელს ასე არ მოხდა, თუმცა “ბარსაც” ყოველთვის ვერ აღწევდა ამ ეტაპამდე.”

“სიტი ძალიან კარგი გუნდია. ეს კლუბი ზედიზედ ხუთჯერ მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. თუმცა, “ბარსას”, “ბაიერნის” და “რეალის” დონემდე მისაღწევად მთელი ათი წელია საჭირო,” – აცხადებს გვარდიოლა.

დე ბური: “ფანები გვარდიოლას შეიყვარებენ”

“კრისტალ პალასის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა თავის კოლეგაზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა, რომელიც გასულ წელს გამოჩნდა ინგლისურ პრემიერ ლიგაში.

“დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში “მანჩესტერ სიტი” უკეთ ითამაშებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მათ სათავეში მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტი უდგათ. მას ყველაფერის შეცვლა შეუძლია, გუნდის ათამაშებაც.

მომავალ სეზონში სტადიონზე მისული ფანები რაღაც განსაკუთრებულს დაინახავენ, შეიძლება ყოველთვის ვერ მოიგონ, მაგრამ ფეხბურთელები მიმზიდველ ფეხბურთს ითამაშებენ და გულშემატკივრებს ათქმევინებენ – “ვაუ, კიდევ მინდა ამის ნახვა!”.

ხალხი ათწლეული ისაუბრებს პეპის “ბარსელონაზე”. მჯერა, რომ მას “სიტიშიც” შეუძლია ასეთი რამის გაკეთება, რის გამოც ფანები მას აუცილებლად შეიყვარებენ,” – აცხადებს ფრანკ დე ბური.

რა შემთხვევაში დანიშნავენ პლეი ოფებს პრემიერ ლიგაში?

მართალია, უკვე ცნობილია, ინგლისის ჩემპიონისა და იმ სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც მომავალ სეზონში დაქვეითდებიან, მაგრამ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მაინც არის დარჩენილი ინტრიგა – ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რომელი გუნდები შეძლებენ ოთხეულში მოხვედრას.

“ვესტ ჰემთან” მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების (4-0) შემდეგ, “ლივერპული” ამ დროისთვის მესამე პოზიციაზე იმყოფება. მაგრამ მათ უშუალო კონკურენტებს, “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის” თადარიგში ერთი მატჩი აქვთ ჩასატარებელი. “სიტის” შეუძლია ორი ქულით გაასწროს იურგენ კლოპის გუნდს, “მეთოფეებს” კი შანსი აქვთ, სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირონ.

თუმცა, შესაძლოა, სეზონმა უფრო საინტერესო გაგრძელება ჰპოვოს და ის ბრწყინვალე პლეი ოფების სერიით დასრულდეს.

საქმე ისაა, რომ წესების თანახმად, თუ რამდენიმე კლუბი სეზონს ქულების ერთნაირი რაოდენობით, გოლების სხვაობითა და გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობით დაასრულებს და სასწორზე ევროსარბიელის საგზური, ან ჩემპიონატში დარჩენა დევს, საჭირო ხდება დამატებითი მატჩები გამართვა ნეიტრალურ სტადიონზე.

რა შედეგებით უნდა დასრულდეს მატჩები, რომ პლეი ოფები დაინიშნოს?

სამშაბათი

“არსენალი” 3-0 “სანდერლენდი”
“მანჩესტერ სიტი” 2-2 “ვესტ ბრომვიჩი”

კვირა

“ლივერპული” 0-1 “მიდლსბრო”

“არსენალი” 0-0 “ევერტონი”

“უოტფორდი” 3-1 “მანჩესტერ სიტი”

L’Équipe-მ საუკეთესო მწვრთნელთა რეიტინგი გამოაქვეყნა

საკმაოდ გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipem ევროპის საუკეთესო მწვრთნელთა რეიტინგა გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც “მანჩესტერ სიტის” თავკაცი, პეპ გვარდიოლა იმყოფება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ რეიტინგის შედგენაში 33 ჟურნალისტი იღებდა მონაწილეობსა და საბოლოო ჯამში ასეთი სია მივიღეთ:

1. ხოსეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტი”)

2. ანტონიო კონტე (“ჩელსი”)

3. დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”)

4. კარლო ანჩელოტი (“ბაიერნი”)

5. ჟოზე მოურინიო (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

6. მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსი”)

7. იოაჰიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები)

8. ზინედინ ზიდანი (“რეალი”)

9. ლეონარდუ ჟარდიმი (“მონაკო”)

10. იურგენ კლოპი (“ლივერპული”)

გვარდიოლა “სიტის” უფროსებზე: “არ მიკვირს, ბედნიერები რომ არ არიან”

პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მისთვის სრულიად გასაგებია ის ფაქტი, რომ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოები არიან.

“არ მიკვირს, ბედნიერები რომ არ არიან.

ამ კლუბის მიმართ მოლოდინები საკმაოდ დიდია. ჩვენგან ყველა ტიტულის მოგებას მოითხოვდნენ – ჩვენ ეს ვერ შევძელით, სულ ეს არის.

ასე რომ, მესმის მათი. ვიცი, რომ უკეთესადაც შეგვეძლო ყველაფრის გაკეთება და შედეგიც მიგვეღო, ყველაფერი მესმის,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.