რობერტო მანჩინი “სიტის” ამჟამინდელი მდგომარეობით გაკვირვებულია

რობერტო მანჩინიმ “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მუშაობა შეაფასა, რომელიც მანჩესტერულ გრანდს სათავეში 2016/17 წლების სეზონის დაწყების წინ ჩაუდგა.

“საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი და “სიტიში” მუშაობის შესაძლებლობა უკვე გამოვიყენე. ჩვენ ძალიან ბევრი რამ მოვიგეთ და დიდ ფეხბურთსაც ვთამაშობდით.

ახლა მათ გვარდიოლა ჰყავთ, რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის მწვრთნელად მივიჩნევ. მაგრამ მათ რაღაც პრობლემები აქვთ, რაც მაკვირვებს კიდეც.

ესპანეთში ყოფნისას მას ბრწყინვალე ფეხბურთელებთან უწევდა მუშაობა და მხოლოდ ერთი მეტოქე ჰყავდა “რეალის” სახით, ისევე როგორც “ბაიერნში” ყოფნისას.

პრემიერ ლიგაში კი მინიმუმ ექვსი გუნდი აცხადებს მაღალი მიზნებისთვის პრეტენზიას და ამიტომაც უჭირთ ასე. მაგრამ ვთვლი, რომ 2012 წლის შემდეგ, ეს “სიტი” საუკეთესოა,” – აცხადებს მანჩინი.

პეპ გვარდიოლა: “ის გერმანელია, მე კი კატალონიელი “

“მანჩესტერ სიტის” ესპანელმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ლივერპულთან” გასამართ მატჩამდე მერსესაიდელთა გერმანელ თავკაცზე, იურგენ კლოპზე ისაუბრა.

“ის ძალიან ქარიზმატული მწვრთნელია, მის შესაძლებლობებს დიდ პატივს ვცემ და ვაღიარებ. ის უმაღლესი დონის მწვრთნელია.

როდესაც გერმანიაში უცხოელი მწვრთნელის რანგში წავედი და მას შევხვდი, ის ძალიან თბილად მომექცა. პირველად, როდესაც სუპერთასის მატჩში წავაგე და მერეც ის ყოველთვის სასიამოვნოდ იქცეოდა ჩემთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, მე კატალონიელი ვარ, ის კი გერმანელი.

ვაღიარებ, რომ გატანილ გოლს ის უფრო კარგად აღნიშნავს ვიდრე მე. ასეთი დონის მწვრთნელების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ჩემთვის, ” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.

იურგენ კლოპი: “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთულია”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიზე” ისაუბრა, რომელიც მესამეზეა და ერთი ქულით უსწრებს გერმანელი სპეციალისტის გუნდს.

“პრემიერ ლიგის თითოეული თამაში უმნიშვნელოვანესია.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა შეუძლია “მანჩესტერ სიტის”. “მონაკოსთან” მათ საკმაოდ კარგად ითამაშეს და მომდევნო ეტაპზეც შეეძლოთ გასვლა. უბრალოდ, ისინიც ადამიანები არიან, ამიტომაც გამოვარდნენ.

მათი შეტევებისაგან თავის დაცვა ძალიან რთულია. მოსაგებად აუცილებელია ორთაბრძოლებში გამარჯვება. ისინი ნამდვილ ფეხბურთს თამაშობენ.

ჩემი გადმოსახედიდან, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთულია. ეს სეზონის უმნიშვნელოვანესი მომენტია და ვთვლი, რომ ამ მატჩში ფავორიტები ჩვენ არ ვართ,” – აცხადებს იურგენ კლოპი.

“მანჩესტერ სიტი” 18 ფეხბურთელს გაუშვებს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გუნდში მასიური წმენდის ჩატარებას აპირებს, რის შედეგადაც, “ეტიჰად სტედიუმი” 18-მა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს.

ძირითადად საუბარია იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებათ, ან სხვა კლუბებში არიან განათხოვრებულები.

The Telegraph-ის ჟურნალისტებმა უკვე შეადგინეს ამ ფეხბურთელების სიაც: იაია ტურე, გაელ კლიში, პაბლო საბალეტა, ვილი კაბალიერო, ხესუს ნავასი, ბაქარი სანია, ტოსინ ადარაბიოიო, ჯო ჰარტი, ელიქიმ მანგალა, სამირ ნასრი, ვილფრედ ბონი, ჯეისონ დენაიერი, სერხიო აგუერო, ვინსენ კომპანი, ალექსანდერ კოლაროვი, ფაბიან დელფი, ფერნანდო და კელეჩი იჰეანაჩო.

ახალი გუნდის შესაქმნელად კი ესპანელი სპეციალისტი სულ რაღაც 150 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს.

