„ფინიქსმა“ ჰორნასეკი თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლა

„ფინიქს სანსის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯეფ ჰორნაეკის გათავისუფლება გადაწყვიტა, რის შესახებაც „იაჰუ სპორტსის“ მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი იტყობინება.

ჰორნასეკმა „სანსი“ 2013 წელს ჩაიბარა. ამ მომენტისთვის კლუბი დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს და მისი მაჩვენებელი 14 ქულასა და 35 წაგებას შეადგენს. არიზონას შტატის კლუბმა ბოლო 10 მატჩიდან 9 წააგო.

ბლედსოუმ შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა

„ფინიქს სანსის“ გამთამაშებელმა ერიკ ბლედსომ „პორტლენდთან“, დღეს, ანგარიშით 118:113 მოგებულ მატჩში, 33 ქულა დააგროვა, რითაც შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

„ფინიქსის“ მოთამაშეებს წყლის ყუთში გველი ჩაუგდეს (ვიდეო)

„ფინიქს სანსმა“ თავისი მოთამაშეების შეშინება გადაწყვიტა და წყლის ბოთლებით სავსე ყუთში სათამაშო გველი ჩააგდო. წარმოგიდგენთ ამ სახალისო შემთხვევის ამსახველ ვიდეოს.

„ფინიქს სანსის“ გულშემატკივარმა ბურთი მოედნის ცენტრიდან ჩააგდო (ვიდეო)

„ფინიქს სანსისა“ და „ნიუ-იორკ ნიქსის“ მატჩის შესვენებისას არიზონის შტატის წარმომადგენლის გულშემატკივარმა ბურთი მოედნის ცენტრიდან ჩააგდო და 77 777 დოლარი მოიგო..

გამარჯვებულს წარმატება საყვარელი კლუბის მოთამაშეებმაც მიულოცეს.

აქვე წარმოგიდგენთ ამ საინტერესო მომენტის ამსახველ ვიდეოს:

გრინმა შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

„ფინიქს სანსის“ მცველმა ჯერალდ გრინმა შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. „ოკლაჰომა სიტი თანდერთან“ ანგარიშით 128:122 მოგებულ შეხვედრაში მოთამაშემ 41 ქულა დააგროვა.

აღასანიშნავია, რომ აქედან 25 ქულა მან მესამე მეოთხედში დააგროვა და საკლუბო რეკორდამდე, რომელიც სტეფონ მარბერიმ 2002 წელს დაამყარა, მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა.

8 ზუსტი სამქულიანის შემდეგ გრინს „სანსის“ საუკეთესო შედეგამდე ასევე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

„ფინიქს სანსთან“ მატჩის წინ ტაირიკ ევანსი ლიფტში გაიჭედა

„ნიუ-ორლეან პელიკანსის“ ფორვარდი ტაირიკ ევანსი არენა „US Airways Center“-ში, სადაც მის გუნდს „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თანაგუნდელებზე გვიან ჩავიდა, რადგან სასტუმროს ლიფტში გაიჭედა.

აღსანიშნავია, რომ ამის მიუხედავად, „პეისერსის“ თავკაცმა მონტი უილიამსმა ევანსი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. სათამაშო დროის 36 წუთში ტაირიკმა 14 ქულა დააგროვა, 5 მოხსნა და 4 პასი გააკეთა, თუმცა მისი გუნდი ანგარიშით 104:116 დამარცხდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„სანსმა“ ნუნალი დაიმატა

ცნობილი გახდა, რომ „ფინიქს სანსის“ ხელმძღვანელებმა ჯეიმს ნუნალისთან გააფორმეს კონტრაქტი. აქედან გამომდინარე, ამჟამად გუნდში 18 მოთამაშე ირიცხება.

გასულ სეზონში ნუნალიმ D-ლიგაში მოასპარეზე „ბაკერსფილდის“ მაისურით 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფორვარდის საშუალო მონაგარმა ერთ შეხვედრაში 10,3 ქულა და 3,1 მოხსნა შეადგინა.

ყველაფერთან ერთად, ჯეიმსმა ლას-ვეგასის საზაფხულო ლიგაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელშიც „მაიამი ჰიტის“ შემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც მისმა საშუალო მაჩვენებელმა 11 ქულა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი