გრანდმა ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა

ფუტსალის ჩემპიონატის მონაწილე გრანდი სეზონის ბოლო ამხნაგურ თამაშში უნვიერსიადის ნაკრებს ესპარინგა.

აღსანიშნავია რომ, სტუდენტები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან გრანდელები კი საპლაჟო ეროვნული ჩემპიონატისთვის.

მატჩი სტუდენტთა დიდი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი დამაჯერებელი გამარვებით, 10-1 დასრულა.

“გრანდმა” “არმაზს” აჯობა

24 აპრილს ვისოლის დარბაზში გაიმართა ამხანაგური მატჩი ფუტსალის უმაღლესი ლიგის წარმომადგენლებს “გრანდ თბილისსა” და “არმაზს” შორის, რომელშიც “გრანდმა” ანგარიშით 12-4 გაიმარჯვა.

მატჩი, როგორც ანგარიშიდან ჩანს, “გრანდის” უპირატესობით წარიმართა. “გრანდელებმამა” “არმაზის” გატეხვა პირველსავე სამ წუთში მოახერხა, როდესაც გუნდის მოთამაშე მწვრთნელმა გიორგი შანიძემ ჰეთ-ტრიკის შესრულება მოახერხა.

ამავდროულად, შეხვედრაში გამორჩეულები იყვნენ გუნდის დებიუტანტი მეკარე ბაჩო გოგიშვილი და ლევან ჩიჩუა. აღსანიშნავია, რომ “გრანდის” რიგებში უკვე მეორე მატჩი ჩაატარა ბექა გოცირიძემ.

ლაშა წამალაშვილი: “პრომლება ისაა, რომ მომავალი თაობა არ გვყავს”

Fanebi.com საქართველოს ფუტსალის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მეკარეს, ლაშა წამალაშვილს გაესაუბრა. 1989 წელს დაბადებულ ნიჭიერ მოთამაშეს კარიერის დასრულება ნაადრევად მოუწია.

ფეხბურთის თამაში სად დაიწყე?

ფეხბურთს 6 წლიდან ვთამაშობდი, მაგრამ 15 წლის ასაკში მძიმე ტრავმა მივიღე.  იმ დროს „ვიტ ჯორჯიას“ დუბლებში ვიყავი.

ფუტსალში როგორ აღმოჩნდი?

სამწუხაროდ ტრავმის გამო 1 წელი გამიცდა. ჩემმა მეგობარმა, ლაშა ცნობილაძემ ფუტსალში მირჩია  ძალების მოსინჯვა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი.

რომელ გუნდში ასპარეზობდი?

„იბერიაში“ მოვხვდი. მერე კი ახალგაზრდულ ნაკრებში, სადაც პეტრე თაბუკაშვილმა, ბექა კვიციანმა და კახა დევდარიანმა გამზარდეს. ამ ადამიანებისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი.  სწორედ მათ ჩამინეგრეს ფუტსალის სიყვარული.

 ასეთ ახლაგაზრდულ ასაკში რატომ დაანებე სპორტს თავი?

სამწუხაროდ, ტრავმების გამო წინ ვეღარ წავედი. გულიც კი გამიჩერდა თამაშის დროს. ასევე გადაწყვეტილებაში დიდი როლი პირადმა ცხოვრებამაც ითამაშა. კარიერა ერთ გოგოს გამო დავასრულე.უხაროდ, ტრავმების გამო წინ ვეღარ წავედი. გულიც კი გამიჩერდა თამაშის დროს.

როგორი სიტუაციაა ახლა ქართულ ფუტსალში?

სიტუაცია კარგი ნამდივლად არ არის. ყველაფერი კახა დევდარიანის გადაყენების შემდეგ დაიწყო. დაიშალა ახალგაზრდული, ჩემპიონატში გუნდები აღარ იყო,

რა არის მთავარი პრობელმა და გამოსავალს რაში ხედავ?

მთავარი პრობლემა ბავშვების აღზრდა და მომავალია თაობაა, რომელიც ახლა არ გვყავს. აუციელბლად უნდა აშენდეს ფუტსალის სკოლები. იმედია ყველაფერი დალაგდება და ფუტსალი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართულ სპორტში.

“გრანდმა” “ლილოს” სძლია

მიუხედავად ჩაშლილი ჩემპიონატისა ფუტსალის კლუბი “გრანდი” მზადებას არ წყვეტს და ამხანგურ შეხვედრებს მართავს.

