გოგონათა შორის დარბაზის ფეხბურთის ტურნირი დაიწყო

13 მარტს, ზესტაფონის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო დარბაზის ფეხბურთის ტურნირმა გოგონათა შორის, რომელშიც მონაწილეობას წალენჯიხის, ქობულეთის, ქუთაისის, ხაშურის, ჩხოროწყუს, ახალციხის, ლანჩხუთისა და აბაშის გუნდები იღებენ.

გუნდები ორ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ და ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პლეი-ოფის სისტემით გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას.

„ა“ ჯგუფი: წალენჯიხა, ქობულეთი, ქუთაისი, ხაშური ; „ბ“ ჯგუფი: ჩხოროწყუ, ახალციხე, ლანჩხუთი, აბაშა.

ტურნირის პირველ სათამაშო დღეს 5 შეხვედრა გაიმართა:

ქუთაისი – ქობულეთი 0:3
ხაშური – წალენჯიხა 5:2
ახალციხე – აბაშა 1:0
წალენჯიხა ქუთაისი – 2:4
ქობულეთი – ხაშური 0:4

დარბაზის ფეხბურთის ჩემპიონატის მიზანი ქალთა ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ტურნირი 19 მარტს დასრულდება.

წყარო: Gff.Ge

საქართველოს ფუტსალის ნაკრების ღია ვარჯიში

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2018 წლის ძირითადი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 15 და 16 მარტს, ლეგიონერების გარეშე, თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველო-თურქეთის ორივე დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება.

დღეს, 13 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში ავთანდილ ასათიანის გუნდმა ღია ვარჯიში გამართა. საქართველო-თურქეთის ორივე შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია
ამხანაგურ მატჩებში ეროვნული ნაკრები საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტდა:
მეკარეები: ჯაბა ჯამბურია (“ტატიშვილი”, თბილისი), კარლო წვერავა (“სტუ-თელასი”, თბილისი), ირაკლი გორგოშაძე (“ბსუ”, ბათუმი)

წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე, ლევან კობაიძე, დავით ბობოხიძე, ზურაბ ლუკავა, ბუთა კაკაბაძე, ლაშა სიგუნავა (ყველა “ტატიშვილი”, თბილისი), კახა მაისაია, შოთა თოფურია (ორივე “სტუ-თელასი”, თბილისი), გია ნიკვაშვილი, გია ნინოშვილი (“აგორა”, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (“პსპ”, თბილისი), გიორგი მამულაძე (“ბსუ”, ბათუმი), დავით დარჩია (“თბილისი”)
ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი:

მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტები: არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე, ადმინისტრატორი – ამირან ცხომარია
შეგახსენებთ, რომ 8-11 აპრილს, თბილისში, ევრო 2018-ის მეინ რაუნდის შეხვედრები გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის საქართველო, იტალია, ჰოლანდია და ბელარუსი იბრძოლებენ.

წყარო: Gff.Ge

ფუტსალი: საქართველოს ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2018 წლის  შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ქართველები 15 და 16 მარტს თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. ორივე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 8-11 აპრილს, თბილისში, ევრო 2018-ის მეინ რაუნდის შეხვედრები გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისათვის საქართველო, იტალია, ჰოლანდია და ბელარუსი იბრძოლებენ.

წყარო: Gff.Ge

ზვიად კუპატაძემ შვეიცარიას გოლი საკუთარი საჯარიმოდან გაუტანა (ვიდეო)

27 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შვეიცარია ანგარიშით 6:3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის ბოლო წუთებში, ქართველმა მეკარემ, ზვიად კუპატაძემ სტუმართა კარი საკუთარი საჯარიმოდან დალაშქრა.

იხილეთ კუპატაძის გოლი

იხილეთ შეხვედრაში გატანილი ყველა გოლი

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2016/17 იწყება!

10 ნოემბერს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონი აიღებს სტარტს.

წლევანდელ ჩემპიონატში, რომელიც დებიუტანტების სიმრავლით გამოირჩევა, 10 (ათი) გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გათამაშება ორ წრედ წარიმართება. წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული განაგრძობს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებულები ორი მოგების შედეგად გამოვლინდებიან.

10.11.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. I ტური

12:00  აფხაზეთი –  იბსუ
14:00  თბილისი –  მგლები
16:00 სტუ-თელასი – მფკ დინამო (ბთ)
18:00 აგორა – ბსუ (ბთ)
20:00 თბილისი ვარიორსი  – ტატიშვილი

სფფ-სა და შBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, წლევანდელ ჩემპიონატსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.

სიახლეა საპრიზო ფონდთან დაკავშირებით – გუნდებს ფრის და მოგების შემთხვევაში,  გაზრდილი ფულადი ბონუსები დაერიცხებათ.
აღსანიშნავია, რომ თბილისი არ იქნება ერთდაერთი ქალაქი სადაც ფუტსალის ლიგის მატჩები გაიმართება – ორივე ბათუმური კლუბი საშინაო შეხვედრებს აჭარის დედაქალაქში გამართავს.

ახალი სეზონის განსაკუთრებული სიახლე საქართველოს ფუტსალის ლიგის წლევანდელი გათამაშების სატელევიზიო გაშუქებას შეეხება – სფფ-ს, SBM-ისა და ტელეკომპანია „სილკის“ პარტნიორობის ფარგლებში, გულშემატკივარს საშუალება ექნება ყოველ სამშაბათს, ფუტსალის ლიგის ტურის მიმოხილვა „სილკ უნივერსალის“ არხზე მომზადებული სპეციალური გადაცემის ფორმატში იხილოს. ტურის მიმდინარე ანგარიშების ხილვა კი, სპორტული სააგენტო SBM-ის ვებ-გვერდზე (www.sbm.ge) შეგეძლებათ.

წყარო: Gff.Ge

სკანდალი გრძელდება – საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს სხვადასხვა ფორმა ეცვათ (სურათი)

ბოლო ორი დღეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში „ადიდასის“ სათამაშო ფორმების უკანონოდ გამოყენების შესახებ საუბრობენ.

პოსტსაბჭოური ქვეყნები „ადიდასთან“ რუსეთის ფილიალის დახმარებთ არიან დაკავშრებულები, თუმცა საქართველოში ამ მხრივ დარღვევა დაფიქსირებულა. შესაძლოა, ქვეყანა ამის გამო სერიოზულ სკანდალში მოექცეს, რასაც სასამართლო დავაც მოჰყვება.

ამჟამად საქართველოს ფუტსალის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში იმყოფება, სადაც ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ინტერნეტში ჩვენი ნაკრების სურათ გავრცელდა, რომელზეც კარგად ჩანს, რომ მოთამაშეებს „ადიდასის“ სხვადასხვა კომპლექტის მაისურები აცვიათ. ასე, უკანა რიგში მდგომი ფეხბურთელების ნაწილის მაისურები თანაგუნდელთა მაისურებისგან განსხვავდებიან.

12
აღნიშნულმა დარღვევამ, შეიძლება, „ადიდასის“ ფორმებთან დაკავშირებული შესაძლო სკანდალი კიდევ უფრო გაამწვავოს და კომპანიამ სფფ-ს წინააღმდეგ გამოიყენოს. არ ვიცით, კონკრეტული შემთხვევებს რა დასასრული ექნებათ, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში ამ მხვრივაც დიდი პრობლემებია, რომელთა მოგვარება ქვეყნის პრესტიჟის დაცვასთან უშალო კავშირშია.

საქართველოს ჩემპიონმა რუსეთში ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო

საქართველოს ფუტსალის ჩემპიონმა „თელასმა“ მორიგ წარმატებას მიაღწია. ზედიზედ მესამედ კლუბმა რუსეთში „რაოს თასის“ მოგება მოახერხა.

ფინალში ქართულმა კლუბმა ტგკ 11 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი უკეთესი სწორედ „თელასი“ გამოდგა.

წელს ტურნირი ქალაქ კალინინგრადში ჩატარდა.

ფუტსალის ლეგენდამ მეტოქეს წარმოუდგენელი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ფუტსალის ბრაზილიელმა ლეგენდამ, ფალკაომ ერთ-ერთ მატჩში კიდევ ერთი გასაოცარი გოლი გაიტანა.

სასამართლომ ცქიტიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

თბილისის სასამართლომ ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული დავა განიხილა და ლევან ცქიტიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ხსენებულ არჩევნებამდე ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტიდან ცქიტიშვილი გადააყენეს და მის ნაცვლად ვახტანგ წერეთელი აირჩიეს. საინტერესოა, რომ აღნიშნული ამბავი სფფ-მ ყოველგვარი რეაქციის გარეშე დატოვა.

ცქიტიშვილის მხარე კი აღნიშნულ არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს, რასაც სასამართლო დავა მოჰყვა, რომელშიც ყოფილმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. მოსალოდნელია, რომ მეორე მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე კიდევ გაიწელება.

ფუტსალი: მე-9 ტური დაძაბული მატჩები დაიწყო

არენა 2-ში საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატის მე-9 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. პირველ მატჩში “არმაზმა” “აფხაზეთს” 11:9 სძლია. 7 გოლით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე “არმაზელი” სილაგავა გახდა.

დაძაბული გამოდგა მეორე თამაში, რომელშიც “სპარტაკი 2014”-მა “თბილისს” 8:7 მოუგო. 11000365_413253135502206_5153220742749585047_o

ფუტსალი: ,,არენა 2″ საქართველოს ჩემპიონატის VIII ტური დასრულდა

25 თებერვალს განახლებულ ფუტსალის ჩემპიონატში მე-8 ტურის დასკვნითი ორი შეხვედრა გიამართა.

პირველ შეხვედრაში “თელასმა” IBSU-ს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 26:2 დაამარცხა. გაცილებით უფრო დაძაბული გამოდგა მეორე მატჩი, რომელშიც “ფარვანა” “გენერალს” დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით, 6:8 დამარცხდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მეორე წრის ორი ტურის დაპირისპირება ერთი დღით ადრე გაიმართა.

შესანიშნავი გოლი ფუტსალში (ვიდეო)

რუსეთში ფუტსალის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში ნიკოლას კანივეტსმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.