ამერიკული გაკვეთილი ლონდონში: ბრიტანელებმა უმაღლესი დონის კალათბურთი იხილეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩების აშშ-სა და კანადის საზღვრებს გარეთ ჩატარების პრაქტიკა 80-იანი წლებიდან არსებობს. ამერიკული კლუბები წინასასეზონო მატჩებს იტალიაში, მექსიკასა და პუერტო-რიკოში ატარებდნენ. 1993 წელს კი ამერიკელებმა ლონდონისკენაც აიღეს გეზი.

NBA-ს მატჩს 2018 წელს პირველად სწორედ ინგლისმა უმასპინძლა ევროპაში – “ბოსტონ სელტიკსი” “ფილადელფია სიქსერსის” წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ “სელტიკმა” პირველად “არენა 02”-ზე, 2007 წელს ითამაშა “მინესოტას” წინააღმდეგ, “ფილადელფიელები” კი ექვსი წლის შემდეგ ესტუმრნენ ინგლისს და მანჩესტერში “ოკლაჰომა” შეარცხვინეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მხარე საკმაოდ სერიოზულად მოეკიდა საქმეს: 20-ათასიანი არენის ყველა ბილეთი პირველივე დღეს გაიყიდა, ტელევიზიები სწორედ სტუმარი კალათბურთელების ისტორიებითა და სახალისო ვიდეოებით იყო დატვირთული. “ფილადელფიის” კალათბურთელებს კი ვარჯიშისას განსაკუთრებული მაისურები ეცვათ, რომლის დიზაინიც ლონდონის მეტროს მიხედვით იყო შექმნილი.

ფანები მატჩის დაწყებიდან სამი საათით ადრე უკვე მობილიზებულნი იყვნენ არენის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსაკუთრებით შესამჩნევები იყვნენ მწვანე მაისურებში გამოწყობილი “სელტიკის” გულშემატკივრები, რომლებმაც მთელი მეტრო მოიცვეს. უმეტესობას, ბუნებრივია, ზურგზე კაირი ირვინგის სახელი ეწერა.

“არენა 02”-ზე უჩვეულო ატმოსფერო სუფევდა – ამერიკული აქცენტი, ხმამაღალი საუბარი, ესპანური ტემპერამენტი და ახალგაზრდა გულშემატკივრები. როგორც მოსალოდნელი იყო, ფან-შოპებში თვალუწვდომელი რიგები იდგა, თუმცა, მაისურების გარდა სხვა ატრიბუტები არ გაყიდულა.

აკრედიტებულ ჟურნალისტთა უმეტესობა ამერიკიდან იყო, თუმცა გარშემო ისმოდა ფრანგი, ესპანელი, იტალიელი და კიდევ რამდენიმე სხვა ეროვნების წარმომადგენელი კორესპონდენტების ხმებიც. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთა ასაკიც უფრო დაბალი იყო, ვიდრე ამას ინგლისში არიან მიჩვეულნი.

“ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენთან მოვიდოდა!” – აცხადებს ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელმაც ბენ სიმონსთან გადაიღო ფოტო. -“ფეხბურთში რამდენიც არ უნდა ეცადო, მოთამაშის გულს ვერ მოიგებ. თუ კარგ ხასიათზე იქნება, მაქსიმუმ ტაში დაგიკრას და თავი დაგიხაროს. ვარჯიშის შეწყვეტა და ჩვენთან მოსვლა – მსგავს რამეს პირველად ვხედავ.”

აღსანიშნავია, რომ ტრიბუნაზე შეკრებილ ფანთა შორის ბრიტანელები აშკარა უმცირესობაში იყვნენ. გულშემატკივარტა უმეტესობა პირველად ესწრებოდა NBA-ს მატჩს. ზოგიერთი ისე ააღელვა ამ ფაქტმა, რომ მზად იყო, მაისურის სანაცვლოდ საკუთარი დის ტელეფონის ნომერიც დაეთმო.

აღნიშნულ მატჩზე დასწრების შანსი ხელიდან არც ფეხბურთის ისეთმა ვარსკვლავებმა გაუშვეს, როგორებიც არიან: იულიან დრაქსლერი, კევინ დე ბრუინი, მიხაელ ბალაკი და რა თქმა უნდა, თვით სერ ალექს ფერგიუსონი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის თავდაპირველად “სიქსერსის” უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ, მესამე მეოთხედში “სელტიკმა” გაიბრწყინა (22-37) და გამარჯვებაც “ბოსტონელებს” დარჩათ – 103-114.

იმედია, ერთ დღეს ქართველი გულშემატკივარიც იხილავს მსგავსი დონის მატჩს.

„ფილადელფიამ“ მიმდინარე სეზონში მეორედ მოიგო

შაბათს „ფილადელფია სიქსერსმა“ „ფინიქს სანსს“ ანგარიშით 111:104 მოუგო. ეს გამარჯვება ამ გუნდისთვის მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში მეორე გამოდგა.

„სიქსერსმა“ 12-მატჩიანი წაგებების სერია დაასრულა, რომელიც პირველ დეკემბერს დაიწყო. გარდა ამისა, „ფილადელფიამ“ 23-მატჩიანი გასვლითი შეხვედრების წაგებების სერიაც შეწყვიტა.

შეგდე შეხვედრას ფილადელფიელები 29 დეკემბერს გასვლაზე „იუტა ჯაზთან“ გამართავენ.

„ფილადელფიას“ გულშემატკივარმა ბურთი ცენტრიდან ჩააგდო და სეზონური აბონიმენტი მოიგო (ვიდეო)

„ფილადელფია სიქსერსისა„ და „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მატჩის შესვენებისას პენსილვანიას შტატის გუნდის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კონკურსში ბურთი ცენტრიდან ჩააგდო, რითაც საყვარელი გუნდის მატჩებზე სეზონური აბონიმენტი მოიგო.

„ფილადელფიას“ კალათბურთელებმა თანაგუნდელს პამპერსი აჩუქეს

„ფილადელფია სიქსერსის“ მოთამაშეებმა თანაგუნდელ ჯეისონ რიჩარდსონს 34-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით საინტერესო საჩუქრები გადასცეს. ჯეისონი პამპერსით, ხალათითა და ბავშვთა საკვებით დასაჩუქრდა.

123

დერიკ როუზმა „ფილადელფიასთან“ მატჩი გამოტოვა

„ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელმა დერიკ როუზმა „ფილადელფია სიქსერსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩი გამოტოვა, რის შესახებაც „ESPN Chicago“ იტყობინება.

როუზმა, რომელსაც ტრავმა აქამდეც აწუხებდა, მდგომარეობა ოთხშაბათს „მილუოკი ბაქსთან“ მატჩში გაირთულა.

კლუბში ჯერჯერობით არ იციან, მოახერხებს თუ არა როუზი „ბოსტონ სელტიკსთან“ შაბათის მატჩში თამაშს.

„ყველაფერი შაბათს გაირკვევა. თუ იგი მზად იქნება, აუცილებლად ითამაშებს“, – განაცხადა „ხარების“ თავკაცმა ტომ ტიბოდომ.

„ფილადელფიას“ მეორე ლოგოზე ბენჟამინ ფრანკლინი იქნება გამოსახული

„ფილადელფია სიქსერსმა“ 2014/15 წლების სეზონისთვის თავისი მეორე ლოგო განაახლა, რომელზეც ბენჟამინ ფრანკლინია გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ გუნდის სახელი 1776 წელს ფილადელფიაში მიღებულ აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეძღვნება. ფრანკლინი კი, სწორედ მათ შორის იყო, ვინც ამ ისტორიულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

Benjamin Franklin

„ფილადელფია სიქსერსი“ ზედიზედ 27-ე მარცხს გადაურჩა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ფილადელფია სიქსერსმა“ „დეტროიტ პისტონსს“ უმასპინძლა და 25 ქულით (123:98) დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ფილადელფიელებმა 26-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყივიტეს, რის შესახებაც ლიგის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

ზედიზედ 26 შეხვედრის წაგებით „სიქსერსმა“ „კავალიერსის“ ანტირეკორდი გაიმეორა – 2010/2011 წლების სეზონში კლივლენდელებმა ზედიზედ სწორედ ამ რაოდენობის მატჩი წააგეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ფილადელფია სიქსერსმა“ ზედიზედ მე-20 მატჩი წააგო

„მემფის გრიზლისთან“ მარცხი (77:103) „ფილადელფია სიქსერსისთვის“ ზედიზედ მე-20 აღოჩნდა.

ერთ სეზონში წაგებათა ანტირეკორდი „კლივლენდ კავალიერსს“ ეკუთვნის, რომელმაც 2010/2011 წლების სეზონში ზედიზედ 26 მატჩი ვერ მოიგო.

მსგავსი სერია „სიქსერსს“ 1973 წელსაც ჰქონდა. საბოლოოდ, იმ სეზონში გუნდმა მხოლოდ 9 მატჩი მოიგო და მარცხი 73 შეხვედრაში იწვნია.

ალექსანდრე მატევოსოვი

დღეს „სიქსერსი“ ივერსონის ნომერს გააუქმებს

დღეს, „ფილადელფია სიქსერსისა“ და „ვაშინგტონ უიზარსის“ მატჩის შესვენებისას, პენსილვანიელთა წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ და ოფიციალურად ალენ აივერსონის ნომერს გააუქმებენ.

აღსანიშნავია, რომ „სიქსერსის“ მოთამაშეების მაისურებზე დღეს სპეციალური ლოგო იქნება გაკრული, წარწერით „Iverson Forever“, ხოლო ყველა კალათბურთელის სარეზერვო მაისური 3-ნომრიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ფილადელფია სიქსერსმა“ აივერსონი 1996 წლის დრაფტზე პირველი პირკით აირჩია, რის შემდეგაც კალათბურთელი კლუბში 10 წელწიადზე მეტს თამაშობდა. 2001 წელს, ლიგის MVP-ს სტატუსით, ალენმა თავისი გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალში გაიყვანა, სადაც ფილადელფიელები „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ დამარცხდნენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფაჩულიას “მილუოკიმ” ფილადელფიაში დამაჯერებლად იმარჯვა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” მიმდინარე სეზონის ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. მილუოკელებმა ფილადელფიაში “სიქსერსი” დაიბრიყვეს და მთელი 20 ქულით მოუგეს – თანმეტოქეს მთელი 130 ქულა ჩაუგდეს. “ხრირმებმა” მეტოქე მეორე მეოთხედში გატეხეს, რომელიც 43:16 მოიგეს და საბოლოოდ შთამბეჭდავი გამარჯვებაც გაიფორმეს – 130:110.

“ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელიც 130 ქულას აგდებს. დღეს უბრალოდ ძალიან კარგი საღამო იყო” – აღნიშნა ნამატჩევს მილუოკელთა თავკაცმა ლარი დრიუმ. ფილადელფიელთა მწვრთნელმა ბრეტ ბრაუნმა კი თქვა: “ეს იყო ჩვენი ექსტრაორდინალურად ცუდი თამაში”.

სამწუხარო ისაა, რომ 130 ქულიდან ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე მხოლოდ 2-იან. ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე 18,13 წუთი იმყოფებოდა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 ქულას 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მილუოკელთაგან 25 ქულით ბომბარდირი ოჯეი მაიო გახდა, ერსან ელიასოვამ კი 20 მიითვალა.

45 წაგების მქონე “მილუოკისთვის” ეს გახლდათ მე-11 გამარჯვება. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 27 თებერვალს, ნბა-ს ლიდერთაგან “ინდიანასთან” ინდიანაპოლისში ელის.

GBF.GE

თერნერი ფილადელფიას დატოვებს

„ფილადელფია სიქსერსის“ ფორვარდმა ევან თერნერმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მას ახალი კლუბის ძებნა მოუწევს.

„კლუბის გენერალურ მენეჯერთან სემ ჰინკისთან საუბრიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ კლუბს ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. ამიტომ, დიდი ალბათობით, ზაფხულს სამუშაო ადგილის შეცვლა მომიწევს“, – განაცხადა 25 წლის მოთამაშემ.

შეგახსენებთ, რომ „სიქსერსის“ რიგებში თერნერი 2010 წელს გადაბარგდა. სამ წელიწადში ამ გუნდის მაისურით მან 225 მატჩში ითამაშა. გასული სეზონის ერთ მატჩში ევანის საშუალო მონაგრამა 13,3 ქულა და 6,3 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალენს ვარჯიშის დროს ჩაეძინა

„ფილადელფია სიქსერსის“ ფორვარდმა ლავოი ალენმა თავისი გუნდის ბოლო ღია ვარჯიში გამოტოვა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კალათბურთელს უბრალოდ ჩაეძინა.

„როგორც შეგვატყობინეს, მას ჩაეძინა. ეს ერთ-ერთ ის პრობლემაა, რომლის მოგვარებაც გვჭირდება. მე მას ამასთან დაკავშირებთ პირადად გავესაუბრები. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განუცხადა „სიქსერსის“ მთავარმა მწვრთვნელმა ბრეტ ბრაუნმა CSNPhilly-ს ჟურნალიტებს.

ალექსანდრე მატევოსოვი