რიბერი: „მიმდინარე სეზონში „ბაიერნს“ ყველა ტიტულის მოგება შეუძლია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის ფრანკ რიბერის აზრით, მიმდინარე სეზონში მის გუნდს ყველა შესაძლო ტურნირის მოგების უნარი გააჩნია.

„ჩვენს გუნდს ყველა იმ ტურნირის მგოება სურს, რომელშიც მონაწილეობას იღებს. ამის მიღწევა რთული იქნება. „ბაიერნზე“ ყოველთვის დიდი ზეწოლაა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიგებდეთ. კლუბში ასეთ ფილოსოფიაა. აქ თამაშით ტიტულებს უნდა იგებდეთ“, – განაცხადა რიბერიმ.

რიბერი: “100 გოლის გატანა სასიამოვნოა, თუმცა “ბაიერნის” გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია”

“ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ, რომელმაც “ლევერკუზენთან” მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში მე-100 გოლის გატანა მოახერხა, მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. “ლევერკუზენი” ძლიერი მოწინააღმდეგეა.

100 გოლის გატანა ჩემთვის სასიამოვნოა, თუმცა გუნდის გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია. წელს კიდევ ოთხი მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი და ჩვენი მიზანი მათი მოგება იქნება” – განაცხადა რიბერიმ.

რიბერი: „2009 წელს 80 მილიონ ფუნტად „ბაიერნიდან“ წასვლა შემეძლო“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ჟურნალისტებს რამდენიმე წლის წინ ევროპის სხვა წამყვანი კლუბების მხრიდან ინტერესის შესახებ უამბო.

„2009 წელს „ბაიერნიდან“ წასვლასთან ახლოს ვიყავი. ჰიონესთან და რუმენიგესთან რამდენიმე შეხვედრაც მქონდა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე დამამახსოვრდება. ჩემს სანაცვლოდ კლუბს 60, 65, 70 და 80 მილიონ ევროსაც სთავაზობდნენ“, – ციტირებს რიბერის „Bleacher Report“-ი.

საბოლოოდ, ფრანკი მიუნხენურ კლუბში დარჩა, რომელთან ერთადაც არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერთასი.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნში“ რიბერი 2007 წელს „მარსელიდან“ გადაბარგდა.

„ჰამბურგი“ მოედანზე შეჭრილ ფანს სტადიონზე სამუდამოდ არ დაუშვებს

ფანის მიმართ, რომელიც „ჰამბურგსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის მატჩის ბოლოს მოედანზე შეიჭრა და ფრანკ რიბერის შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძიება დაიწყო.

ამავდროულად, „ჰამბურგმა“ ხსენებულ გულშემატკვივარს სტადიონზე შესვლა სამუდამოდ აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდეგ „ჰამბურგმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ და ფრანკ რიბერის ოფიციალურად მოუბოდიშა.

„ჰამბურგმა“ რიბერის ოფიციალურად ბოდიში მოუხადა

როგორც უკვე მოგახსენეთ, „ჰამბურგსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის სათასო მატჩის ბოლოს მოედანზე მასპინძელთა ერთ-ერთი ფანი გამოვიდა და ფრანკ რიბერის მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა (იხილეთ ვიდეო).

„პატივცემულ „ბაიერნსა“ და ფრანკ რიბერის. ჩვენ მომხდარისთვის ბოდიშს ვიხდით. ეს „ჰამბურგი“ არ იყო“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

„საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მე თავიდან ის პიროვნება ვერც კი შევამჩნიე“, – განაცხადა თავად მოთამაშემ.

„ჰამბურგის“ ფანი მოედანზე შეიჭრა და რიბერის შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

„ჰამბურგსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გერმანიის თასის მატჩის დასასრული საინტერესო ეპიზოდით გამოირჩა.

საქმე იმაშია, რომ უკვე მსაჯის მიერ დამატებით დროში მოედანზე მასპინძელთა ერთ-ერთი ქომაგი შეიჭრა და თავისი გუნდს კარში მესამე გოლის ავტორს ფრანკ რიბერის საყვარელი კლუბის შარფი ესროლა, შემდეგ კი, შეურაცხმყოფელი ჟესტიც გამოიყენა.

წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

ზიდანი იმედს არ კარგავს

ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი იმედოვნებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი სანაკრებო კარიერის დასრულებას გადაიფიქრებს და ეროვნულ გუნდს დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რიბერიმ ზაფხულში სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

“კარგი იქნებოდა, ნაკრებში რიბერის დაბრუნება. იმედი მაქვს, ის კიდევ ერთხელ დაფიქრდება ამ საკითხზე და გუნდში დაბრუნების გადაწყვეტლებას მიიღებს. რიბერი ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარებოდა”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Todomercadoweb-ი.

 

რიბერი ვარჯიშს შეუდგა

“ბაიერნის” ვინგერი ფრანკ რიბერი სრული დატვირთვით ვარჯიშობს. შეგახსენებთ, ტრავმის გამო ფრანგმა მუნდიალი გამოტოვა. გამოჯანმრთელების შემდეგ კი, კვლავ დაშავდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

რიბერიმ ფიზიკური დატვირთვების მიღება გასულ კვირას დაიწყო. დღეიდან კი უკვე საერთო ჯგუფს შეუერთდა.

ასე რომ, მიუნხელებს უახლოეს შეხვედრებში ფრანგი ვინგერის იმედი უნდა ჰქონდეს.

რიბერის დაბრუნების თარიღი ცნობილია

“ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ტრავმის გამო კიდევ ორ კვირას იუქმებს. მოთამაშის დაბრუნება 18 ოქტომბერს, “ვერდერთან” გასამართი მატჩისთვსი არის მოსალოდნელი.

ფეხბურთელმა რამდენიმე ხნის წინ ტრავმების შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ამდენი ტრავმით უკვე დავიღალე. ასეთი სიტუაცია მაღიზიანებს” – განაცხადა რიბერიმ.

მიმდინარე სეზონში ვინგერმა ბუნდესლიგაში მოხლოდ 22 წუთი, “შტუტგარტის” წინააღმდეგ ითამაშა.

რიბერის ყელში ამოუვიდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ ტრავმებისგან დაიღალა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ ფეხბურთელს ზურგის ტკივილების გამო ბრაზილიაში წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდა. ცოტა ხნის წინათ კი, რიბერიმ მუხლი აიტკია, რის გამოც “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გუშინ გამართულ საჩემპიონთალიგო მატჩში უქმობა მოუწია.

“ყელში ამომივიდა! ეს სიტუაცია საშინლად მაშფოთებს. არ ვიცი, რა ხნით ვიქნები ასე უქმად”, – ციტირებს რიბერის სიტყვებს გერმნაული გამოცემა “კიკერი”.

 

რიბერიმ ნაკრების შესახებ ისაუბრა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ნაკრებთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას გამორიცხავს.

“უკვე განვაცხადე, რომ სანაკრებო კარიერის დასრულება მსურს. ჩემი გადაწყვეტილება დიდიე დეშამთან შევათანხმე. მომავალში მხოლოდ “ბაიერნის” მიზნებზე მსურს კონცენტრირება. პოზიციის შეცვლას არ ვაპირებ და ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს” – განაცხადა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელს აქვს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება.

ფრანკ რიბერიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

მიუნხენის “ბაიერნის” 31 წლის ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

“ვგრძნობ, რომ ეს მომენტი დადგა. მინდა, რომ მთელი კონცენტრაცია ოჯახზე და “ბაიერნში” თამაშზე გავაკეთო. მსურს, გზა ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავუთმო”, – ციტირებს რიბერის სიტყვებს Goal.com-ი.

ფრანკ რიბერი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2006 წლიდან იცავდა. მან “მამლების” რიგებში 82 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო 2006 და 2010 წლებში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე ევრო-2008-სა და ევრო-2012-ზე. რიბერიმ ბრაზილიაში წელს გამართული მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა.