დანი ალვეში ხოსე მანუელ პინტოს ახალ კლიპში (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მეკარემ, ხოსე მანუელ პინტომ, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 2014 წელს დაასრულა, თავისი შესაძლებლობები მუსიკალურ სფეროში მოსინჯა.

პინტომ ახალი კლიპი გადაიღო, რომელსაც Eres Especial ჰქვია. აღსანიშნავია, რომ კლიპში მონაწილეობას კატალონიური კლუბის ამჟამინდელი მოთამაშე დანი ალვეშიც იღებს.

პინტო: “ატლეტიკოს უპირატესობა აქვს, მაგრამ ფავორიტი არ არის”

“ბარსელონას” გოლკიპერმა ხოსე მანუელ პინტომ გუშინდელი მატჩის შემდეგ გუნდების შანსებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ შეხვედრა “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

“რა თქმა უნდა, განმეორებითი მატჩის წინ “ატლეტიკოს” მცირე უპირატესობა აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყვილში ფავორიტები მადრიდელები არიან.

სტუმრად გატანილს გოლს დიდი მნიშნველობა აქვს, თუმცა ამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია” – განაცხადა პინტომ.

მარტინო: “თასის ფინალში კარს პინტო დაიცავს”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს თქმით, ესპანეთის თასისი ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ კატალონიური კლუბის კარს ხოსე მანუელ პინტო დაიცავს.

“თავის დროზე უკვე ვთქვი, რომ თასის გათამაშებაში კარს პინტო დაიცავს, და ეს ფინალშიც ასე იქნება” – განაცხადა მარტინომ.

შეგახსენებთ, რომ ესპანური ფეხბურთის ორი გრანდის დაპირისპირება ვალენსიაში, სტადიონ “მესტალიაზე” 19 აპრილს გაიმართება.

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელები

როგორც ცნობილია, ფეხბურთელები თავისუფალ დროს უმეტესად ძილს ან კომპიუტერულ თამაშებს უთმობენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რაიმე მუსიკის დაკვრით ან სიმღერით ერთობიან.

Fanebi.Com გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც მუსიკალური ნიჭითაც არიან დაჯილდოვებულნი.

1. ხოსე მანუელ პინტო

კატალონიის “ბარსელონას” მეკარემ YouTube-ში ვიდეო ატვირთა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უკრავს ის. როგორც თავად ამბობს: “არ ვიცი, რას ვუკრავ, მაგრამ ცუდად არ გამომდის.”

აღსანიშნავია, რომ პინტოს რეპიც მოწონს. ის რამდენიმე თვის წინ ესპანეთში მოღვაწე რეპერ სეფიუს შეხვდა და მასთან და აბიდალთან ერთად კომპოზიციაც კი შექმნა.

2. სერხიო რამოსი

როგორც გაირკვა, მადრიდის “რეალის” მცველს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა შეძლებია. ოქტომბერში, რამოსმა, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თავის მეგობარ გოგონას სერენადა შეუსრულა.

3. პეტრ ჩეხი

ლონდონის “ჩელსის” მეკარეს დასარტყამ ინსტუმენტებზე დაკვრა კარგად გამოსდის. ის ერთ-ერთი ჩეხური ბენდის წევრიცაა.

4. ვოიცეხ შჩესნი

“არსენალის” პოლონელ კიპერს პიანინოზე დაკვრა კარგად შეუძლია, რაზეც YouTube-ში გავრცელებული ვიდეოებიც მეტყველებს.

5. ტომაშ როსიცკი

ცნობილია, რომ “არსენალის” ნახევარმცველს როკი იტაცებს. როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, როდესაც მას ტრავმა ჰქონდა, ის გიტარაზე დაკვრას სწავლობდა.



6. სანდრო

“ტოტენჰემის” ნახევარმცველი მუსიკალური ნიჭით ნამდვილად არის დაჯილდოვებული, მას გიტარაზე დაკვრა და სიმღერა კარგად გამოსდის.

7. მარიო ბალოტელი

ალბათ, ყველასათვის მოულოდნელია ის, რომ მარიო ბალოტელის მსგავსი ადამიანი პიანინოზე უკრავს. ამ ვიდეომ ნამდვილად ბევრი ადამიანი გააკვირვა.

დიტო ჭიჭინაძე

პინტო: “ვალდესის შეცვლა რთულია”

კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანი კარის დარაჯი, ხოს მანუელ პინტო აცხადებს, რომ ვიქტორ ვალდესის შეცვლა რთულია.

შეგახსენებთ, რომ ვალდესმა ტრავმა მიიღო, რის გამოც “ბლაგაურნას” კარის ჩაბარება პინტოს მოუხდა. მან “გრანადასთან” მოგებული მატჩი სრულად ჩაატარა.

“მიხარია, რომ “გრანადასთან” მოგება მოვახერხეთ. ვალდესის შეცვლა ძალიან რთულია, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. სიმართლე გითხრათ, მე არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, მხოლოდ ის მინდა, რომ თამაშით ვისიამოვნო”, – ამბობს პინტო.