ფუტსალის ნაკრების ღია ვარჯიში ოლიმპიურ სასახლეში

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 26 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის განმეორებით შეხვედრას თბილისში ჩაატარებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი გადამწყვეტ მატჩამდე  ღია ვარჯიშს დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. საწვრთნელი პროცესი 19 საათზე დაიწყება და მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გადაღების შესაძლებლობა საწყისი 15 წუთის განმავლობაში ექნებათ. საქართველო-რუმინეთის მედია აკრედიტაციები, დღეს დაგეგმილი ვარჯიშის პარალელურად, ოლიმპიურ სასახლეში გაიცემა.

შეგახსენებთ,რომ პლეიოფში გამარჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი რუმინეთში ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე და ოლიმპიური სასახლის სალაროებში იყიდება (მისამართი:უნივერსიტეტის ქუჩა 15ა).

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი);

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი),  დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა),  შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი).

Gff.Ge

ფუტსალის პლეი-ოფის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ფუტსალში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის, საქართველო-რუმინეთის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ბმულზე: www.tkt.ge/futsal შეუძლია. ბილეთები ასევე იყიდება თბილისის ოლიმპიური სასახლის სალაროებში. ბილეთის ფასი 5 ლარია. საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირება 26 სექტემბერს, 20:30 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პლეი-ოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის რუმინეთში გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ფუტსალის პლეი-ოფის ბილეთების გაყიდვა 22 სექტემბერს იწყება

ფუტსალში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის, საქართველო – რუმინეთის ბილეთების გაყიდვა 22 სექტემბრიდან დაიწყება.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა როგორც ონლაინ ისე, ოლიმპიური სასახლის სალაროებში შეეძლება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირება 26 სექტემბერს, 20:30 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პლეი-ოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის რუმინეთში გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. 

Gff.Ge

საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუმინეთში პლეი-ოფის პირველი მატჩისთვის ემზადება (ვიდეო)

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს საღამოს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდს რუმინეთთან პირველ შეხვედრაში მეკარე ზვიად კუპატაძე ტრავმის გამო გამოაკლდა. არჩილ სებისკვერაძე და შოთა ჭანუყვაძე კი ყვითელი ბარათების გამო გუნდს პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ ქალაქ დევაში ორი დღით ადრე ჩავიდა. გუნდის მთავარი მეკარის გარდა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და წლის ერთერთი მთავარი შეხვედრის მოლოდინშია. რუმინეთისა და საქართველოს დაპირისპირება 12 სექტემბერს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი ამ გუნდების მონაწილეობით 26 სექტემბერს თბილისში შედგება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი),  დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა),  შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი)

 

Gff.Ge

საქართველოს ფუტსალის ნაკრების ვარჯიში დევაში

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ დევაში პირველი ვარჯიში გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩის მასპინძელ დარბაზში ტრავმის გამო ზვიად კუპატაძის გარეშე ივარჯიშა. გიორგი ნიშნიანიძეს რუმინეთში დღეს ელოდებიან. საქართველოს ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება ნატურალიზებული ფუმასა,რომელიც გუნდს გასულ კვირას შეუერთდა.

ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველი მატჩი რუმინეთისა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებებს შორის 12 სექტემბერს თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 26 სექტემბერს თბილისში შედგება. პლეიოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი),  დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა),  შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი)

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ბრაზილიელი მოთამაშე დაემატა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფისთვის თბილისში მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდის საწვრთნელი პროცესი ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეროვნული ნაკრები რამდენიმე ლეგიონერის გარეშე ემზადება.

საქართველოს ნაკრებს პლეიოფის შეხვედრებში წარმოშობით ბრაზილიელი როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი, იგივე ფუმასა დაეხმარება. აღნიშნულ ფეხბურთელს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს, ბრაზილიელი მოთამაშე თბილისის იბერია სტარის ღირსებას იცავდა, 2013 წელს კი თბილისში ალმატის „კაირათის“ რიგებში ფუტსალის ოთხთა ფინალში ითამაშა და ოთხი გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფუმასა სხვადასხვა საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობდა, ბოლო სეზონი კი ირანის ჩემპიონატის კლუბ „სუნგუნ ვარზეში“ გაატარა, ფუმასასთვის მოქალაქეობის მიღების პროცესში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად იყო ჩართული. შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ფეხბურთელმა უკვე მიიღო საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთში 10 სექტემბერს გაემგზავრება. რუმინეთი და საქართველო ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ მატჩს ქალაქ დევაში გამართავენ. განმეორებითი შეხვედრა თბილისში 26 სექტემბერს შედგება. პლეიოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (ტატიშვილი, თბილისი),თორნიკე ბუკია (სპარტაკი, მოსკოვი), დავით კეპაშვილი (გერენია, კვიპროსი)

