26 ოქტომბერს, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში ფელაინიმ თანაგუნდელს ეფექტური პასი გაუკეთა.
ჭდე: ფელაინი
ნაპოლის ფელაინი აინტერესებს
“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მისი კლუბი “მანჩესტერის” ნახევარმცველს, მარუან ფელაინის აკვირდება.
“ფელაინი ერთ-ერთი მოთამაშეა, ვისაც ჩვენ ვაკვირდებით. თუმცა, ის ერთადერთი არ არის” – განაცხადა დე ლაურენტისმა, რომელმაც ფელაინის ვარცხნილობასაც გაუსვა ხაზი.
“ვფიქრობ, მისი ვარცხნილობა ნეოპოლიტანურ სტილს შესანიშნავად მოერგება” – აღნიშნა “ნაპოლის” პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერმა” ფელაინი “ევერტონიდან” შარშან, 27.5 მილიონ ევროდ შეიძინა.
პრემიერ ლიგის ათი ყველაზე ცუდი ტრანსფერი (2013-14)
საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ათი ყველაზე ცუდი შენაძენი დაასახელა.
10. რობერტო სოლდადო – “ვალენსიადან” “ტოტენჰემში”
9. იაგო ასპასი – “სელტადან” “ლივერპულში”
8. ანდრეა დოსენა – “ნაპოლიდან” “სანდერლენდში”
7. პაბლო ოსვალდო – “რომადან” “საუთჰემპტონში”
6. ანდრეას კორნელიუსი – “კოპენჰაგენიდან” “კარდიფ სიტიში”
5. ნიკოლას ანელკა – “შანხაი შენხუადან” “ვესტ ბრომვიჩში”
4. ერიკ ლამელა – “რომადან” “ტოტენჰემში”
3. რიკი ვან ვოლფსვინკელი – “სპორტინგიდან” “ნორვიჩში”
2. მარუან ფელაინი – “ევერტონიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”
1. კონსტანტინოს მიტროღლუ – “ოლიმპიაკოსიდან” “ფულჰემში”
ფელაინიმ წაქცეულ საბალეტას დააფურთხა
ფელაინი: “მოიესს დრო სჭირდება”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელმა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ აღნიშნა, რომ გუნდის მწვრთნელს დევიდ მოიესს ფანების თანადგომა და დროს სჭირდება.
“მანჩესტერში ყოველთვის იცოდნენ მწვრთნელის მხარდაჭერა. ამაზე ფერგიუსონის 26 წლიანი კარიერაც მეტყველებს. მოიესს დრო სჭირდება. მას ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს და რაც მთავარია ის შესანიშნავი სპეციალისტია” – განაცხადა ფელაინიმ.
ფელაინი ორი თვე ვერ ითამაშებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი მარუან ფელინი ორი თვე იუქმებს და თავისი გუნდს მნიშნველოვან მატჩებში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი ოპერაცია, რომელსაც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება.
ტრავმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგის მატჩი, “შახტარის” წინააღმდეგ მიიღო. რის შემდეგაც რამოდენიმე ჯერ მოედანზე სპეციალური სახვევით გამოდიოდა.
“მანჩესტერის” ოთხმა ფეხბურთელმა მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა – ევრამ, სმოლინგმა, ვიდიჩმა და ფელაინიმ მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვეს. შეგახსენებთ, რომ “ეშმაკები” ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დონეცკის “შახტარს” დაუპირისპირდებიან.
ამ ოთხეულის გარდა, კვალვ ვერ ვარჯიშობს მაიკლ ქერიქი.
ა ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად “მანჩესტერს” მინიმუმ ფრე სჭირდება უკრაინელებთან შეხვედრაში.
ეშლი იანგი, ფელაინი და ნანი ერთმანეთს ზუსტ დარტმებში შეეჯიბრნენ
ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭილია, თუ როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს ზუსტ დარტყმებში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები.