პიტერ კრაუჩი პრემიერლიგაში დაბრუნდა

ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელი პიტერ კრაუჩი პრემიერლიგაში დაბრუნდა. ის “სტოკ სიტიდან” “ბარნლიში” გადავიდა.

38 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს. კრაუჩი 15-ნომრიან მაისურს მოირგებს.

კლუბებს შორის ერთგვარი ბარტერული გაცვლა მოხდა და საპირისპირო მიმართულებით, “ბარნლიდან” “სტოკში” სემ ვოუქსი გადავიდა.

პიტერ კრაუჩს პრემიერლიგაში ჩატარებულ 461 მატჩში 118 გოლი აქვს გატანილი. კიდევ სამი ბურთის გატანის შემთხვევაში, ის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ოცეულში შევა.

კრაუჩის მიღწევა

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში “სტოკ სიტისა” და “ევერტონს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მასპინძელთა ტანმაღალმა ფორვარდმა პიტერ კრაუჩმა გახსნა.

ინგლისელი თავდამსხმელი პრემიერლიგის ისტორიაში 26-ე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ტურნირზე ასი გოლი აქვს გატანილი. 36 წლის კრაუჩი მათ შორის ყველაზე ხანდაზმულია. მანამდე პრემიერლიგაში ასი გოლის გამტან ყველაზე მხცოვან ფეხბურთელად “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი რაიან გიგზი ითვლებოდა, რომელმაც საიუბილეო გოლი 35 წლისა და 364 დღის ასაკში გაიტანა.

პრემიერლიგაში თავით გატანილი გოლების რაოდენობით კრაუჩი შირერს მიუახლოვდა

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში “სტოკ სიტისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (1:4) მასპინძელთა თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩმა 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ინგლისელი ფორვარდისთვის ეს პრემიერლიგაში თავური დარტყმით გატანილი 45-ე გოლია.

ინგლისის უმაღლეს დივიზიონში თავური დარტყმით გატანილი გოლების რაოდენობით კრაუჩი მხოლოდ “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილ თავდამსხმელ ალან შირერს ჩამორჩება (46). აქტივში თავით გატანილი 45 გოლი აქვს “ქოვენთრი სიტისა” და “ასტონ ვილას” ყოფილ ფორვარდ დიონ დაბლინსაც. თავით ოდნავ ნაკლები გოლი გაუტანიათ ლეს ფერდინანდსა (40) და დუაიტ იორკს (38).

პიტერ კრაუჩის მომხიბვლელი მეუღლე (ფოტოები)

„სტოკ სიტიმ“ წუხელ პენალტების სერიაში „ბირმინგემი“ დაამარცხა და ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, რაც უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

პიტერ კრაუჩმა ხუთ მატჩში უკვე მესამე გოლი გაიტანა. ბოლოს როდის მოხდა ასეთი რამ, ალბათ, თვითონაც არ ახსოვს. საინტერესოა, რა (თუ ვინ) არის კრაუჩის მთავარი მოტივატორი.

რამდნეიმე დღის წინათ, Fanebi.Com-ის ფეისბუქის გვერდზე კრაუჩის მეუღლის ფოტო გამოვაქვეყნეთ, რამაც საყოველთაო ყურადღება გამოიწვია. შლანგი უძახეთ და კრაუჩს მშვენიერი ქალის გული კი აქვს მოგებული. გადავწყვიტეთ ები კლენსისთვის ცალკე პუბლიკაცია მიგვეძღვნა. ები კლენსი ბრიტანელი მოდელი და ტელეწამყვანია. პიტერი და ები ერთად 2006 წლის შემდეგ არიან.

ები კლენსი ბრიტანულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“

 

 

 

 

 

 

 

 

ებისა და პიტერს ქორწილი 2011 წლის ზაფხულში ჰქონდათ. მ წლის გაზაფხულზე წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც სოფია რუბი დაარქვეს.