ხულენ ლოპეტეგის პირველი კომენტარი “რეალში” წარდგენის შემდეგ

ხულენ ლოპეტეგი მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დღეს ოფიციალურად წარადგინა. ესპანეთის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.

“გუშინ ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი დღე იყო მას შემდეგ, რაც დედაჩემი გარდაიცვალა. ხოლო ახლა საუკეთესო დღე მაქვს. ვიმედოვნებ, ძალიან ემოციური არ ვიქნები. მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტსა და “რეალს” ნდობისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც სიამაყითა და დიდი ძალით ავიღე. ვიცი, რა კლუბთან გავაფრომე კონტრაქტი. აქ მაქსიმალური მოთხოვნებია. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ იმისთვის, რომ ისტორიაში ყველაზე მაღლა ავიდეთ.”

“აქ მაშინ მოვედი, როცა 18 წლის ვიყავი. მაშინ “კასტილიაში” ვთამაშობდი. აქ ყოფნის დროს ფეხბურთელისთვის საჭირო ღირებულებები ვისწავლე. ბედნიერი ვიყავი, რომ შემდეგ “კატილიას” გაწვრთნა მომიწია. ახლა კი, უკვე “რეალს” ვუდგავარ სათავეში.”

“ხვალინდელი მატჩი? ესპანეთის თამაშს აუცილებლად ვუყურებ. იმედი მაქვს, მიუხედავად ყველაფრისა, თასის ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას შევძლებთ,” – ამბობს ლოპეტეგი.

კარიკატურა: პერესმა სათადარიგოთა სკამის “მოწველით” დიდი თანხა გამოიმუშავა

მადრიდის “რეალი” ცუდ ფორმაშია. გუნდი ლა ლიგაში ქულას ქულაზე კარგავს და სამეულშიც ვერ იმკვიდრებს ადგილს. ეს, რაღაც მხრივ, შემადგენლობის შესუსტებითაა გამოწვეული: ზაფხულში გუნდი ხამესმა, მორატამ, დანილომ, პეპემ და სხვა ფეხბურთელებმა დატოვეს.

ZEZO ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

პერესი: “რეალის” ფანებს მეტი ტიტული სურთ”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ჟურნალისტებთან 2017 წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ, მიუხედავად მოგებული ხუთი ტიტულისა, ფანებს კიდევ მეტი სურთ.

“2017 წელი ძალზედ წარმატებული გამოდგა. გუნდს აქამდე ერთ წელში ხუთი ტიტული არასდროს მოუგია. ეს, რა თქმა უნდა, ზინედინ ზიდანისა და ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა. ბედნიერი ვარ, რომ “რეალში” ასეთი კოლექტივია შეკრული.”

“ყველა ძალიან ამაყები ვართ. ბევრი მეტოქე დავამარცხეთ და თასები ისე მოვიპოვეთ.  თუმცა გულშემატკივრები კიდევ მეტ ტიტულს ელიან. ეს ძალიან კარგად ვიცით: ჩვენ ხომ მადრიდის “რეალს” წარმოვადგენთ,” – აცხადებს პერესი.

პერესი: “დი სტეფანოსთან ერთად, კრიშტიანუ კლუბის ისტორიაში საუკეთესოა”

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მეორედ, საერთო ჯამში, მეხუთედ მოიგო ოქროს ბურთი.

დაჯილდოვების შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ესაუბრა.

“კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მან თავისი დადებითი თვისებები, ღირებულებები “რეალში” წარმოაჩინა. ხოლო, კლუბის ისტორიაში, დი სტეფანსოთან ერთად, ის ნომერ პირველია. პორტუგალიელი კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდა. იმედი მაქვს, რონალდუ დიდ ხანს დარჩება გუნდში.”

“რეალი” არის კლუბი, რომელსაც მთელი სამყარო იცნობს. ჩვენ ნელ-ნელა ვვითარდებოდით იმ ვალდებულების გრძნობით, რომ ტიტულები და პრიზები უნდა მოგვეგო. ახლა ჩემპიონთა ლიგის ბევრი ტიტული გვაქვს. ფეხბურთელებმა კი, საკმაო რაოდენობის ოქროს ბურთის მოპოვება შეძლეს. გავაგრძელებთ ზრდასა და ისტორიის წერას!” – აცხადებს რონალდუ.

