ჩეხს, “ლივერპულთან” წაგების შემდეგ, ავარია მოუვიდა (ფოტოები)

პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლონდონის “არსენალი” საკუთარ მოედნაზე მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 3-4 წააგო.

საგულსიხმოა, რომ ნახსენები მატჩის შემდეგ ცუდ ხასიათზე მყოფ “არსენალის” მეკარეს, პეტერ ჩეხს ავარია მოუვიდა და 60.000 ფუნტად შეფასებული “აუდი ა 7” დაამტვრია.

კურტუა: „ჩეხთან არ შემადაროთ“

„ჩელსის“ მეკარემ ტიბო კურტუამ პეტერ ჩეხთან შედარების შესახებ ისაუბრა.

„პეტერი „ჩელსის“ ლეგენდაა და გულშემატკივრები მას მხარს ყოველთვის უჭერდნენ.

გუნდისთვის, ვცდილობ, ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო. გასული სეზონი წარმატებული გამოდგა – ჩვენ ლიგის თასი მოვიგეთ და ჩემპიონებიც გავხდით. იმედია, ტიტულების შენარჩუნებასა და მეტი ტურნირის გგოებას შევძებთ.

„ჩელსის“ წარმატებაში ჩეხის წვლილი ძალიან დიდია. იმედია, მეც თასების ამ რაოდენობას მოვიგებ.

ახალი ერა დადგა. არ მსურს, რომ ჩეხთან შემადარონ. მე სხვა მეკარე ვარ და ჩემი გზით მივდივარ“, – განაცხადა ბელგიელმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩეხი „არსენალში“ გადავიდა.

დევიდ ჯეიმსი: „არსენალმა“ჩეხის მოყვანით შეცდომა დაუშვა“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ დევიდ ჯეიმსმა „ჩელსის“ გოლკიპერის პეტერ ჩეხის „არსენალში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა.

„ჩეხი კარგი მეკარეა, მაგრამ ის თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს. რრთულია იმის თქმა, დაუბრუნდება თუ არა ის 33 წლის ასაკში ოპტიმალურ ფორმას.

„არსენალისთვის“ უკეთესი ბეგოვიჩის შეძენა იქნებოდა. ის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მისი უპირატესობა ასაკში გამოიხატება. მის გარდა, 15 წელიწადზე მეტი პრემიერლიგაში მხოლოდ ტიბო კურტუას აქვს.

თუ „არსენალის“ ქომაგი ვიქნებოდი, მაშინ ბეგოვიჩის ტრანსფერი უფრო გამახარებდა“, – განაცხადა ჯეიმსმა.

შეგახსენებთ, რომ ჩეხი „ჩელსიდან“ „არსენალში“ ათ მილიონ ევროს გადავიდა, ბეგოვიჩი კი „სტოკ სიტიდან“ სწორედ „არისტოკრატების“ რიგებში გადაბარგდა

 

 

ჩეხმა „არსენალში“ სადებიუტო მატჩი შეაფასა

ლონდონის „არსენალის“ ახალწვეული პეტერ ჩეხი ახალ კლუბში სადებიუტო მატჩით კმაყოფილი დარჩა. გუშინ „მეთოფეებმა“ სინგაპურის მოსამზადებელი ტურნირის ფინალში „ევერტონი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

„არსენალის“ შემადგენლობაში პირველი კვირა არ გამიტარებია, მაგრამ მოედანზე გამოსვლას მოულოდნელად ველოდებოდი. მიხარია, რომ ეს მომენტი დადგა. „ევერტონი“ ძლიერი მეტოქეა, ამის შესახებ კარგად ვიცი. თუმცა, ჩვენ მეტოქის დამარცხება მოვახერხეთ. კარგია, რომ სეზონი ასეთი გამარჯვებით დავიწყეთ.