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (თსუ), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), ზურაბ ლუკავა (სვეიკი, მალტა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზეში, ირანი)

GFF.GE

საქართველოს ფუტსალის ნაკრები პლეი-ოფისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდის საწვრთნელი პროცესი 9 სექტემბრის ჩათვლით ოლიმპიურ სასახლეში წარიმართება. გუნდი სასტუმრო “მოხალისეში” ცხოვრობს. ამ დროისთვის ნაკრები არასრული შემადგენლობით ემზადება. რამდენიმე ლეგიონერი ნაკრებს რუმინეთში შეუერთდება.

10 სექტემბერს საქართველოს ნაკრები რუმინეთში გაემგზავრება. ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველი  მატჩი 12 სექტემბერს, რუმინეთის ქალაქ დევაში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი),ალექსანდრე ჯამბურია (ტატიშვილი,თბილისი),თორნიკე ბუკია (სპარტაკი,მოსკოვი),დავით კეპაშვილი (გერენია, კვიპროსი)

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი,თბილისი), შოთა თოფურია (თელასი,თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა,თბილისი), კახა მაისაია (თელასი,თბილისი), ნიკა კურტანიძე (თსუ), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი,თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი,უკრაინა), ზურაბ ლუკავა (სვეიკი, მალტა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი,მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი,თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი,რუსეთი)

შეგახსენებთ,რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით იასპარეზა.

პლეიოფში რუმინეთთან გამარჯვების შემთხვევაში, 2018 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოსა და რუმინეთის განმეორებითი შეხვედრა თბილისში 26 სექტემბერს ჩატარდება.

Gff.Ge

ფუტსალის ევრო 2018-ის პლეი-ოფის მატჩები სექტემბერში გაიმართება

ფუტსალში ევროპის 2018 წლის პლეი-ოფის წილისყრა 6 ივლისს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის 8 ნაკრები იბრძოლებს. მეინ რაუნდის დასრულების შემდეგ,  საქართველოს ფუტსალის ნაკრების სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. პლეი-ოფში გასული გუნდები: საქართველო, უნგრეთი, ხორვატია, რუმინეთი, სერბეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და საფრანგეთი. რვა გუნდისგან წილისყრის შედეგად ოთხი წყვილი შედგება. გამარჯვებული ოთხი ნაკრები კი სლოვენიაში გაემგზავრება.

პლეი-ოფის პირველი მატჩები 10-13 სექტემბერს და 24-27 სექტემბერს ჩატარდება. 2018 წელს ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს სლოვენია 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე მხოლოდ რვა გუნდის ვინაობაა ცნობილი. სლოვენია, იტალია, აზერბაიჯანი,  უკრაინა, პორტუგალია,ესპანეთი,ყაზახეთი და რუსეთი.

Gff.Ge

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა (ვიდეო)

8-11 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის ა ჯგუფის შეხვედრები გაიმართება. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ოთხი ნაკრები იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები იტალიის, ჰოლანდიისა და ბელარუსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მეინ რაუნდის პირველი ტურის შეხვედრაში 15:30 საათზე იტალია-ბელარუსის წინააღმდეგ ითამაშებს. 18:00 საათზე ავთანდილ ასათიანის გუნდი ჰოლანდიას შეხვდება. ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად პლეიოფში გადაინაცვლებს, ასევე პლეიოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს მეინ რაუნდის შვიდ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილზე გასული ნაკრებიც. დღეს მეინ რაუნდში მონაწილე გუნდებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართეს. საქართველოს ნაკრების ვარჯიშს მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. გულშემატკივარს თითოეული დღის ბილეთის შეძენა TKT.ge-ის საშუალებით ბმულზე http://bit.ly/2o1Hef9 შეუძლია. ბილეთების ფიზიკური გაყიდვა მხოლოდ მატჩის დღეს, 12:00 საათიდან ოლიმპიური სასახლის სალაროებში მოხდება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

მატჩების განრიგი:

I ტური, 8 აპრილი
15:30 იტალია – ბელარუსი
18:00 საქართველო – ჰოლანდია

II ტური, 9 აპრილი
15:30 ჰოლანდია – იტალია
18:00 საქართველო – ბელარუსი

III ტური, 11 აპრილი
15:30 ბელარუსი – ჰოლანდია
18:00 იტალია – საქართველო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე („ტტგ იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია („ტატიშვილი“, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე („ტატიშვილი“, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე („ტატიშვილი“, თბილისი), ლევან კობაიძე („ტატიშვილი“, თბილისი), ზურაბ ლუკავა („ტატიშვილი“, თბილისი), დავით ბობოხიძე („ტატიშვილი“, თბილისი), შოთა თოფურია („სტუ-თელასი“, თბილისი), კახა მაისაია („სტუ-თელასი“, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ“, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში“, ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, ლიმასოლი, კვიპროსი)

ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი: მთავარი მწვრთნელი – ავთანდილ ასათიანი; მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე; ადმინისტრატორი – ამირან ცხომარია.