გლდანში მდებარე ხელბურთის კომპლექსის დარბაზში “გრანდი” ბიზნეს ლიგის წარმომადგენელ “ლილოსთან” გამართა მატჩი.

დაძაბულ შეხვედრაში “ლილო” 9-4-ს იგებდა, მაგრამ გრანდელებმა შესძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და ბოლო წუთებზე 13-12 დაამარცხეს “ლილოს” გუნდი.

კახა დევდარიანი:”სანამ მედროვეები არ წავლენ ასპარეზიდან, მათ წამქეზებელ ბატონ ზვიად სიჭინავასთან ერთად, ფუტსალს არაფერი ეშველება”

ფუტსალის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე ჩვენი საიტის მკითხველმა უკვე კარგად იცის. არსებულ პრობლემაზე საკუთარი გულისტკივილი, ასოციაციის დამფუძნებელმა და საპატიო პრეზიდენტმა კახა დევდარიანმა გაგვიზიარა.

ბატონო კახა, რით ახსნით არსებულ კონფლიქტს?

თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ზვიად სიჭინავამ შეგვიჩერა რიგით მე–17 ჩემპიონატი. არჩევნების გამართვის საშუალება არ მომცა, მკაფიოდ მითხრა, რომ ის არ აპირებდა ფუტსალის დაფინანსებას . ჩემთვის გასაგები იყო , რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აწყობდა მათდამი ნეგატიურად განწყობილი პიროვნების არსებობა შევაფასე რა სიტუაცია მივიღე პრეზიდენტობიდან ნებაყოფლობით გადადგომის გადაწყვეტილება , სიჭინავას ვთხოვე შეენარჩუნებინა ჩემს მიერ წლების მანძილზე ჩამოყალიბებული თანამშრომელთა გუნდი, მოლაპარაკებების შემდეგ რუსთავი –2ის ეთერში მან ბრეჟნევს შემადარა , თითქოს მე ვიყავი პიროვნება, რომელიც ებღაუჭებოდა თანამდებობას და არ უნდოდა სკამის დათმობა .

სიჭინავას ამ განცხადების გაკეთება რატომ დასჭირდა?

მე არ ვიცი, რაში დასჭირდა მას აღნიშნული განცხადების გაკეთება. ამის მერე მან შეგვიჩერა უფლებამოსილება და დაწყებული მე – 17 ეროვნული ჩემპიონატიც, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 16 გუნდი მონაწილეობდა , შემდეგ კი ძალადობრივი გზით ჩამოაყალიბა კომიტეტი რომელსაც ფუტსალის სამყაროსთვის სრულიად უცნობი – გიორგი დარჯანია ხელმძღვანელობდა . ჩემთვის აუხსნელი იყო მაშინ, რომ ათი გუნდის ნაცვლად ჩემპიონატი ექვსმა გუნდმა განაგრძო მალევე გავაცნობიერე რომ ამ ყველაფრის სათავეში სიჭინავასთან ერთად რეალურად ჩართული იყო ვახტანგ წერეთელი და ნაც.მოძრაობის ზონდერები. მათ მიერ შეიქმნა უკანონო ყრილობა 22–ი კაცის შემადგენლობით , რომელთა იურიდიული სტატუსი ამჟამადაც არ დასტურდება, ამ ხალხმა ურჩია და შემდეგ ყოველგვარი კანონიერების დაცვის გარეშე გადაირჩია ლევან ცქიტიშვილი. ყველა ჩემს შემდგომი პრეზიდენტის დანიშვნა და მოხსნა ამ ოცდაორი ადამიანისგან იმართებოდა . მათთვის არაფერს წარმოადგენდა პიროვნული ღირსების გათელვა . 1992 წლიდან ასოციაციის დაარსების დღიდან ვარ მისი უცვლელი წევრი და მომსწრე მინი ფეხბურთისა და ფუტსალის მრავალივარსკვლავის უანგარო მოღვაწეობის მათი საქმიანობის დავიწყება მინიმუმ უზნეობა ან მიზანმიმართული ქმედება, რათა წაიშალოს ქართული ფუტსალის ნამდვილი ისტორია. რაც შეეხება “იბერია სტარს”, 2001 წელს ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი ბაღდათის “ბაასი” დაიშალა და “იბერიად” გადაკეთდა.