ტურე: “სიტისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება გვარდიოლას უდიდესი მიღწევა იქნება”

იაია ტურეს სჯერა, რომ “მანჩესტერ სიტისთვის” ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერის უდიდესი მიღწევა იქნება.

“ვფიქრობ, ეს მისი უდიდესი მიღწევა იქნება მთელი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე. მის წინ უდიდესი ტესტია, მაგრამ ამ ადამიანს უყვარს დიდი გამოწვევები, ისევე როგორც ჩვენს ფეხბურთელებს, რაც მომწონს.

საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. თუმცა, მან იცის, როგორ უნდა მართოს მსგავსი ტიპის სიტუაციები.

ვგრძნობ, იგრძნობა, რომ “მანჩესტერ სიტიში” რაღაც დიდი ხდება. ამას ფანებიც გრძნობენ, ყველა გრძნობს,” – აცხადებს “ქალაქელთა” ნახევარმცველი.

პეპ გვარდიოლამ “ბარსელონას” მიულოცა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუჯერებელი ქამბექისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემდე, კატალონიის “ბარსელონას” დიდი წარმატება ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მიულოცა.

“მინდა, “ბარსელონას” მივულოცო. ეს დაუჯერებელი შედეგია.”

“აღვნიშნავ “ბარსას” გამარჯვებას, პირველ რიგში, ლუის ენრიკეს, ხოლო შემდეგ გუნდის ყველა ფეხბურთელის გამო. როცა დრო მექნება, აუცილებლად ვნახავ ამ შეხვედრის ჩანაწერს,” – აცხადებს ესპანელი.

გვარდიოლა: “აგუეროსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს”

“მანჩესტერ სიტის” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, სერხიო აგუეროზე ისაუბრა. ესპანელმა მასა და არგეტინელის შორის ურთიერთობას განსაკუთრებული უწოდა.

“ზაფხულიდანვე აგუეროსთან ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა მაქვს.”

“როცა დიდი ფეხბურთელები თავიდანვე არ იწყებენ თამაშს, ყველა სვამს კითხვას: “რატომ? რატომ? რატომ?” ბოლო ხანებში, კუნი რამდნჯერმე არ იყო სასტარტო შემადგენლობაში და მასთან მიმართებაშიც იმავე კითხვას სვამდნენ.”

“ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. როცა გაბრიელ ჟესუსი მოვიდა, აგუეროს ვუთხარი, რომ ბრაზილიელი კარგ ფრომაში იყო და მინდოდა, მისთვის მიმდიევრობით რამდენიმე კარგი შანსი მიმეცა. ცოტა ხნის შემდეგ კი, კუნი ისევ დიდ დროს გაატარებდა მოედანზე.”

“აგუერო უმაღლსი დონის ფეხბურთელია. მისი გოლები ყოველთვის დიდ დახმარებას გვიწევს,” – განაცხადა გვარდიოლამ.

გვარდიოლა არგენტინელ მწვრთნელზე: “ის საუკეთესოა”

პეპ გვარდიოლამ მარსელო ბიელსას, რომელიც მომავალ სეზონში ფრანგულ “ლილს” ჩაუდგება სათავეში, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.

“მარსელო ბიელსას უდიდეს პატივს ვცემ, ვაღიარებს მის სიძლიერეს, რადგანაც მას შეუძლია, ფეხბურთელების დონე განსაკუთრებული შესაძლებლობის წყალობით აამაღლოს.

ჯერაც არ შევხვედრივარ მარსელო ბიელსას ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც მასზე ცუდი რამ ეთქვას. მასთან მუშაობით ყველა კმაყოფილია.

ბიელსას რჩევები მეც არაერთხელ გამომადგა. ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (25 იანვარი)


იტალიურმა კლუბებმა თვალი ლუის გუსტავოს დაადგეს


ტურინის “იუვენტუსისა” და “მილანის” ხელმძღვანელები “ვოლფსბურგის” ნახევარმცველის, ლუის გუსტავოს გადაბირებას ცდილობენ. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ტურინის “იუვენტუსი” მზადაა, ბუნდესლიგური კლუბის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო ზამთარშივე გადაიხადოს. მილანელებს კი მისი გადაბირება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სურთ.


პეპე ჩინურ კლუბს შეუთანხმდა


მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი, კეპლერ პეპე ჩინური სუპერ ლიგის კლუბს, “ჰებეი ფორტუნას” შეუთანხმდა. Calciomercato-ს ცნობით, ჩინელები პორტუგალიელს 15 მილიონ ევროს სთავაზობენ თითო ჩატარებულ სეზონში.

როგორც იცით, 33 წლის პორტუგალიელი ბოლო დროს “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “იუვენტუსსაც” დაუკავშირეს, თუმცა, მან ევროპაში თამაშს მანუელ პელეგრინისთან გაერთიანება არჩია, რომელიც “ჰებეის” თავკაცი გახლავთ.


“მანჩესტერ იუნაიტედს” “ლაციოს” დუეტი მოუნდა


იტალიურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელები “ლაციოს” ორი ფეხბურთელის, სტეფან დე ვრეისა და კეიტა ბალდე დიაოს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

როგორც ცნობილი ხდება, ჟოზე მოურინიოს დე ვრეის ტრანსფერით გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს, კეიტას კი რუნის პოტენციურ შემცვლელად მოისაზრებს.


ევრა “მარსელში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა


ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი მცველი, პატრის ევრა კლუბს ტოვებს. RMC Sport-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე გადაწყვიტა, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება.

წყაროს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-ფეხბურთელი “მარსელთან” 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.


გვარდიოლა ახანგრძლივებს?


The Sun-ის რედაქცია ძალზედ საინტერესო და მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერ სიტის” ესპანელ სპეციალისტს, პეპ გვარდიოლას კლუბთან ახალი, უფრო გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.

მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი განცხადებების, რომლის მიხედვითაც პეპის სამწვრთნელო კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა, ის მზადაა “ეტიჰადის” ბინადრებთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.


იტალიურმა გრანდებმა მიზანში ცესკ ფაბრეგასი ამოიღეს


იტალიური სერია ა-ს კლუბები “ჩელსის” ესპანელი ნახევარმცველის, ცესკ ფაბრეგასის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას Fichajes-ის რედაქცია გვაწვდის.

წყაროს ცნობით, 25 მილიონ ფუნტად შეფასებული ფაბრეგასის გადაბირების სურვილს “იუვენტუსის”, “მილანისა” და “ინტერის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

სტოუნზი: “გვარდიოლასთან მუშაობა იმაზე კარგია, ვიდრე მე წარმომედგინა”

“მანჩესტერ სიტის” ინგლისელმა მცველმა, ჯონ სტოუნზმა პეპ გვარდიოლაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ ესპანელი სპეციალისტის ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი მის ტრანსფერში.

“სიმართლე გითხრათ, გვარდიოლა ერთ-ერთ მთავარ, თუ არა მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა , 100 პროცენტით.” – განაცხადა სტოუნზმა Times-ის ინდურ გამოცემასთან საუბრისას.

“მართალია, სხვა კლუბში გადასვლის დროს შენზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ ფაქტია, რომ ის საუკეთესო სპეციალისტია, რომელთანაც შემეძლო მუშაობის გაგრძელება.

მასთან მუშაობის ასეთ შესაძლებლობაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. მინდა ავღნიშნო, რომ მასთან მუშაობა იმაზე კარგია, ვიდრე მე წარმომედგინა.”

პეპ გვარდიოლა: ვინ არის სტენ კოლიმორი?

ჟურნალისტებმა პეპ გვარდიოლასთან საუბრისას ძალიან საინტერესო რამ გაარკვიეს – ესპანელ სპეციალისტს წარმოდგენაც არა აქვს ვინ არის “ლივერპულის” ექს-ფეხბურთელი, სტენ კოლიმორი.

საქმე ისაა, რომ ეს უკანასკნელი ამ დროისთვის საფეხბურთო მატჩების კომენტატორად მუშაობს. თავისი მოვალეობის შესრულებისას კი მან პეპის ფილოსოფია დაიწუნა და იწინასწარმეტყველა, რომ ის ინგლისს “კუდამოძუებული” დატოვებდა და ესპანეთში დაბრუნდებოდა.

თუმცა, როგორც ჩანს, პეპმა ამის შესახებ არაფერი იცოდა:

“ვნახოთ.” – ასეთი ლაკონური განცხადება გააკეთა მან მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ის საქმის კურსში ჩააყენეს.

გვარდიოლა: “რაღაცების სწავლა მომიწევს, თუმცა სტილის შეცვლას არ ვაპირებ”

“მანჩესტერ სიტის” ესპანელმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის სტილის შეცვლას აპირებს და აღნიშნა, რომ ის პრობლემის გადაჭრას სხვაგვარად შეეცდება.

“არა, სტილის შეცვლას არ ვაპირებ. შანსი არაა. თამაშს ასეთივე სტილში გავაგრძელებთ. არ შემიძლია იმ ფილოსოფიას მივენდო, რომელსაც არ ვიზიარებ.

მჯერა, მჯერა იმ გზის, რომლითაც ჩვენ ვთამაშობთ.

ინგლისური ფეხბურთი მაშინ შევიცანი, როდესაც “სუონსისა” და “კრისტალ პალასის” დაპირისპირება ვნახე – ცხრა გოლიდან რვა სტანდარტულს მოჰყვა.

ასეთი რაღაცები უნდა გააკონტროლო. ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.”