პერესი: “რეალის” მიერ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება სხვა გუნდებს ახალ მოტივაციას უჩენს”

გუშინ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა თავის კლუბზე ისაუბრა.

“ამ ფეხბურთელებმა ისტორია კიდევ ერთხელ დაწერეს. საოცარი გუნდი გვყავს. “რეალს” მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი წვრთნის. გუნდში დი სტეფანოს წარმატებების გამგრძელებელი, კრიშტიანუ რონალდუ გვყავს. ასევე, სერხიო რამოსის სახით, “ბლანკოსს” მშვენიერი ფეხბურთელი კაპიტნობს. აქ ყველა პოზიციაზე საუკეთესო სპორტსმენები თამაშობენ.”

“შარშან მე-12-ჯერ მოვგეთ ჩემპიონთა ლიგა. კარდიფული ფინალი ისტორიაში საუკეთესო იყო. ზედიზედ მეორედ მოგებული თასი! ამავე დროს, ეს მომავალი თაობებისთვის ახალი მოტივაციაა. ნებისმიერ კარგ კლუბს სურს, ამ ტურნირის მოგება,” – აცხადებს ფლორენტინო.

რა უთხრა ფლორენტინო პერესმა ფერნანდო ლორენტეს ვარჯიშის დაწყებამდე?

მადრიდის “რეალი” დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტეჰნემს” უმასპინძლებს.

გუშინ საღამოს სპურსებმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ივარჯიშეს. ადგილობრივთათვის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი სახე ფერნანდო ლორენტე იყო. ესპანელი თავდამსხმელი, მოგეხსენებათ, ინგლისელთა ღირსებას იცავს.

ლორენტეს კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი თბილად შეხვდა. მას, მისალმების შემდეგ ხუმრობით უთხრა: “სამშაბათს ბევრს ნუ ირბენ,” გაუღიმა და გადაეხვია.

პერესი: “რონალდუს ამის სანაცვლოდაც კი არ გავყიდი”

კრიშტიანუ რონალდუს ესპანეთის მთავრობასთან უთანხმოება აქვს. ეს უკანასკნელი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს გადასახადების გადაუხდელობაში ადანაშაულებს. უკვე შედგა სასამართლო, რომლის შემდეგაც გაირკვა, რომ თუ “რონი” 20 აგვისტომდე დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, იგი შვიდწლიანი ციხის საფრთხეს კიდევ უფრო მიუახლოვდება. კრიშტიანუ უკმაყოფილოა და მისი “რეალიდან” წასვლის შესახებ არაერთხელ დაიწერა.

პორტუგალიელის შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს ფლორენტინო პერესს, რომელმაც ორიგინალური პასუხი გასცა ჟურნალისტებს.

“კრიშტიანუს გაყიდვა? ამ წამსვე მისი წონა ოქროც რომ მომიტანონ, ამ სიმდიდრის სანაცვლოდაც არ გავუშვებ გუნდიდან,” – განაცხადა ფლორენტინომ.

მადრიდის “რეალი” სამედიცინო შტაბის ორმა წევრმა დატოვა

მადრიდის “რეალის” სამედიცინო შტაბში ცვლილებებია. ამის შესახებ Marca იტყობინება.

ცნობილი გახდა, რომ კლუბი მთავარმა ექიმმა, ჟესუს ოლმომ დატოვა. “ბლანკოსში” ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ თავად ექიმს სურდა სხვა პროქტებში მოანწილეობის მიღება.

ნახსენების გარდა, დიდი ალბათობით, კლუბს ქირურგი, მიკელ არამბერი დატოვებს, რომელიც 2015 წლიდან მუშაობს “რეალში”.

ოლმოს შემცვლელად “კასტილიას ექიმი განიხილება, რომელსაც ზინედინ ზიდანი ნდობას უცხადებს.

ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანს მიმართა

ლა ლიგის 33-ე თასის მოგების შემდეგ, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი შეაქო.

“ზიზუ” ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი სიმბოლოა. მინდა, მივმართო მას: შენ იყავი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ახლა კი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ხარ!”

“ამ გუნდმა კლუბის ნამდვილი სახე წარმოაჩინა! ბიჭებმა დაამტკიცეს, რა ღირებულებების მატარებელია “რეალი”! იმედი მაქვს, ოთხ ივნისს აქ ისევ დავბრუნდებით და ერთად ვიზეიმებთ სეზონის მეორე ტიტულს. დარწმუნებული ვარ, ამისთვის ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი ბოლომდე დაიხარჯება. მათ მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი ტურნირი წელს უკვე მოიგეს და ისტორისს ნაწილნი არიან!” – განაცხადა პერესმა.