„ბაასზე“ უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ

მაშინ კლუბში მხოლოდ ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ . ხშირად ავტომატიანი გულშემატკივრის დაშოშმინებაც გვიწევდა , მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს უზნეო სახე არ მიუღია. გვქონდა ძალიან წარმატებული გამოსვლა იტალიაში ეროვნული ნაკრების 1998წ შემდეგ წლებში ქარიშხალაში საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებებიც დავამარცხეთ და პირველ ოფიციალური შესარჩევ ციკლშიც ჩაერთო ახალგაზრდული ნაკრები . წარმატებით გავიარეთ ავთანდილ ასათიანისა და ბესო არველაძის ხელმძღვანელობით ბოლო ორი შესარჩევი ციკლი.

აი, ასეთი წარსულის მქონე ასოციაცია დაშალა ბატონმა ზვიად სიჭინავამ. როგორც ჩანს, მათთვის საჭირო იყო ავტორიტეტების და ტრადიციების განადგურება, დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ლანძღვა , გამოჩნდნენ დაქირავებული ახალგაზრდები, ეს ის ხალხია ვინც მერაბიშვილის ნაირებს იცავდნენ გააფთრებით. მათ არასდროს არ ამოუღიათ ხმა იმ სისასტიკეზე , რაც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა საქართველოში. დღეს ცდილობენ ფერი იცვალონ და თავი “ქართულ ოცნებას ” შეაფარონ. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს და ამ ანგარიებიანი , ფულის გამოდევნებულ მედროვეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ . სხვა ბანაკში აღმოჩნდნენ მეგობრები, რომელთაც საკუთარ ლუკმას ვუყოფდი მთელი ცხოვრება ჩვენ უფულოდ უფრო ვაკეთებდით, სიყვარულით და თავგანწირვით, სწორედ ეს აღიზიანებდათ. ვიცი, არ სიამოვნებდათ, რომ ფუტსალს ” ქარიშხალას” სახით საკუტარი ბაზაც გააჩნდა. ბაზა, სადაც ყველა ასაკობრივი გუნდი ვარჯიშობდა. ყოველდღიურად 7–8 საათი ეთმობოდა ფუტსალს ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ამ ადამიანებმა მხარი არ დამიჭირეს ბაზის შენარჩუნებისთვის ბრძოლისას და პირიქით , დასცინოდნენ ჩემს ამ თავდადებას. “იბერია სტარი” კატეგორიულად უკრძალავდა თავის ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს, რასაც ფეხბურთელები პირად საუბარში მიდასტურებდნენ. ახლა როგორ დავიჯერო, რომ მათ წუხილი ქართული ფუტსალისა ან ზოგადად ფეხბურთის მომავალზე გულწრფელია? სწორედ ეს ხალხი ლანძღავდა და ლანძღავს ბატონ ლ. ცქიტიშვილს.

გამოსავალს რაში ხედავთ?

სანამ ასეთი მედროვეები არ წავლენ ასპარეზიდან, მათ წამქეზებელ ბატონ ზვიად სიჭინავასთან ერთად, ფუტსალს არაფერი ეშველება. .

სამწუხაროა, რომ დღეს ზოგიერთები ცდილობენ იმ კეთილი ისტორიის წაშლას , რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად საკუთარი ხელით ვქმნიდით უანგაროდ . ამას მხოლოდ იმიტომ სჩადიან , რომ აამონ მათ დღევანდელი მამამარჩენალს რაც შეეხება თბილისში ჩატარებულ ოთხთა ფინალს არ ვაკნინებ და ძალიან დიდ წარმატებად ვთვლი ქართული სპორტისთვის, თუმცა ამ დანახარჯით, ჩემი აზრით, გაცილებით მეტი სიკეთის გაკეთება შეიძლებოდა ქართული ფუტსალისთვის . არასწორი ხელმძღვანელობის გამო ბრაზილიელებიც ცუდი ქართული გუნდივით იცავდნენ თავს. არსებული სკოლა დამიშალეს, არავინ მხარში არ დამიდგა . არც სახელმწიფო, ვატყობ, არც ახლა არავინ იკლავს თავს სამართლიანობის აღდგენისთვის . მათ არ აინტერესებთ არც დიცი, არც გორი, არც აჭარა და არც ქუთაისი. მე კასეტაზე ჩაწერილი უკეთესი თამაშებიც მინახავს.

ქუჩის ფეხბურთის, ფუტსალისა და ფრისტაილის საუკეთესო ტრიუკები (ვიდეო)

გთავაზობთ ქუჩის ფეხბურთის, ფუტსალისა და ფრისტაილის საუკეთესო ტრიუკების ამსახველ ვიდეომასალას.

 

დაპირისპირება ფუტსალის სამყაროში გრძელდება

როგორც მოგეხსენებათ ფუტსალის ჩემპიონატს პროტესტი რამოდენიმე გუნდმა გამოუცხადა. ამის მთავარი მიზეზი კი გათამაშებიდან “დიცის” მოხსნა გახდა. ასევე ბოიკოტის მომწყობი გუნდების ხელმძღვანელობა ფუტსალის ასოციაციის არჩევნებს კანონიერად არ ცნობს და ვახტანგ წერეთელს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

დღეს ფუტსალის რამოდენიმე გუნდის წარმომადგენელი ფეხბურთის ფედერაციასტან შეიკრიბა და ჟურნალისტებთან აღნიშნულ პრობელმაზე ისაუბრა.

გიორგი შანიძე (“გრანდი”): ფუტსალის ასოციაციიდან ჩვენს განცხადებას არანირი რეაქცია არ მოჰყოლია. ვაგრძელებთ პროტესტს და სანამ ჩვენთვის სასურველ შედეგ არ მივიღებთ, არ გავჩერდებით.
ალტერნატიული ლიგის შექმნის ვარიანტი არ განიხილება, მაგრამ მალე ბავშვთა ჩემპიონატს დავიწყებთ, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავს. თბილისის “გრანდის” გარდა გათამაშებაში მონაწილეობას რეგიონებიდან დაახლოებით 10 გუნდი ითამაშებს, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა. მონაწილეები 1997-დან 2000 წლამდე ბავშვები იქნებიან.

ვახტანგ მამულაშვილი (“თელასი”): გვინდა თამაში, მაგრამ ამ პირობებში ეს წარმოუდგენელია. იმედია გაურკვევლობას ბოლო მოეღება და ჩემპიონატის დაწყებას საშველი დაადგება. ასოციაციიდან ჩვენს პროტესტზე არანირი რეაქცია არ ყოფილა.

აქვე გეტყვით, რომ გაიმართა ფუტსალის უმაღლესი ლიგის მეორე წრის პირველი ტური. თუმცა, ოთხის ნაცვლად მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა. “იბერია სტარმა” “არმაზი” დაამარხა. დანარჩენ გუნდებს, რომლებიც გათამაშებას ბოიკოტს უცხადებენ, წაგება ჩაეთვალათ.

თბილისური დერბი ფუტსალში

მოგეხსენებათ, ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატს რიგი მიზეზების გამო ბოიკოტს რვა გუნდი უცხადებს.

ფორმის შესანარჩუნებლად, გუნდები ამხანაგურ მატჩებს ატარებენ. დღეს თბილისური დერბი შედგა ბოიკოტის გამომცხადებელმა ორმა ლიდერმა “გრანდმა” და “თელასმა” ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და როგორც წინა შემთხვევაში ამჯერადაც გამოცდილმა თელასმა 12–9 დაამარცხა დებიუტანტი.

სკანდალი ფუტსალში

როგორც გუშინ გაცნობეთ ფუტსალის სამყაროში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელმაც საბოლოო ჯამში ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 8 კლუბი უმაღლეს ლიგას ბოიკოტს უცხადებს. კლუბების ხელმძღვანელები გუშინ შეიკრიბნენ, ითათბირეს და საერთო გადაწყვეტილების შესახებ “გრანდის” სპორტულმა დირექტორმა, გიორგი შანიძემ გვითხრა:

“21 იანვარს შევიკრიბეთ საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის წლევანდელი ჩემპიონატის მონაწილე გუნდები და გადავწყვიტეთ ჩემპიონატში ასპარესობის გაგრძელებაზე უარის თქმა. ვინაიდან ჩვენ ლეგიტიმურად მივიჩნევთ მხოლოდ ლევან ცქიტიშვილის პრეზიდენტობას. სანამ საბოლოოდ არ გამოსწორდება ეს უკანონობა ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ასევე ვთვლით, რომ კლუბის პრეზიდენტი არ უნდა იყოს ფუტსალის ასოციაციის მმართველი. ჩვენი უფლებების დასაცავად არცერთი კანონიერი მეთოდის გამოყენებას არ გამოვრიცხავთ. მივმართავთ სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს. აუცილებლად უნდა დავასრულოთ ეს უკანონობა.