„არსენალის“ შემადგენლობაში თავს კარგად ვგრძნობ, გუნდში კარგად მიმიღეს. არც მორალურ და არც ფიზიკურ დისკომფორტს არ ვგრძნობ. 90 წუთის განმავლობაში ვითამაშე, რითიც კმაყოფილი ვარ“, – ციტირებს ჩეხს „სქაი სპორტსი“.

ჩეხი “არსენალში” სამედიცინო შემოწმებას გადის

პეტერ ჩეხი მეორე ლონდონურ გუნდში გადადის.

ВВС-ის ინფორმაციით, გუნდებს შორის ყველანაირი ფინანსური გარიგება შედგა. ტრანსფერი 11 მილიონი ფუნტი დაჯდება.

უფრო მეტიც, ჩეხმა კარის დარაჯმა “არსენალთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. დარჩა სამედიცინო შემოწმება, რომელსაც 33 წლის ფეხბურთელი დღეს გაივლის.

აქვე დავამატებთ, რომ პეტერ ჩეხმა გასულ სეზონში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა, რადგან ის ვერ უწევს კონკურენციას ბელგიელ, ტიბო კურტუას.

ჩეხს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სურს

ლონდონის „ჩელსის“ მეკარე პეტერ ჩეხი უკმაყოფილოა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს.

„არ ვიცი, რა გეგმები აქვს კლუბის ხელმძღვანელობას. თუმცა, გეტყვით, რომ კიდევ ერთი მსგავსი სეზონის ჩატარება არ მინდა. ჩემი მომავლის გარშემო ბევრი საუბარია, თუმცა ამ საკითხს მხოლოდ ზაფხულში გადავწყვეტთ“, – განაცხადა ჩეხმა.

ჩეხი გუნდს იანვარში არ დატოვებს

ბრიტანული პრესა პეტერ ჩეხის გუნდიდან წასვლაზე ალაპარაკდა. გავრცელებული ინფორმაციით,32 წლის ჩეხი მეკარეთი რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ფეხბურთელის აგენტმა კი გავრცელებული ინფორმაციები ინტერვიუში უარყო. მისი განცხადებით, პეტერ ჩეხი გუნდის დატოვებას, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, არ აპირებს.

”ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს ”რომასთან”. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის, დროს ფეხბურთელი გუნდს არ დატოვებს,” –  განაცხადა პეტერ ჩეხის აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ პეტერ ჩეხს ლონდონის ”ჩელსისთან” კონტრაქტი 2016 წლის, ზაფხულამდე აქვს.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

რომა ჩეხით დაინტერესდა

“რომას” ლონდონის “ჩელსიდან” პეტერ ჩეხის გადაბირება სურს. ჩეხმა გოლკიპერმა მიმდინარე სეზონში ძირითადში ადგილი დაკარგა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

მარტში მორგა დე სანკტისი 28 წლის გახდება, ლუკაშ სკორპსკი ძირითადი მეკარეობისთვის ჯერ ახალგაზრდაა, ამიტომ ჩეხს რომაულ კლუბში მეკარის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია.

 

ჩეხი: „ასეთ გოლებს არ უნდა ვუშვებდეთ“

ლონდონის „ჩელსის“ მეკარემ პეტერ ჩეხმა „ვესტ ბრომვიჩთან“ ფრედ 2:2 დასრულებული მატჩის შესახებ იუსაუბრა.

„ისე ვთამაშობდით, რომ წესითა და რიგით ქულები არ უნდა დაგვეკარგა. თუმცა მეორე ტაიმში, კუთხურის შედეგად, უაზრო გოლი გავუშვით“, – აცხადებს ჩეხი.

„მე კონცენტრაცია დავკარგე და სათანადო რეაგირების მოხდენა ვერ მოვახერხე. ასეთ ბურთებს არ უნდა ვუშვებდეთ“.

„მაგრამ ქულა, არაფერს სჯობს. ამავე დროს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოგვეგო“, – დაასრულა „არისტოკრატთა“ ვეტერანმა კარის დარაჯმა.