კარიკატურა: გუშინდელ შეხვედრაში ფლორენტინო პერესმა იმსაჯა (ფოტო)

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის “რეალმა” მიუნხენის “ბაიერნი” ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. მთელი 120 წუთის მანძილზე შეხვედრის მთავარი არბიტრი, ვიქტორ კაშაი ძალიან საკამათო გადაწყვეტილებებეს იღებდა. მათ შორისაა არტურო ვიდალისთვის ნაჩვენები მეორე ყვითელი ბარათი, კრიშტიანუ რონალდუსთვის თამაშგარიდან ჩათვლილი გოლი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი “რეალის” წისქვილზე ასხამდა წყალს.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანიმ კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

კრიშტიანუ რონალდუ “იუვნეტუსში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო

კრიშიტიანუ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის ისტორია ფეხბურთის თითქმის ყველა მოყვარულმა იცის. “სპორტინგსა” და მანჩესტერელებს შორის გამართულ შეხვედრაში, ახალგაზრდა პორტუგალიელმა სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღება მიიქცია და 2003 წლის ზაფხულზე “წითელი ეშმაკიც” გახდა.

თუმცა, ზემოთ ნახსენები ამბავი შესაძლოა, საერთოდ არ მომხდარიყო. ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი დირექტორი, ჯანი დი მარციო იხსენებს, რომ იგი 2002 წელს “სპორტინგისა” და “ბელენენსეშის” შეხვედრას დაესწრო, რათა რიკარდო ქუარეშმას თამაში ენახა. საბოლოოდ, ეს ფეხბურთელი მწვრთნელმა მინდორზე არ გამოიყვანა. სამაგიეროდ, მოედანზე იყო რონალდუ. სწორედ ამ დროს შეამჩნია დი მარციომ ახალგაზრდა სასწაულმოქმედი.

“მაშინ 18 წლის იყო,”- იხსენებს “ბებერი ქალბატონის” ყოფილი სპორტული დირექტორი,- “მატჩის შედმეგ მაშინვე ჩემს გუნდში დავრეკე და ხელმძღვანელობას ვუთხარი, ვიპოვე ერთი ვიღაც, ვინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, რა თქმა უნდა, მარადონას შემდეგთქო.”

“მოლაპარაკებები 2002 წლის ზაფხულში დავიწყეთ. კრიშტიანუ ტურინშიც კი ჩამოვიყვანეთ. უნდა შემდგარიყო ბარტერი: მარსელო სალასი რონალდუში უნდა გაგვეცვალა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ბოლო მომენტში ჩილელმა შემტევმა, რამდენიმე მილიონით დაბალი ანაზღაურების გამო, უარი თქვა “სპორტინგში” გადასვლაზე. საბოლოოდ, ტრანსფერი ჩაიშალა. ეს ისტორია რონალდუს აგენტმა, ხორხე მენდეშმა შესანიშნავად იცის,” – განაცხადა დი მარციომ.

პერესი: “ბერნაბეუს” ამ მიზეზის გამო არ შეუძლია სამეფო თასის ფინალის მასპინძლობა”

ესპანეთის სამეფო თასის ფინალი 27 მაისს “ბარსელონასა” და “ალავესს” შორის შედგება. კატალონიელებს სურდათ, რომ ეს დაპირისპირება მადრიდის “რეალის” საშინაო არენაზე, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულიყო, თუმცა დედაქალაქელებისგან უარი მიიღეს.

გუშინ ფლორენტინო პერესი ენრიკე ორტეგოს წიგნის (“მეთერთმეტე”) პრეზენტაციასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქ ჰკითხეს უარის თქმის მიზეზი. “რეალის” პრეზიდენტმა კი უპასუხა: “აღნიშნული შეხვედრის გამართვა “ბერნაბეუზე” შეუძლებელია, რადგან მაისში ჩვენს მოედანზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები იგეგმება.”

ფლორენტინოს დე ხეას ტრანსფერზეც ჰკითხეს: “ახლა შუა სეზონია და ტრანსფერებზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ჩვენ ნავასი გვყავს, რომელსაც სრულ ნდობას ვუცხადებთ,” – განაცხადა პერესმა.