საქართველოს ნაკრების მონაწილეობით, მეინ რაუნდის მატჩების რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ. სხვა შეხვედრების ნახვის შესაძლებლობა კი გულშემატკივარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეეძლება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს

8 აპრილიდან, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩები ჩატარდება. ა ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საქართველოს, იტალიის, ბელარუსისა და ჰოლანდიის ნაკრებები იბრძოლებენ. ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს. მეორე ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად პლეიოფში გადაინაცვლებს, ასევე პლეიოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს მეინ რაუნდის შვიდ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილზე გასული ნაკრებიც.

საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩამდე ღია ვარჯიშს 7 აპრილს, 18:00 საათზე ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. პარასკევს დაგეგმილ ვარჯიშზე მოხდება მეინ რაუნდის მედია აკრედიტაციების გაცემა.

მატჩების განრიგი:

8 აპრილი
15:30 იტალია – ბელარუსი
18:00 საქართველო – ჰოლანდია

9 აპრილი
15:30 ჰოლანდია – იტალია
18:00 საქართველო – ბელარუსი

11 აპრილი 
15:30 ბელარუსი – ჰოლანდია
18:00 იტალია – საქართველო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე („ტტგ იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია („ტატიშვილი“, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე („ტატიშვილი“, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე („ტატიშვილი“, თბილისი), ლევან კობაიძე („ტატიშვილი“, თბილისი), ზურაბ ლუკავა („ტატიშვილი“, თბილისი), დავით ბობოხიძე („ტატიშვილი“, თბილისი), შოთა თოფურია („სტუ-თელასი“, თბილისი), კახა მაისაია („სტუ-თელასი“, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ“, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში“, ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, ლიმასოლი, კვიპროსი)

ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი:

მთავარი მწვრთნელი – ავთანდილ ასათიანი; მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე; ადმინისტრატორი – ამირან ცხომარია.

წყარო: Gff.Ge

უეფას 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჰოლანდიის, ბელარუსისა და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

შეხვედრებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დღეს დაიწყო. გულშემატკივარს ყველა დღის ბილეთის შეძენა TKT.ge-ის საშუალებით, ამ ბმულზე  შეუძლია. ბილეთების ფიზიკური გაყიდვა მატჩის დღეს, ოლიმპიური სასახლის სალაროებში მოხდება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

მატჩების განრიგი:

8 აპრილი
15:30 იტალია – ბელარუსი
18:00 საქართველო – ჰოლანდია

9 აპრილი
15:30 ჰოლანდია – იტალია
18:00 საქართველო – ბელარუსი

11 აპრილი
15:30 ბელარუსი – ჰოლანდია
18:00 იტალია – საქართველო

წყარო: Gff.Ge

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეინ რაუნდისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდის განაცხადში 17 ფეხბურთელია. საწვრთნელ შეკრებაზე ნაკრები სასტუმრო „მოხალისეში“ იმყოფება, სავარჯიშო პროცესი კი ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მეინ რაუნდის მატჩებს ჰოლანდიის, ბელარუსისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ თბილისში გამართავს.

მატჩების განრიგი:

8 აპრილი
15:30 იტალია – ბელარუსი
18:00 საქართველო – ჰოლანდია

9 აპრილი
15:30 ჰოლანდია – იტალია
18:00 საქართველო – ბელარუსი

11 აპრილი
15:30 ბელარუსი – ჰოლანდია
18:00 იტალია – საქართველო

მეკარეები: ზვიად კუპატაძე („ტტგ იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია („ტატიშვილი“, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე („ტატიშვილი“, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე („ტატიშვილი“, თბილისი), ლევან კობაიძე („ტატიშვილი“, თბილისი), ზურაბ ლუკავა („ტატიშვილი“, თბილისი), დავით ბობოხიძე („ტატიშვილი“, თბილისი), შოთა თოფურია („სტუ-თელასი“, თბილისი), კახა მაისაია („სტუ-თელასი“, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ“, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში“, ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, ლიმასოლი, კვიპროსი)

ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი:

მთავარი მწვრთნელი – ავთანდილ ასათიანი; მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე; ადმინისტრატორი – ამირან ცხომარია.

წყარო: Gff.Ge