ასევე ვაპროტესტებთ ჩვენი გვერდის ავლით ჩატარებულ უკანონო არჩევნებს, სადაც ყრილობის მონაწილე დელეგატთა იურიდიული სტატუსიც არ დასტურება. საქართველოს ჩემპიონატი არ უნდა იქცეს ვიღაცის კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებელ ტურნირად.
ამასთან ერთად ვაპროტესტებთ ყველაზე ღარიბი გუნდის “დიცის” მოხსნას ჩემპიონატიდან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას წარმოადგენს რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”

შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნების შედეგად ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტან “იბერიას” პრეზიდენტი, ვახტანგ წერეთელი აირჩიეს, თუმცა ფუტსალის სამყაროს დიდი ნაწილი ამ არჩენვებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს.

ბოიკოტს ჩემპიონატს შემდეგი გუნდები უცხადებენ:  “დიცი”, “სამცხეთი”, “აფენი”, “გრანდი”, “თელასი”, “არმაზი”, “ქვახვრელი” და “როდოპოლისი”. სულ კი უმაღლესში 9 გუნდი ასპარეზობს.

ფუტსალის ჩემპიონატი

დღეს ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტური დასრულდა. მატჩებს ტრადიციულად “არენა-2”-მა უმასპინძლა.

დღის პირველ შეხვედრაში თბილისი “გრანდმა” ქუთაისის “როდოპოლისი” დაამარცხა – 10-8. მეორე მატჩში კი, მცხეთის “არმაზმა” “სამცხეთს” 8-2 მოუგო.

გუშინ კი ორის ნაცვლად, მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა.”დიცი” “იბერია-სტართან”  გასამართ შეხვედრაზე არ გამოცხადდა და ტექნიკური მარცხი – 5:0 ჩაეთვალა. მეორე შეხვედრაში “ქვახვრელმა” 9:2 მოუგო “განთიანდს”

ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 12-12 ქულით “იბერია” და “გრანდი” ლიდერობენ.

წლის უკანასკნელი ტურის მატჩები 23 და 24 დეკემბერს, “არენა-2”-ში გაიმართება

სამცხეთი – როდოპოლისი

განთიადი – არმაზი

იბერია სტარი – ქვახვრელი

თელასი – დიცი

(ისვენებს: გრანდი)

 

“იბერიამ” “თელასი” დაამარცხა

დღეს სპორკომპლექს “არენა II”-ში  ფუტსალის ჩემპიონატის ტურის და საერთოდ პირველი წრის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს გათამაშების ლიდერები და მთავარი ფავორიტები დაუპირისპირდნენ. “იბერიასა” და “თელასის” შეხვედრა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა – 3:1.

დღის მეორე შეხვედრაში “დიცმა” “განთიადს” 8-5 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე ტურის ორი შეხვედრა გუშინ გაიმართა:

გრანდი 9-7 არმაზი

ქვახვრელი 14-9 სამცხეთი

cxrili

 

 

 V ტური

17 დეკემბერი

12:00  ქართლი–იბერია სტარი

14:00  ქვახვრელი–აფენის განთიადი

18 დეკემბერი

12:00  არმაზი–სამცხეთი

14:00  როდოპოლისი–გრანდი

მატჩებს ტრადიციულად “არენა 2” უმასპინძლებს.

 ( ისვენებს: თელასი )

ფუტსალი ჩემპიონატის მორიგი ტური

დღეს “არენა II”-ში უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის პირველი დღის მატჩები გაიმართა. თბილისის “გრანდმა” საკმაოდ დაძაბულ მატჩში დაამარცხა მცხეთის “არმაზი” ანგარიშით 9-7. “გრანდი” ამ გამარჯვებით მეორე ადგილზე გადავიდა, რაც დებიუტანტისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.

მეორე შეხვედრაში თავისი მეორე გამარჯვება მოიპოვა გორის “ქვახვრელმა”, რომელმაც 14-9 დაამარცხა “სამცხეთი”.

თუმცა ტურის მთავარი მატჩი ხვალ, 13 დეკემბერს გაიმართება “იბერია სტარსა” და “სტუ თელასს” შორის რომელიც სპორტკომპლექს “არენა II”-ში დაიწყება 14:00 საათზე. მამანამდე კი 12:00 საათზე ერთმანეთს ლაგოდეხის “აფენის განთიადი” და გორის “დიცი” დაუპირისპირდებიან.