ფაბიო კაპელო: “ბელოტი ბატისტუტაზე უკეთესია”

იტალიური “ტორინოს” თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტი საოცარ სეზონს ატარებს. 23 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ს 27 ტურში 23 გოლი გაიტანა. ანდრეას სწორედ ამ სეზონში ჰქონდა იტალიის ნაკრებში დებიუტი. მან რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხ მატჩში სამჯერ შეძლო მეტოქის დამწუხრება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიდ გუნდებს არ გამორჩენიათ. ბელოტის სახელს “მანჩესტერ უნაიტედს”, “ჩელსისა” და “არსენალს” უკავშირებენ. როგორც იწერება, ეს კლუბები დაახლოებით 86 მილიონ ფუნტს ჩამოდიან იტალიელში.

ცნობილმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ბელოტიზე საჯაროდ ისაუბრა და იგი ლეგენდარულ არგენტინელ შემტევს, გაბრიელ ბატისტუტას შეადარა.

“ბელოტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მას კარგი მოძრაობები ახასიათებს, მან ყველაფერი იცის! ის სწრაფი და ტექნიკურად ძლიერია. ვფიქრობ, ის უკეთესია, ვიდრე ბატისტუტა.”

“იმედი მაქვს, ის სწორი გზით გგანვითარდება და დიდ წარმატებას მიაღწევს!” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

TOP 5: ტყუპები თანამედროვე ფეხბურთში

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ თანამედროვე ფეხბურთში ხუთი საუკეთესო ტყუპი ძმები დაასახელა.

5. დიმიტრი კომბაროვი და კირილ კომბაროვი

Dmitri+Kombarov+Kirill+Kombarov+Spartak+Moscow+FXMe1De_Q2Qx

4. ჰამიტ ალტინტოპი და ჰალილ ალტინტოპი

50d20bb801629c6438000ccf

3. ხოსე კალეხონი და ხუანმი კალეხონი

Juan-Miguel-Jose-Maria-Foto_LRZIMA20131020_0014_4

2. რაფაელ და სილვა და ფაბიო და სილვა

Rafael-Da-Silva-and-Fabio

1. ლარს ბენდერი და სვენ ბენდერი

145046256

შესაძლოა რაფაელმა და ფაბიომ “მანჩესტერი” დატოვონ

მანჩესტერის ბრაზილიელი მცველები რაფაელი და ფაბიო სავარაუდოდ ინგლისურ კლუბს დატოვებენ. ამის შესახებ ფეხბურთელების აგენტმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ტყუპები მანჩესტერელებს 2008 წელს შეუერთდნენ, თუმცა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მხოლოდ რაფაელმა შესძლო.

ფაბიო გასული სეზონი იჯარის წესით “ქპრ”-ში და შემდეგ “კარდიფში” გაატარა. მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო რაფაელი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მოედანზე 9-ჯერ გავიდა.

“კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. ამ ეტაპზე ძმები ნამდვილად რჩებიან მანჩესტერში, თუმცა ზაფხულში ფეხბურთელებმა შესაძლოა დატოვონ “მანჩესტერი” – განაცხადა კასიანო პერეირამ.

ფაბიო „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებაზე ფიქრობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“  მცველი ფაბიო სხვა კლუბის რიგებში გადასვლაზე დაფიქრდა.

23 წლის ბრაზილიელს თამაში არც ისე ხშირად უწევს. სწორედ მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო იგი შესაძლოა, ბრაზილიურ „ფლუმინენსეში“ დაბრუნდეს.

„ვთვლი, რომ ცვლილებების დრო დადგა. შესაძლოა, მანჩესტერი უკვე შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის დროს დავტოვო. გამორიცხული არ არის, ეს შემდეგი წლის ზაფხულის თვეებშიც მოხდეს. ჩემი აზრით, უნდა წავიდე, რადგან კარგი პერსპექტივები მაქვს“, – აცხადებს ფაბიო.

„ამ მომენტისთვის ახალ კლუბს ვეძებ. მსურს ბედნიერი ვიყო, ხშირად ვითამაშო და ჩემი ოჯახის წევრებთან ვიყო ახლოს. ბრაზილიაში დაბრუნებასაც არ გამოვრიცხავ. აგენტთან ერთად სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ. „ფლუმინენსე“ მიყვარს, ამ კლუბით ვამაყობ და მის ფერებს შვიდი წლის განმალობაში ვიცავდი. შესაძლოა, უახლოეს მომავალში კვლავ მისი მაისურით დავიწყო თამაში“, – დაასრულა სამხრეთ-ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი