ფალკაომ და ხუან მატამ სამურაისთან ერთად ითამაშეს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ თამაშობენ მარკოს როხო, რადამელ ფალკაო და ხუან მატა სამურაისთან ერთად.

ფალკაო გოლის გატანას “ლესტერთან” გეგმავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” კოლუმბიელი ფორვარდი, რადამელ ფალკაო, რომელიც კლუბს იჯარის წესით “მონაკოდან” შეუერთდა მოხარულია “ოლდ ტრაფორდზე” დებიუტით.

“შესანიშნავი გრძნობაა “ოლდ ტრაფორდზე” დებიუტი.”

“ეს ექსტრაორდინალური სტადიონია, ლეგენდარული სტადიონია და მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ. ამ მომენტისგანაც სიამოვნებას მივიღებ.”

გამოჩენიდან 15 წუთის შემდეგ ფალკაომ თითქმის გაიტანა თავისი სადებიუტო და “იუნაიტედის” მე-5 გოლი კონკრეტულ შეხვედრაში.

“მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. დახვედრით ძალიან ვისიამოვნე. ეს ფანტასტიკური იყო.”

“თითქმის გავიტანე. მეკარე კარგი იყო. იმედი მაქვს მომდევნო თამაშში გავიტან.”

მაშინ, როცა დი მარია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს ამტკიცებს, ბლინდი და როხო სადებიუტო შეხვედრას ბრწყინვალედ ატარებენ.

ფალკაოს აზრით “იუნაიტედის” 6 შენაძენი დრო და დრო სულ უფრო უკეთ ათამაშდება.

“თანდათან გუნდად შევიკრებით და მოთამაშეებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ.”

“იმედი მაქვს ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც კვირას.”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

10 საუკეთესო თავდამსხმელი ინგლისის პრემიერ ლიგაში

სპორტულმა პორტალმა Bleacher Report-მა ინგლისის პრემიერ ლიგის ათი საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა.

10. რომელუ ლუკაკუ, “ევერტონი”

10

9. ედინ ჯეკო, “მანჩესტერ სიტი”

9

8. მარიო ბალოტელი, “ლივერპული”

8

7. უეინ რუნი, “მანჩესტერ იუნაიტედი”

7

6. რობინ ვან პერსი, “მანჩესტერ იუნაიტედი”

6

5. ალექსის სანჩესი, “არსენალი”

5

4. დანიელ სტარიჯი, “ლივერპული”

4

3. რადამელ ფალკაო, “მანჩესტერ იუნაიტედი”

3

2. სერხიო აგუერო, “მანჩესტერ სიტი”

2

1. დიეგო კოშტა, “ჩელსი”

1

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დაასახელა.

* თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

10. ჯონ ტერი – 175 000 კვირაში

9. მესუთ იოზილი 180 000 კვირაში

8. ედენ აზარი – 185 000 კვირაში

7. სესკ ფაბრეგასი- 200 000 კვირაში

6. სერხიო აგუერო – 225 000 კვირაში

5. რობინ ვან პერსი – 225 000 კვირაში

4. იაია ტურე – 240 000 კვირაში

3. რადამელ ფალკაო – 265 000 კვირაში

2. ანხელ დი მარია – 280 000 კვირაში

1. უეინ რუნი – 300 000 კვირაში

ფალკაოს შესანიშნავი ფინტი

ფუტზალის ლეგენდა ფალკაომ ერთ-ერთ შეხვედრაში გასაოცარი ფინტი გააკეთა.

მონაკო ფალკაოს 55 მილიონად ყიდის

“მონაკოს” და კოლუმბიის ნაკრების ფორვარდის რადამელ ფალკაოს ყიდვას “მანჩესტერ სიტის” და “არსენალს” 55 მილიონ გირვანქად შესთავაზეს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ოლივიე ჟირუს ტრავმის გამო “არსენალი” ფორვარდს სასწრაფოდ ეძებს. “ლესტერ სიტისთან” მატჩის დროს გულშემატკივრები ვენგერს წინა ხაზის გაძლიერებისკენ მოუწოდებნენ. შეხვედრის შემდეგ თავად ვენგერმაც აღნიშნა, რომ კვალიფიციური ფორვარდში “მეთოფეები” ნებისმიერ თანხას გადაიხდიან.

იმ შემთხვევაში თუ ფალკაოს “მანჩესტერ სიტი” შეიძენს კლუბს ფინანსური ფეარ-პლეის დაცვასთან შეექმნება პრობლემები. ამიტომ, სატრასნფერო ბაზარზე გასვლამდე ქალაქელებს ჯერ რამდენიმე მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ. კერძოდ კი, საუბრობენ, რომ “სიტი” მზად არის ალვარო ნეგრედს, მიკა რიჩარდს, მატია ნასტასიჩს და სკოტ სინკლერს შეელიოს. მანჩესტერში ფალკაოს იჯარასაც განიხილავენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ტრადიციულად, გთვაზობთ დღის 5 ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ჭორს.

კუადრადო ფიორენტინაში დარჩება

“ფიორენტინას” პრეზიდენტმა ადრეა დელა ვალემ განაცხადა, რომ ხუან კუადრადო ფლორენციულ კლუბში დარჩება. ფეხბურთელმა გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტს პირადად ამცნო.

სონგი ვესტ ჰემს უახლოვდება

“ბარსელონას” ფეხბურთელი ალექს სონგი დიდი ალბათობის კარიერას “ვესტ ჰემში” გააგრძელებს. ბრიტანული პრესის ცნობით ლონდონელები კამერუნელის იჯარაზე მუშაობენ. ინგლისური კლუბის გარდა სონგს “ნაპოლი” და “გალათასარაიც” იწვევენ.

საუთჰემპტონს თაუნსენდი სურს

“საუთჰემპტონი” “ტოტენჰემიდან” ენდროს თაუნსენდის გადაბირებას ცდილობს. ლონდონელებმა რამდეინმე წინადადებაზე უარი კი თქვეს, თუმცა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ თაუნსენდისთვის მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

რედნაპი რემის წასვლას ადასტურებს

ქპრ-ს მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ლოიკ რემის “ჩელსიში” წასვლა დაადასტურა. რედნაპის თქმით, ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და უახლოეს მომავლაში შემტევი ლონდონურ გრანდს შეუერთდება.

ფალკაოსთვის სიტიც იბრძოლებს

“მანჩესტერ სიტი” “მონაკოს” ფორვარდის, რადამელ ფალკაოსთვის ბრძოლაში ჩაერთო. “ქალაქელებს” კოლუმბიელის იჯარით სურთ აყვანა. შეგახსენებთ, “სიტის” გარდა ფალკაოსთვის “რეალი”, “არსენალი” და “იუვენტუსი” იბრძვიან.

ფალკაოს საკითხი გადაწყვეტილია

მადრიდის “რეალმა” და “მონაკომ” ფალკაოს თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. იტალიური პრესის ცნობით მხარეებმა მოლაპარაკებების უკანასკნელი ეტაპი გუშინ, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ გამართეს.

შეთანხმებით ფინანსური მხარე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უცხოელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ “რეალმა” ერთწლიან იჯარაზე მოილაპარაკა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ევროა. მადრიდელებს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირატესობა ექნებათ.

ოფიციალურად ტრანსფერს გუნდები ჯერ არ ადასტურებენ.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ტრადიციულად გთავაზობთ დღის სატრანსფერო ამბებს.

კალიარის პეჩნიკი სურს

სლოვენიელი ფორვარდი ნეიც პეჩნიკი, შესაძლოა, “კალიარის” ფეხბურთელი გახდეს. სერბული “ცრვენა ზვეზდას” შემტევით იტალიური კლუბის მწვრთნელი პირადად არის დაინტერესებული.

აბელ ერნანდესი ბენფიკასი არ გადავა

“პალერმოს” ფორვარდმა აბელ ერნანდეშმა განაცხადა, რომ კლუბის გამოცვლა არ სურს.

“ბენფიკას ინტერესი სასიამოვნოა, თუმცა კარიერის გაგრძელებას სხვა ჩემპიონატჩი ვარჩევდი. თუმცა, წასვლა აუცილებელი სულაც არ არის. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს”. 

რეალი ფალკაოს დაუბრუნდა

ანხელ დი მარიას გაყიდვის შემდეგ მადრიდის “რეალი” რადამელ ფალკაოს კანდიდატურას მიუბრუნდა. ფრანგული პრესის ცნობით მადრიდელები “მონაკოს” ფორვარდის ერთწლიან იჯარაზე ესაუბრებიან.

სიტი ნეგრედოს მილანში არ უშვებს

“მანჩესტერ სიტიმ” “მილანს” ალვარო ნეგრედოს ტრანსფერზე უარი უთხრა. “როსონერი” კიდევ ერთი ესპანელი, ფერნანდო ტორესის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავენ.

ჰამბურგს ჰოლტბი სურს

გერმანული “ჰამბურგი” ლონდონი “ტოტენჰემის” ნახევარმცველის, ლიუის ჰოლტბის ყიდვას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ გერმანელები მზად არიან გუნდის კაპიტანი, რაფაელ ვან დერ ვაარტი გაასხვისონ. ჰოლტბი სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება.

რადამელ ფალკაოს შესანიშნავი გოლი

ფრანგული “მონაკოს” ერთ-ერთ ვარჯიშზე კოლუმბიელმა რადამელ ფალკაომ შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ფალკაო ლივერპულსაც მოუნდა

“ლივერპულმა” “მონაკოს” რადამელ ფალკაოს ტრანსფერთან დაკავშრებით მიმართა. “წითლების” მთავარი მწვრთნელ ბრენდან როჯერსს ფალკაო სუარესის შემცვლელად ეგულებოდა, თუმცა საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონის ხელმძღვანელობამ ინგლისური კლუბის მესვეურებს მიანიშნა, რომ ფორვარდი “რეალში” გადასვლას უახლოვდება, რის შემდეგაც “ლივერპულმა” აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, “მონაკოს” პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა ფალკაოსადმი “რეალის” ინტერესი არ დაადასტურა.

რადამელ ფალკაომ ტრავმის შემდეგ პირველი გოლი “არსენალს” გაუტანა

3 აგვისტოს ლონდონის “არსენალსა” და “მონაკოს” შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფრანგულ გუნდის გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ.